Skip to content

რაღაც ძალიან მომიმრავლდა ნეკროლოგები ბლოგზე, თან როგორი ადამიანების!.. მისი ნაწარმოებების ძირითადი ნაწილი შექმნილია ძმასთან, არკადი სტრუგატსკისთან თანაავტორობაში. ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლიდან ბორის სტრუგატსკი თავის ნაწარმოებებს აქვეყნებს ფსევდონიმით ს. ვიტიცკი.

მრავალი წლის შემოქმდებითი მოღვაწეობის განმავლობაში ძმებმა სტრუგატსკებმა შექმნეს რამდენიმე ათეული ნაწარმოები, რომელთაგან ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით გამორჩეულია შემდეგი: „Стажёры“, „Понедельник начинается в субботу“, „Трудно быть богом“, „Обитаемый остров“, „Отель «У Погибшего Альпиниста»“, „Пикник на обочине“, „Сказка о Тройке“, „Улитка на склоне“, „Жук в муравейники“. მრავალი ნაწარმოების მიხედვით ფილმებიც არის გადაღებული. სიცოცხლის ბოლო წლებში ბორის სტრუგატსკი რედაქტორობდა ჟურნალს „Полдень. XXI век“.

Boris Strugatsky
Boris Strugatsky

ჩემთვის, როგორც სამეცნიერო და ფილოსოფიური ფანტასტიკის მოყვარულისათვის ნამდვილად დიდი დანაკლისია ამ დიდებული ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან...

პატარა შესავალი. მართალია ჩემს ბლოგზე WordPress-ის საკითხების განხილვა ცოტა უფრო მარტივი საკითხებით მინდოდა, მაგრამ ჩვენი პირველი WordPress Meetup-ის ჩატარებისას ამ ვიზუალურ თემას შევეხეთ და დამსწრეებიც ფრიად დაინტერესდენენ მისი დეტალებით. ამიტომ ვითვალისწინებ რა ამ მომენტს, დღეს შემოგთავაზებთ WordPress-ის ახალი ვიზუალური თემის, Twenty Twelve-ის მიმოხილვას. იმედია მოგეწონებათ. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ვერსიაში WordPress გვთავაზობს ახალ ვიზუალურ თემას. 3.5 ვერსიაში, რომელიც წესით 5 დეკემბერს უნდა გამოვიდეს, ჩვენ შევძლებთ ვისარგებლოთ ახალი თემით, სახელად Twenty Twelve. მოდი, ორიოდე სიტყვით განვიხილოთ, თუ რა სხვაობა ამ ახალ და ძველ, Twenty Eleven თემებს შორის. ძირითადი სხვაობა Twenty Twelve და Twenty Eleven თემებს შორის

  • ქუდის ნახატი არ არის გააქტიურებული ნაგულისხმევად. თემას აღარ აქვს რაიმე სტანდარტული ნახატი — მხოლოს საკუთარი ნახატი შეგიძლიათ გამოიყენოთ;
  • თუ ვიჯეტები არ არის დამატებული, გვერდითა ზოლი არ ჩანს;
  • ახალ თემაში არ არის ნახატები;
  • შაბლონი Showcase, რომელიც იყო  Twenty Eleven-ში, აღარ არის, მის მაგივრად გვაქვს სტატიკური გვერდის შაბლონი ვიჯეტების ორი არეთი;
  • თემის პარამეტრების მაგივრად არის Theme Customizer.
Twenty Twelve Theme Review
Twenty Twelve Theme Review

Twenty Twelve დამატებული იქნება WordPress-ის 3.5 ვერსიაში. ის გახდება ნაგულისხმევი თემა და აგრეთვე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ხარისხიანი თემა. თუ გავითვალიწინებთ პასუხისმგებლობას, კანონზომიერი ხდება ფაქტი, რომ ეს თემა სრულიად შეესაბამება WordPress-ის სტანდარტებს, მარტივი გამოსაყენებელია და თემების დიზაინრებისათვის სასურველ ორიენტირებს აჩვენებს. აი Twenty Twelve-ის ძირითადი მახასიათებლები: 1. მთავარი გვერდის შაბლონი თუ სტატიკური ვებ-გვერდის გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური შაბლონი, რომელიც Twenty Twelve-ს მოჰყვება. ეს შაბლონი საშუალებას მოგცემთ შექმნათ საწყისი გვერდი სტატიკური ინფორმაციით.

Twenty Twelve Theme Review
Twenty Twelve Theme Review

2. მინიმალისტური დიზაინი Twenty Twelve არ იყენებს სურათებს, უფრო მეტიც, თემაში არ არის არცერთი სურათი. სტილების რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი, რაც კარგია, თუ თემას იყენებთ, როგორც მშობელ თემას საკუთარი ორიგინალური თემისათვის. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლებად დაგჭირდებათ CSS-სტილების უკუგება. ნაგულისხმევად ქუდი არ არის ჩართული. ეს ფუნქცია მათთვის არის, ვისაც სურს მისი გამოყენება. მიუხედავად ამისა, წინა თემისაგან განსხვავებით, ქუდი არ ჩანს და თქვენ მისი ჩართვა დაგჭირდებათ. თუ ჩართავთ, ქუდი მენიუს ქვემოდან გამოჩნდება.

3. დამთმობი მიდგომა მობილურ მოწყობილობებთან WordPress-ში ეს პირველი ნაგულსხმევი თემაა, რომელსაც აქცენტი მობილურ მოწყობილოებზე აქვს აღებული და ეს თემა ყველა ტიპის ეკრანზე კარგად გამოისახება, მათ შორის Retina-ეკრანებზე.

4. დაკაბადონება კიდევ ერთი ფრიად მნიშვენლოვანი უპირატესობა — დაკაბადონება. სწორად გათვლილი ინტერვალები ელემენტებს შორის ზრდიან შიგთავსის წაკითხვის სიმარტივეს. Twenty Twelve ასევე პირველი სტანდარტული თემაა, რომელიც იყენებს ვებ-შრიფტებს Google-ის Web Fonts Directory-დან. თემა ასევე იყენებს გარნიტურას Open Sans. თემაში არის ასევე ფუქნცია, განსაზღვროს გამოყენებული ენა და გადართოს შესაბამის შრიფტზე.

5. სტატიების ფორმატები ნაგულისხმევად, სტანდარტული ფორმატის გარდა, ჩართულია სტატიის 5 დამატებითი ფორმატი (Aside, Image, Link, Quote и Status — ამ საკითხს ჩვენ შემდგომ სტატიებში დაწვრილებით შევეხებით). სტატიის თითოეული ფორმატი თავის სტილს მოიცავს. დასკვნა გუნდმა, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. თემა არაჩვეულებრივად მსუბუქი, ლამაზი და გამართული გამოვიდა. მე ნამდვილად მომეწონა და ვაპირებ ჩემს ბლოგზე დავაყენო უახლოეს დღეებში.

წყარო: Twenty Twelve

16

მეგობრებო, სამწუხაროდ ძირითად სამსახურში ბევრი საქმის გამო (მოდი ნუ გამოვიყენებთ ექსპრესიულ „კატასტროფულად“), ბლოგზე იშვიათად მიწევს წერა. პიონერულ ფიცს ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები, რომ სტატიებს შორის წყვეტა რაც შეიძლება მცირე გავხადო.

დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც ათიოდე დღის წინ მოხდა (27 ნოემბერს) და რაც ჩემი ბლოგის თემატიკასთან ძალიან ახლოა. საქმე ეხება საქართველოში პირველად WordPress Meetup-ის ჩატარებას.

მოდი, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, თუ რაზეა საერთოდ საუბარი. როგორც ჩემი ბლოგის მკითხველი ხვდება, ეს ბლოგი მუშაობს WordPress-ის ძრავზე. სისტემაზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბლოგინგისათვის. მეტსაც გეტყვით, არა მარტო ბლოგინგისათვის, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი საიტისათვისაც. მაგრამ ამაზე მოდი სხვა სტატიებში ვისაუბროთ.

ახლა რაც შეეხება თვითონ იმ ორგანიზაციას, რომელიც ქმნის ამ ძრავს. WordPress-მა 2012 წელი გამოაცხადა ე.წ. Meetup-ების წლად. ანუ შემოგვთავაზა ნებისმიერ მსურველს, რომ შევკრებილიყავით ჩვენ ჩვენს ქვეყნებში, ქალაქებში და გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის გამოცდილება ამ ძრავის ცოდნის საკითხში. დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ: WordPress Meetup ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ვარ WordPress-ის დეველოპინგის საკითხებში, ჩემი ძირითადი სპეციალობა მაინც გაქართულებაა, მაგრამ საინიციატივო ჯგუფში შეიკრიბა ისეთი ხალხი, ვინც ამ საკითხში მართლა ძალიან მაგრები არიან.

  • გიორგი მამადაშვილი — WordPress-ის ბირთვის ოფიციალური მხარდამჭერი, თემების დეველოპერი.
  • ლაშა სიმონიშვილი — არტ-დირექტორი Leavingstone-ში, WEB/UI დიზაინერი. ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანი საქართველოში, ვისი შემქნილი დიზაინიც ძალიან მომწონს.

ამ საკითხის დამუშავება სადღაც გაზაფხულიდან დავიწყეთ. მაგრამ ხან რამ შეგვიშალა ხელი და ხან — რამ. მერე მოვიდა ზაფხული, შვებულებების დრო და გადავწყვიტეთ, რომ შესაძლო დამსწრეთა დიდი ნაწილი დასასვენებლად იქნებოდა წასული. მერე მოვიდა შემოდგომა და არჩევნები. კვლავ გადავწყვიტეთ, რომ არ იყო იდეალური დრო რაიმე ღონისძიების ჩასატარებლად. როგორც იქნა არჩევნები გადავაგორეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხიც დაგვეძრა.

ღონისძიების ჩატარების ადგილი უნდა მოგვეძებნა. ამ საკითხით მივმართეთ
განათლების მულტიმედია ცენტრს, რომლის ხელმძღვანელმა, თამარ კაკულიამ უდიდესი დახმარება გვავიწია ამ საკითხში. დაგვითმო მულტიმედია ცენტრის ტერიტორია, დაგვეხმარა აპარატურით, მოკლედ, მის გარეშე ეს პირველი შევხედრა ვერაფერით ვერ მოხდებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ, დაგვიანებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თამუნას დახმარებისათვის. მაგრამ საერთოდ ვერაფერი გამოვიდოდა, რომ არა ორი ადამიანის, გიგა პაიჭაძის და
მირიან ჯუღელის ფასდაუდებელი დახმარება. სწორედ მათი მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ პირველი და შესაძლოა მომდევნო ღონისძიებები მულტიმედია ცენტრში ჩატარებულიყო. მირიანის დამსახურებაა ღონისძიების დღეს ტექნიკურ ნაწილზე ზრუნვა და ყველაფრის გამართვა. დიდი მადლობა მეგობრებო!

მოკლედ, დიდი ჯახირისა და მომზადების შემდეგ, 27 ნოემბერს შევიკრიბეთ მულტიმედია ცენტრში, მანამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ფეისბუკზე გავაკეთეთ ე.წ. ივენთი. არ ველოდი, რომ ბევრი გამოხმაურება იქნებოდა, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ღონისძიების კვალობაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა, ბევრმა ვერც მოასწრო, ვინაიდან არ იცოდა, ან გვიან გაიგო. ეს ჩვენი ბრალია და შემდეგი ღონისძიებისათვის გამოვასწორებთ. პირველ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • რა არის WordPress - გიორგი მამადაშვილი;
  • რა სიახლეებია WordPress-ის ბოლო, 3.5 Beta 1-ში;
  • როგორ გავაქართულოთ WordPress;
  • ჩანართები (რა არის ჩანართი, როგორ დავაყენოთ და ა.შ);
  • რა არის თემა, როგორ მოვიძიოთ ხარისხიანი თემები, Child Themes.

დაინტერესება დიდი იყო თითქმის ყველა თემის მიმართ. მაგრამ ზოგადად ამ ღონისძიებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია დამსწრეებში. გვთხოვეს, რომ არ შეგვეწყვიტა შეხვედრების ციკლი, რასაც რათქმაუნდა არ ვიზამთ და ნოემბრის ბოლოსკენ (ზუსტი თარიღი ოდნავ მოგვაიანებით იქნება ცნობილი) მეორე შეხვედრაც ჩატარდება! ძვირფასო მეგობრებო, თუ დაინტერესდით ამ ღონისძიებით, თუ სურვილი გაქვთ დაესწროთ, მაშინ გთხოვთ მოგვწეროთ, თუ რა თემები იქნება თქვენთვის საინტერესო, ჩვენ შევეცდებით არცერთი თემა არ დავტოვოთ უყურადღებოდ! და ბოლოს, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ღონისძიებიდან: