Skip to content

1952 წლის 21 მაისს დღის შუქი იხილა დამგროვებელმა IBM 726, რომელიც პირველი კომერციული მოწყობილობა გახლდათ მონაცემების მაგნიტურ ფირზე ჩაწერისა და წაკითხვისათვის.

IBM 600
IBM 600

IBM 726-ის ანონსი მოხდა IBM 701-ის — მასიურად წარმოებული კომპიუტერის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში.

ეს კომპიუტერი ძირითადად მოიაზრებოდა როგორც „თავდაცვითი კალკულატორი“. IBM 726-ის ფირზე შვიდი ბილიკი იყო, აქედან ექვსზე მონაცემები ინახებოდა, ხოლო მეშვიდეზე — საკონტროლო მაჩვენებლები. ერთ ბობინაზე 400 მეტრი ფირი იყო, 1.25 სმ სიგანის. მონაცემთა გადაცემის თეორიული სიჩქარე — 12.5 ათასი სიმბოლო წამში; ჩაწერის სიმჭიდროვე — 40 ბიტი სანტიმეტრზე.

ლენტური დამგროვებლების ფართო გავრცელება დაკავშირებული იყო მსხვილგაბარიტულ ეგმ-ებთან (ელექტრონული-გამომთვლელი მანქანა, ასე ერქვა ადრე კომპიუტერს), კერძოდ IBM-ის მაინფრეიმებთან. 1964 წელს წარმოდგენილი IBM System/360-იდან დაწყებული, კომპანია IBM-ში მიღებული იყო 9-ბილიკიანი ფირის სტანდარტი ხაზური ჩაწერის პრინციპით. მოგვიანებით ეს სტანდარტი სხვა მწარმოებლების სისტემებშიც ფართოდ გამოიყენებოდა 1980-იან წლებამდე.

თანამედროვე ლენტური დამგროვებლები, როგორც წესი კომპიუტერს მაღალი წარმადობის SAS ინტერფეისით უკავშირდება და უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას 3 ან 6 გბიტი/წმ სიჩქარით. შემუშავებულია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ლენტურ კარტრიჯზე ჩავწეროთ 35 ტბაიტი მონაცემები.

2

სალამი მკითხველო,

იშვიათად მიწევს ეს ბოლო დროა ამ ბლოგში წერა, თანაც ბლოგი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული არაა. დიზაინი დასარულებელია (ამ მიმართულებით ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში და ცოტა ხანში გაგაცნობთ), ბლოგის თემატიკაც მეტ-ნაკლებად მოსაფიქრებელი.

ახალ სამსახურში გადავედი. GO! Electronics-ში, თანაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ვიტყოდი სანატრელ პოზიციაზე — Apple Brand Manager.

ასე ვთქვათ, ეფლის საკითხებში ახლა მე ზუსტად იქ  ვარ, სადაც უნდა ვიყო. რათქმაუნდა ვაცნობიერებდი, რომ საქმე ბევრი იქნებოდა, მაგრამ ალბათ ოდნავ მზად არ აღმოვჩნდი თავიდან. ამიტომ ბევრი რამ მომეყარა ერთბაშად და ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა მთელი ეს პერიოდი. ახლა ცოტათი ამოვისუნქთე — გავანაწილე დროში საქმეები და ცოტათი დავლაგი. შესაბამისად ამ პოსტის დაწერის 10 წუთიც გამიჩნდა.

ხშირად შემოიარეთ ხოლმე ჩემს ბლოგში, ამიერიდან უფრო ხშირად დავწერ და უფრო დეტალურადაც მოგიყვებით ჩემი ყოველდღიური საქმეების შესახებ.

2

ხელმისაწვდომი გახდა WordPress-ის ახალი ვერსია, 3.3.2 — ყველა ადრეული ვერსიის განახლება.

უსაფრთხოების მოსამატებლად განახლდა სამი გარე ბიბლიოთეკა, რომლებიც შედის WordPress-ის დისტრიბუტივში:

  • Plupload (ვერსია 1.5.4), რომელიც WordPress-ში გამოიყენება ფაილების ასატვირთად;
  • SWFUpload, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში ფაილების ასატვირთად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს;
  • SWFObject, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში Flash-შიგთავსის ჩასასმელად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს.

მადლობას ვუხდით ნილ პულს და ნათან პარტლანდს Plupload-სა და SWFUpload-ში შეცდომების დროული გამოვლენისათვის, ასევე შიმონ გრუშეცკის SWFUpload- ში შეცდომის მოძიებისათვის.

WordPress 3.3.2 ასევე შეიცავს:

  • პრივილეგიის შეზღუდული გაზრდის გასწორება, რომელიც ადმინისტრატორს საშუალებას აძლევს გამორთოს ჩადგმები, რომლებიც გააქტიურებულია მთლიანი ქსელისათვის;
  • XSS- შეცდომის გასწორება URL-მისამართების ბმულებად გადაქცევისას;
  • XSS-შეცდომის გასწორება კომენტარის გაგზავნის შემდეგ გადამისამართებისას, აგრეთვე URL-მისამართების გაფილტვრისას.

არსებობს მრავალი წარმატებული Open Source პროექტი, მაგრამ World Wide Web — ნამდვილად უმსხვილესია მათ შორის. მსოფლიო ქსელის საფუძველში ღია პროგრამული უზრუნველყოფა დევს: Linux-სერვერები, ბრაუზერები Firefox და WebKit, სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა Apache, Memcached, Varnish, პროგრამირების სკრიპტული ენები PHP, Perl, Python, Ruby, ვებ-ფრეიმვორკები WordPress, Drupal, Ruby on Rails, Django, Joomla, მონაცემთაბაზების მართვის სისტემები MySQL, PostgreSQL, DNS-სერვერი BIND და მრავალი სხვა.

მაგრამ ყველაფერი დაიწყო 1993 წლის 30 აპრილს, როდესაც ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ  ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო გადაეცა WWW საზოგადო საკუთრებაში (ესეც დოკუმენტი: გვ.1გვ.2)

WWW
WWW

CERN-ის თანამშრომელმა ტიმ ბერნერს-ლიმ დაწერა მსოფლიოში პირველი ვებ-სერვერი, საიტი და ბრაუზერი, CERN-ში შეიქმნა ტექნოლოგიები URI, HTTP და HTML. პირველ ხანებში CERN ყიდდა ბრაუზერს 50 ეკიუდ (იყო ასეთი ვალუტა ევროპაში ევროს შემოსვლამდე) NeXT-ზე და Apple-ზე, ხოლო საწყისი კოდი 50 000 ეკიუ ღირდა (პრაის-ლისტი), თუმცა 1993 წლის 30 აპრილიდან მსოფლიო ქსელი ყველასათვის უფასო გახდა.

მაშინდელი აპლიკაციების საწყისი კოდი შეგიძლიათ მოიძიოთ აქ.