iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი პირველი

მოკლედ, ცოტა კი დამიგვიანდა ამ მიმოხილვის მომზადება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ახლა რა ხდება. მე ჩემი პირადი აიფონი როგორც უკვე იცით შეკევთილი მაქვს და ლონდონიდან ნელი სვლით მოდით თბილისისაკენ. სამაგიეროდ ჩვენი ბლოგის და GeMUG-ის სპონსორი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და გასულ კვირა დღეს გადმომცა iPhone 4-ი ტესტირებაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია მაღაზია iphones.ge, რომელიც მდებარეობს ლესელიძის ქ. 53 ნომერში და მისი უცვლელი ხელმძღვანელია აკა ხუხაშვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას!

მოდით შევუდგეთ საქმეს და ვნახოთ, თუ რა ხილია ეს ახალი აიფონი, მართლა აქვს თუ არა ის „საშინელი“ ნაკლოვანებები, რომელზეც უცხოური ინტერნეტ-პრესა ამდენს გაჰყვირის, ხოლო ჩვენი ზოგიერთი პრაფანი ბრმად და უაზროდ იმეორებს. აქვე მინდა ავღნიშნო ერთი რამ. აკასთან როდესაც დავიწყე ურთიერთობა მიმოხილვების საკითხში, წინასწარვე ვთქვი, რომ თუ პროდუქტს ვუპოვნი ნაკლს, აუცილებლად დავწერდი. ანუ არ შემიძლია, არ მეხერხება ტყულის თქმა და ამით მკითხველის შეცდომაში შეყვანა. ჩემთვის ეს ფრიად მნიშვენოვანი საკითხია და არასოდეს არ გადავაბიჯებ ამ პრინციპს. შესაბამისად აუცილებლად მოგახსენებთ „ანტენაგეიტის“, ანუ სიგნალის კარგვის პრობლემის შესახებ დეტალურად.

მაგრამ მანამდე შევისაწვლოთ ახალი აიფონი და მისი ნაწილები:

კოლოფი

კოლოფი აკურატულადაა დამზადებული, როგორც ყოველთვის. მაღალი ხარისხის მუყაოსაგან. ძველი კოლოფებისაგან განსხვავდება ზომით და ფერით, ის თეთრია და შედარებით მომცრო ზომის. სიმართლე გითხრათ, ჩემი iPhone 2G-ის კოლოფი უფრო მომწონს. თანაც მე ეფლის პროდუქციის მომხმარებელთა იმ კატეორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ ყრიან კოლოფებს ნაგავში, არამედ სათუთად იანახავენ.

კოლოფს ქვედა მხარეზე ბლომად წარწერები აქვს, ტექნიკური ინფორმაციის მატარებელი. როგორც ყოველთვის შემკულია ვაშლის ლოგოთი და პროდუქტის დასახელების წარწერებით. აი ზემოდან გამოსახული აიფონი რა რაც ვერაა კარგად, არ მომეწონა. მაგრამ ჯანდაბას, ეს მხოლოდ კოლოფია, მეტი არაფერი. შევეშვათ მას და ვნახოთ რა დევს მის შიგნით.

შემცველობა ასეთია: ტელეფონი, რამოდენიმე ბროშურა (ინსტრუქციები და მისთანები), წებოვანი ვაშლის ლოგოები, სიმ ბარათის ამოსაძრობი საფირმო სკრეპი, დამტენი, სინქრონიზაციის (და ამავდროულად დამტენი) კაბელი და ყურსასმენები. სულ ესაა.

ტელეფონის კორპუსი

კორპუსი აბსოლუტურად განახლებულია, გექნებათ ნანახი ინტერნეტში უამრავ საიტზე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება: ჰმ, საინტერესოა! მერე, ხელში კარგად რომ მოვირგე და რამოდენიმე საათის განმავლობაში სკურპულოზურად ვატესტირე გამოვიტანე მარტივი დასკვნა — ეფლი როგორც ყოველთვის მაგარია! მე ამ სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მომბეზრდა აიფონის ეს მომრგვალებული ფორმები, მინდოდა რაიმე სრულიად ახალი. ჰოდა სტივმაც არ დააყოვნა და თხოვნა შემისრულა! :) კორპუსი უფრო თხელია, ვიდრე ძველი მოდელები და საერთოდ სოლიდური შესახედაობა გააჩნია. კოპრუსი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: შუშის ეკრანი, ასევე შუშის ქვედა ნაწილი და ლითონის სალტე, რომელიც ერთდროულად კარკასიცაა და ანტენაც (დიახ, სწორედ ის ყბადაღებული ანტენა!). შუშა ახალ აიფონში სპეციალურია და დარტყმაგამძლეა, თუმცა მაინცადამაინც ნუ ეცდებით, რომ მანქანის ზემოდან გადავლას გაუძლოს :) კოპრუსზე გვერდიდან განთავსებულია ხმის რეგულირების ორი ღილაკი, ნაცვლად ძველ მოდელებში არსებული ქანქარა გადამრთველისა. ხმის გამორთვის ღილაკიც ოდნავ დაპატარავებულია. წყველა აპარატურული ღილაკის დაჭერას მცირედი ძალისხმევა სჭირდება, რაც კარგია. ალბათობა იმისა, რომ ჯიბეში შემთხვევით დაგეჭირებათ, ნულისაკენ მიისწრაფის.

მაგრამ სიახლე არის არა მარტო გარეგან სახეში. აპარატის შიგნითაც ბლომად ნახავთ (არა, თქვენ ვერ ნახავთ და არც გირჩევთ რომ დაშალოთ აიფონი. დიდი ალბათობაა, რომ დეტალები დაგრჩეთ :) ) სიახლეებს. ცნობისათვის, ეს ეფლის პირველი სმარტფონია, რომელიც საკუთარი წარმოების A4 პროცესორითაა აღჭურვილი. იგივე პროცესორი გამოიყენება iPad-შიც. პროცესორის სიხშირეა 1 გიგაჰერცი. როგორ არ უნდა გავიხსენო ამ შემთხვევაში, რომ ჩემს პირველ კომპიუტერს, რომელიც შორეულ 1999 წელს ვიყიდე, ჰქონდა 500 მეგაჰერციანი Pentium III პროცესორი (ჰო, მაკებისადმი ტრფობა აკვნიდან არ დამყოლია, მეც ოდესღაც ვინდოზავრი ვიყავი :) ). ტელეფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 512 მეგაბაიტს, ფრიად კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება მუდმივ მეხსიერებას, სადაც ინახება პროგრამები, მუსიკა, ფილემბი და ა.შ., ის გახლავთ 16 ან 32 გბაიტი.

სახეცვლილმა კორპუსმა ეფლს შესაძლებლობა მისცა დაეყენებინა უფრო დიდი ზომის და მოცულობის აკუმულატორი. შედეგად მიღწეულია მთავარი: ერთი დამუხტვით მუშაობის ხანგძლივობის ზრდა. მაგალითისათვის მოგიყვანთ, რომ მე 24 საათის განმავლობაში მეყო ტელეფონის მუხტი და არ ჩამირთავს დასატენად, თუმცა ექსტრემალურ პირობებში ვტესტავდი: მუდმივად ჩართული Wi-Fi, რამოდენიმე მძიმე თამაშის კარგა ბლომად გავლა. ვებ-ბრაუზინგი, მუსკია მოსმენა, YouTube-ი და ა.შ. ვფიქრობ, ჩველებრივად სატგებლობის პირობებში 2-3 დღე უნდა ეყოს მუხტი ტელეფონს. ეს დამაკმაყოფილებელი მოცულობაა, ჩემი აზრით.

მაგრამ! ამ ყველაფრის გარდა და კიდევ უამრავი სიახლის გარდაც, რომლებზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, ტელეფონს აქვს 2 ვიდეოკამერა, თანაც ძალიან კარგები: 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 1,3 მეგაპიქსელიანი წინა მხრიდან, ვიდეოზარების განსახორციელებლად. ასევე პირველად აიფონში ეფლმა დაამატა მეორე მიკროფონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაგონოთ აბონენტს ჩვენი ხმა. ტელეფონს აქვს გიროსკოპი, განათების სენსორი და სიახლოვის სენსორი. რაღათქმუნდა AGPS ჩიპი თანამგზავრული სიგნალის მისაღებად და ციფრული კომპასი.

ოღონდ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ მიმოხილვის მეორე ნაწილში…

(გაგრძელება იქნება)


Comments

10 responses to “iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი პირველი”

  1. დიმა

    ხაჭაპურს ახალი აიგონიც ვერ აცხობს ხო? :)

    1.  Avatar
      Anonymous

      სამაგიეროდ მაკბუკ პრო ი5 პროცესორით შესანიშნავად გამოაცხობს… :D

      1. Core i7-იანი ვტესტე რამოდენი დღე და დიდად არ შევუწუხებივარ ;)

    2. ეგა თქვი, ახლა ერთ დიდ აჭარულს გადავსანსლავდი! :)

  2. Vako Avatar

    magaria ;)

    1. იცოცხლე!

  3. Vako Avatar

    ise xma rogori aqvs musikebis mosmenisas an videoebis yurebisas 2G s ro aqvs isetive xma aqvs tu cota momatebuli ?

    1. ძალიან ძლიერი ხმა აქვს, ჩემს 2G-სთან შედარებით „ღრიალებს“ :)

  4. Vako Avatar

    http://reviews.cnet.com/8301-19512_7-20007298-233.html Updated: Skype confirms, wants FaceTime with Apple’s iPhone 4 video calling ესეიგი სკაიპითაც შეიძლება ვიდეო ზარით სარგებლობა ??

    მაგალითად სკაიპი ჩავწერე Iphone 4 ში შესაძლებელი იქნება ვისაც ველაპარაკები იმან მნახოს ან მეც რო ვნახო ის ოღონდ ის კომპიუტერით რო იყვეს ?

    winaswar Madloba ;)

    1. არა, მხოლოდ FaceTime-ით შეიძლება და ისიც iPhone 4-თან, სკაიპით ვიდეო-ზარი არ ხორციელდება.