Skip to content

4

სალამი მეგობრებო. როგორც ხედავთ ეს ბოლო ხანებია სულ უფრო ნაკლებად ვიცლი ბლოგისათვის. თანაც ერთი კვირაა სახლში მიდევს Magic Trackpad, რომლის მიმოხილვის დაწერას საშველი ვერ დავაყენე :)

მიზეზი გახლავთ იმაში, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე (პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაცია), ვამზადებ ორ პროდუქტს და ვაპირებ ორშაბათიდან შემოგთავაზოთ ისინი.

თუ რა პროდუქტებია, ამას ორშაბათს გაიგებთ ;)

ეს წუთია განახლდა ეფლის ინტერნეტ-მაღაზია, გამოვიდა ახალი მაკ პრო.

New Mac Pro

დიახ, აღსრულდა ნანატრი ოცნება დასვენებაზე. მივდივარ! ზღვაზე! 5 დღით (ვიცი ცოტაა, მაგრამ სხვა გზა არ არის). ასე რომ 16 აგვისტომდე არ ვიქნები აქ. მერე განვაგრძოთ! ;)

29

სალამი მეგობრებო!

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გაცდევინეთ. გასული კვირა სავსე იყო ვნებათა ღელვებით. ჯერ ერთი ჩემს სამსახურში პროექტის ერთ-ერთი სტადიის ფინალი იყო და მაგ დროს როგორც წესი საგიჟეთი მაქვს. მეორეც, გასულ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა პირადმა აიფონმა! ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად გამიხარდა! და ვითვალიწინებ რა მკითხველთა უდიდეს ინეტრესს ყბადაღებული სიგნალის კარგვის შესახებ, გადავწყვიტე მთელი კვირა დავკვირვებოდი ამ საკითხს, რათა სრულყოფილად მომეხერხებინა თქვენთვის ინ ფორმაციის მოწოდება ამ საკიტხის შესახებ.

მაშ ასე, დავიწყოთ!

ვინაიდან ეს არ იქნება ჩვენი მიმოხილვის ბოლო ნაწილი (ერთ კვირაში, როდესაც ზღვიდან ჩამოვალ, მე განვაგრძობ აიფონის დეტალურ მიმოხილვას) მოდით დღევანდელი პოსტი მთლიანად დავუთმოთ ანტენას და სიგნალის კარგვის საკითხს.

ანტენა და სიგნალის მიღება

რათქმაუნდა, აიფონის ყუთიდან ამოღებისთანავე გიჩნდება სურვილი დაუყოვნებლივ შეამოწმო სიგნალის მიღების პრობლემის არსებობა. ნუთუ საკმარისია თითი მივადოთ ტელეფონის გვერდითა მხარეს შავ ზოლს, რომელიც ორ ანტენას ყოფს ერთმანეთისაგან და სიგნალი დაიკარგება? მოდით გავერკვეთ.

მე ზუსტად ასე მოვიქეცი, სახლში მიტანისთანავე ვეცი ტელეფონს და მარტივი აქტივაციის შემდეგ (ამ პროცესში ყველაზე რთული იყო სიმ ბარათის კორექტულად შემოჭრა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი), პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ტელეფონის მტევანში მომწყვდევა. მოვიმწყვდიე და... სიგნალის ჯოხებმა ვარდნა იწყეს კატასტროფული სისწრაფით. პირკატა მეცა, გავშრი და უკვე გემრიელად უნდა შემეგინებინა სტივ ჯობსისთვისაც, ეფლის ინჟინრებისთვისაც და კიდევ ვინმეს მივაყოლებდი, რომ უცებ გამახსენდა — ჩემი ოთახი ხომ „რადიო ჩრდლიში“-ა! დიახ, გაუგებარი მიზეზით თუ მანქანებით, ჩემს ბინაში ზოგადად ცუდად იჭერს ნებისმიერი ტელეფონი, არა მარტო აიფონი. ეს ფაქტი ადრეც მქონდა შემჩნეული და ახლა ნერვიულობის გამო უცებ თავიდან ამომივარდა! ცოტა დავწყნარდი და ვეცი მეზობლის ბინას. ყვირილით შევვარდი: „არ შეგაწუხებთ დიდი ხნით, სიგნალი უნდა გავზომო“-მეთქი. მეზობელი ცოტა შეშინდა, მაგრამ მაინც შემიშვა ბინაში, თანაც რაღაც უცნაურად დამიწყო ყურება :D მე მეზობლის ბინა შემოვირბინე, სამივე ოთახი, მერე ლოჯიაშიც გავედი, აბაზანაც არ გამოვტოვე (ყველაზე „მკვდარი“ წერტილი სიგნალის მიღების თვალსაზრისით). შედეგი. რამდენიც არ ვიღონე, ვერ დავაკარგვინე სიგნალი ტელეფონს. ჯოხები ჯიუტად განაგრძობდნენ ხუთი დანაყოფის ჩვენებას ინდიკატორზე.

მეორე დღეს და საერთოდ მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვაგრძელებდი სიგნალის დაკარგვის მცდელობებს:

  • ვაკის პარკთან  ვმუშაობ ახლოს, სიგნალი გადასარევია, არ იკარგება;
  • საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან — არ იკარგება;
  • ლესელიძის ქუჩა, სინაგოგასთან ახლოს — არ იკარგება;
  • მეტროს ქვედა ბაქნები — არ იკარგება;
  • ვაგზლის მოედანი —  არ იკარგება;

და ასე შემიძლია განვაგრძო უსასრულოდ, თუმცა ერთი უნდა ითქვას, სადაც სიგნალი მართლა სუსტია და სხვა ტელეფონებსაც აკლდებათ „ჯოხები“ ინდიკატორზე, აიფონსაც იგივე მოსდის. მაგრამ მოდით გულზე ხელიდ ავიდოთ და ვთქვათ, რატომ უნდა მოვთხოვოთ აიფონს იმაზე  მეტი, რაც სხვა ტელეფონს არ შეუძლია? მე მგონია რომ არ უნდა მოვთხოვოთ.

თანაც ერთი რამ გაითვალისწინეთ. როდესაც სიგნალდაკლებული აიფონიდან ვსაუბრობ, აბონენტებს არ გაჩენიათ დსიკომფორტი ჩემი ხმის გაგების გამო. მხოლოდ ერთხელ იყო რომ ჩემს მეუღელს არ ესმოდა, როდესაც ის ქალაქში იყო გასული, ხოლო მე ჩემს „რადიო ჩრდილის“ მქონე ბინაში ვიყავი.

რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოვწურო ეს თემა ვიტყვი შემდეგს: სიგნალის კარგვა და მასთან დაკავშირებული ისტერია არის მითი, რომელიც მხოლოდ ეფლის კონკურენტებს აწყობთ და პრაქტიკულად თითიდან არის გამოწოვილი.

1

ამჯერად უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობით :)

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=WV1LNZLunas[/youtube]

2

მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ან დამავიწყდა ან მეზარება მიმოხილვის გაგრძელება. უბრალოდ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი აიფონ 4 და ეს ორი დღეა ინტენსიურად ვტესტავ. განსაკუთრებით სიგნალის კარგვის საკითხს. სიგნალს რაც შეეხება,

არ იკარგება, არა!

დანარჩენს ოდნავ მოგვიანებით მოგახსებთ.

3

მეგობრებო,

ვიცი ეს დღეები არაფერი დამიწერია. უნდა მაპატიოთ. გუშინ ჩემი აიფონის ჩამოსვლას ველოდებოდი სულმოუთქმელად. ძალიან დააგვიანდა ამანათის ჩამოსვლა და ერთი მომენტი ვიფიქრე ამ კვირაშიც ჩაიშალა-მეთქი. მაგრამ ბოლო-ბოლო ჩამოაღწია და აგერ ჩემს გვერდითაა!

მიმოხილვის მესამე ნაწილს ამ საღამოს შემოგთავაზებთ.

მანამდე ვისაც სიგნალის კარგვა აინტერესებდა... ორი სიტყვით ვერ დავწერ, მაგრამ არ იკარგება! უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით ;)