Skip to content

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=xlNdihJ_FX4[/youtube]

მეგობრებო ჩემი შეცდომაა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. არა 1.3 არამედ 0.3 მეგაპიქსელია წინა კამერა.

6

ვაგრძელებთ ჩვენს მიმოხილვას. ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ მცირე პორციებით ვწერ. რამდენიმე მიზეზია ამისათვის: ძალიან ცხელა, სამსახურში ვარ ძალიან დატვირთული, თანდათანობით ვეცნობი ტელეფონს, ვინაიდან ძალიან ბევრი სიახლეა და გამიზნული მაქვს მაქსიმალურად დეტალურად დავწერო ყველაფერი.

მაშასადამე განვაგრძოთ.

სიმ-ბარათი

ახალ აიფონში სიმ-ბარათი ზემოდან არ იდება, არამედ გვერდიდან. ამის გარდა სტივი რისი სტივია, რაიმე მაკვარანცხობა რომ არ მოეფიქრებინა. ჰოდა აიღო და ჩვეულებრივი სიმ-ბარათების მაგივრად ე.წ. მიკრო-სიმ ბარათები. სიმართლე გითხრათ, მატრაკვეცობაა და მეტი არაფერი. ნახევარ მსოფლიოს ახლა მოუწევს სასწრაფო წესით ამ სიმ-ბარათების დამზადება და შეძენა, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ იმათ რა უჭირთ? მე შენ გეტყვი და მაგთი, ჯეოსელი ან ბიალიანი ერთ ადგილს შეიწუხებენ, არიქა საქართველოში აიფონის მომხმარებლებს დავეხმაროთო! არ დაიჯეროთ. მე წინდაწინ დავიჭირე თადარიგი და ამაზონზე შევუკვეთე მიკრო-სიმის „ქათერი“, რომელსაც ორი ცალი მიკრო-სიმის ადაპტორი მოყვება (ეგ პირიქითაა საჭირო, როდესაც მიკრო-სიმ ბარათის ჩადება გჭირდება ჩვეულებრივი სიმის ჭრილში). სხვა მხრივ სიმის ჩასადები დიდად არ განსხვავედება ძველი მოდელებისაგან.

ეკრანი

აი რასაც ნაღდათ წუნს ვერ დაუდებ, ეს ეკრანია. Retina Displey იდეალურია. მკვეთრი, ნათელი ფერებით. რაც მთავარია, გამოსახულება იმდენად მკაფიოა, რომ მაგალიტად წიგნის კითხვისას სულ მიჩნდება შეგღძნება, რომ ფურცლიდან ვკითხულობ და არა ეკრანიდან. პიქსელების გარჩევა მართლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალი ვერ არჩევს ნაღდათ.

აი ჩემი შეგრძნებები ახალი აიფონის ეკრანის პირველი დათვალიერების დროს: „მოიცა, ეკრანი ანათებს, როგორც ჩვეულებრივი, კი მაგრამ პიქსელები? სად არის პიქსელები? პიქსელები გამოუშვით, თქვე ფარჩ!..“ კხმ, უკაცრავად, გვერდითა განყოფილებიდან იყო ეს ფრაზა. განვაგრძოთ. ეკრანი და მისი დამცავი ზედა შუშა იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ასე მგონია, თვითონ გამოსახულებას ვეხები.

ძალიან კარგად არის გაკეთებული სიკაშკაშის რეგულირება. სისტემა თვითონ ხვდება, როდის რა რეჟიმი გამოიყენოს. ხელით რეგულირება ჯერ-ჯერობით არ დამჭვირვებია.

პროგრამებს რაც შეეხება ეკრანის საკითხის ჭრილში. ის პროგრამები, რომელთა გადაწერა ჯერ ვერ მოასწრეს ავტორებმა, საკმაოდ ბუნდოვნად ჩანან. ხოლო აი სისტემური პროგრამები... აი უბრალოდ კამფეტია რა! განსაკუთრებით Safari! მოდით პატარა ნიმუშს გაჩვენებთ:

10

მოკლედ, ცოტა კი დამიგვიანდა ამ მიმოხილვის მომზადება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ახლა რა ხდება. მე ჩემი პირადი აიფონი როგორც უკვე იცით შეკევთილი მაქვს და ლონდონიდან ნელი სვლით მოდით თბილისისაკენ. სამაგიეროდ ჩვენი ბლოგის და GeMUG-ის სპონსორი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და გასულ კვირა დღეს გადმომცა iPhone 4-ი ტესტირებაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია მაღაზია iphones.ge, რომელიც მდებარეობს ლესელიძის ქ. 53 ნომერში და მისი უცვლელი ხელმძღვანელია აკა ხუხაშვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას!

მოდით შევუდგეთ საქმეს და ვნახოთ, თუ რა ხილია ეს ახალი აიფონი, მართლა აქვს თუ არა ის „საშინელი“ ნაკლოვანებები, რომელზეც უცხოური ინტერნეტ-პრესა ამდენს გაჰყვირის, ხოლო ჩვენი ზოგიერთი პრაფანი ბრმად და უაზროდ იმეორებს. აქვე მინდა ავღნიშნო ერთი რამ. აკასთან როდესაც დავიწყე ურთიერთობა მიმოხილვების საკითხში, წინასწარვე ვთქვი, რომ თუ პროდუქტს ვუპოვნი ნაკლს, აუცილებლად დავწერდი. ანუ არ შემიძლია, არ მეხერხება ტყულის თქმა და ამით მკითხველის შეცდომაში შეყვანა. ჩემთვის ეს ფრიად მნიშვენოვანი საკითხია და არასოდეს არ გადავაბიჯებ ამ პრინციპს. შესაბამისად აუცილებლად მოგახსენებთ „ანტენაგეიტის“, ანუ სიგნალის კარგვის პრობლემის შესახებ დეტალურად.

მაგრამ მანამდე შევისაწვლოთ ახალი აიფონი და მისი ნაწილები:

კოლოფი

კოლოფი აკურატულადაა დამზადებული, როგორც ყოველთვის. მაღალი ხარისხის მუყაოსაგან. ძველი კოლოფებისაგან განსხვავდება ზომით და ფერით, ის თეთრია და შედარებით მომცრო ზომის. სიმართლე გითხრათ, ჩემი iPhone 2G-ის კოლოფი უფრო მომწონს. თანაც მე ეფლის პროდუქციის მომხმარებელთა იმ კატეორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ ყრიან კოლოფებს ნაგავში, არამედ სათუთად იანახავენ.

კოლოფს ქვედა მხარეზე ბლომად წარწერები აქვს, ტექნიკური ინფორმაციის მატარებელი. როგორც ყოველთვის შემკულია ვაშლის ლოგოთი და პროდუქტის დასახელების წარწერებით. აი ზემოდან გამოსახული აიფონი რა რაც ვერაა კარგად, არ მომეწონა. მაგრამ ჯანდაბას, ეს მხოლოდ კოლოფია, მეტი არაფერი. შევეშვათ მას და ვნახოთ რა დევს მის შიგნით.

შემცველობა ასეთია: ტელეფონი, რამოდენიმე ბროშურა (ინსტრუქციები და მისთანები), წებოვანი ვაშლის ლოგოები, სიმ ბარათის ამოსაძრობი საფირმო სკრეპი, დამტენი, სინქრონიზაციის (და ამავდროულად დამტენი) კაბელი და ყურსასმენები. სულ ესაა.

ტელეფონის კორპუსი

კორპუსი აბსოლუტურად განახლებულია, გექნებათ ნანახი ინტერნეტში უამრავ საიტზე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება: ჰმ, საინტერესოა! მერე, ხელში კარგად რომ მოვირგე და რამოდენიმე საათის განმავლობაში სკურპულოზურად ვატესტირე გამოვიტანე მარტივი დასკვნა — ეფლი როგორც ყოველთვის მაგარია! მე ამ სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მომბეზრდა აიფონის ეს მომრგვალებული ფორმები, მინდოდა რაიმე სრულიად ახალი. ჰოდა სტივმაც არ დააყოვნა და თხოვნა შემისრულა! :) კორპუსი უფრო თხელია, ვიდრე ძველი მოდელები და საერთოდ სოლიდური შესახედაობა გააჩნია. კოპრუსი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: შუშის ეკრანი, ასევე შუშის ქვედა ნაწილი და ლითონის სალტე, რომელიც ერთდროულად კარკასიცაა და ანტენაც (დიახ, სწორედ ის ყბადაღებული ანტენა!). შუშა ახალ აიფონში სპეციალურია და დარტყმაგამძლეა, თუმცა მაინცადამაინც ნუ ეცდებით, რომ მანქანის ზემოდან გადავლას გაუძლოს :) კოპრუსზე გვერდიდან განთავსებულია ხმის რეგულირების ორი ღილაკი, ნაცვლად ძველ მოდელებში არსებული ქანქარა გადამრთველისა. ხმის გამორთვის ღილაკიც ოდნავ დაპატარავებულია. წყველა აპარატურული ღილაკის დაჭერას მცირედი ძალისხმევა სჭირდება, რაც კარგია. ალბათობა იმისა, რომ ჯიბეში შემთხვევით დაგეჭირებათ, ნულისაკენ მიისწრაფის.

მაგრამ სიახლე არის არა მარტო გარეგან სახეში. აპარატის შიგნითაც ბლომად ნახავთ (არა, თქვენ ვერ ნახავთ და არც გირჩევთ რომ დაშალოთ აიფონი. დიდი ალბათობაა, რომ დეტალები დაგრჩეთ :) ) სიახლეებს. ცნობისათვის, ეს ეფლის პირველი სმარტფონია, რომელიც საკუთარი წარმოების A4 პროცესორითაა აღჭურვილი. იგივე პროცესორი გამოიყენება iPad-შიც. პროცესორის სიხშირეა 1 გიგაჰერცი. როგორ არ უნდა გავიხსენო ამ შემთხვევაში, რომ ჩემს პირველ კომპიუტერს, რომელიც შორეულ 1999 წელს ვიყიდე, ჰქონდა 500 მეგაჰერციანი Pentium III პროცესორი (ჰო, მაკებისადმი ტრფობა აკვნიდან არ დამყოლია, მეც ოდესღაც ვინდოზავრი ვიყავი :) ). ტელეფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 512 მეგაბაიტს, ფრიად კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება მუდმივ მეხსიერებას, სადაც ინახება პროგრამები, მუსიკა, ფილემბი და ა.შ., ის გახლავთ 16 ან 32 გბაიტი.

სახეცვლილმა კორპუსმა ეფლს შესაძლებლობა მისცა დაეყენებინა უფრო დიდი ზომის და მოცულობის აკუმულატორი. შედეგად მიღწეულია მთავარი: ერთი დამუხტვით მუშაობის ხანგძლივობის ზრდა. მაგალითისათვის მოგიყვანთ, რომ მე 24 საათის განმავლობაში მეყო ტელეფონის მუხტი და არ ჩამირთავს დასატენად, თუმცა ექსტრემალურ პირობებში ვტესტავდი: მუდმივად ჩართული Wi-Fi, რამოდენიმე მძიმე თამაშის კარგა ბლომად გავლა. ვებ-ბრაუზინგი, მუსკია მოსმენა, YouTube-ი და ა.შ. ვფიქრობ, ჩველებრივად სატგებლობის პირობებში 2-3 დღე უნდა ეყოს მუხტი ტელეფონს. ეს დამაკმაყოფილებელი მოცულობაა, ჩემი აზრით.

მაგრამ! ამ ყველაფრის გარდა და კიდევ უამრავი სიახლის გარდაც, რომლებზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, ტელეფონს აქვს 2 ვიდეოკამერა, თანაც ძალიან კარგები: 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 1,3 მეგაპიქსელიანი წინა მხრიდან, ვიდეოზარების განსახორციელებლად. ასევე პირველად აიფონში ეფლმა დაამატა მეორე მიკროფონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაგონოთ აბონენტს ჩვენი ხმა. ტელეფონს აქვს გიროსკოპი, განათების სენსორი და სიახლოვის სენსორი. რაღათქმუნდა AGPS ჩიპი თანამგზავრული სიგნალის მისაღებად და ციფრული კომპასი.

ოღონდ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ მიმოხილვის მეორე ნაწილში...

(გაგრძელება იქნება)

2

[youtube]Jn65XRIv1-U[/youtube]

მეგობრებო,

დღეს მივიღე ტესტირებაზე iPhone 4 აკა ხუხაშვილისაგან, რომლის მაღაზიაც მდებარეობს ლესელიძის 53 ნომერში. ხვალ საღამოს შემოგთავაზებთ ტესტირების შედეგებს.

iPhone 4 Review
iPhone 4 Review

1

ამ მიმოხილვის დაწერად დიდი ხანია ვაპირებდი. მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი და ხან — რამ. ორი კვირის წინ თითქმის უკვე გამზადებული ვიყავი სპონსორთან მისასვლელად და ამ კომპიუტერის წამოსაღებად, მაგრამ სასწრაფო საქმეებმა შემიშალა ხელი. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და აი უკვე მესამე დღეა ჩემი დროებით ნათხოვარ MacBook Pro Intel Core i7-ზე ვაკეთებ ყოველდღიურ სამუშაოს. წინასწარ ასევე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი კუთვნილი MacBook Pro არის 2008 წლის გამოშვება, Intel Core2Duo 2,4 გჰც პროცესორით, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 256 მბაიტიანი NVIDIA GeForce 8600M GT ვიდეო ბარათით და 200 გიგაბაიტი SATA 5400 ბრ/წთ ხისტი დისკით (უფრო დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ აქ). რა მივიღე მე ტესტირებაზე? ოოო, დიდებული მოდელი: პროცესორი Intel Core i7, 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, NVIDIA GeForce GT 330M  ვიდეო ბარათი 512 მბაიტი მეხსიერებით და 500 გბაიტიანი ხისტი დისკით (უფრო დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ აქ).

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის სპონსორია Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი კომპანია iPhones.ge, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ აკა ხუხაშვილი და აღნიშნული კომპანია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შეარჩიოთ ძალიან ბევრი რამ კარგ ფასად.

ჩემი მაკბუქ პრო უკვე მოძველდა, ორი წელი სახუმარო საქმე არ გახლავთ. თუმცა კვლავაც ძალიან კარგად მუშაობს, ვერფერს ვიტყვი ცუდს მასზე. მოძველდა რომ ვიძახი, მორალურ სიძველეს ვგულისხმობ. ვინაიდან ტექნიკური პროგრესი ადგილზე არ დგას და სულ ვითარდება. ამ ორი წლის განმავლობაში მაკებში და ზოგადად კომპიუტერებში შეიცვალა პროცესორების თაობა, გაორმაგდა ოპერატიული მეხსიერების ოდენობა, ასევე ხისტი დისკების მოცულობამაც იმატა საგრძნობლად. მე კი ჩემი ძველი მაკით ოდნავ ჩამოვრჩები ამ ყველაფერს, თუმცა ჯერ-ჯერობით სხვა სტრატეგიული ხარჯებიდან გამომდინარე არ ვჩქარობ ძირითადი სამუშაო კომპიუტერის განახლებას. დავიცდი კიდევ ორიოდე წელი, შედეგად უკვე საფუძვლიანად მოძველებული კომპიუტერის მაგივრად ახლის ყიდვა გამართლებული იქნება ნებისმიერი ასპექტის გათვალისწინებით. მაგრამ მოდი დავურბრუნდეთ ჩვენს ძირითად საკითხს.

უნდა ითქვას, რომ Apple-ს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ წარმოებული კომპიუტრებიდან მთლიანად ამოიღებდა Core2Duo პროცესორებს. დადიოდა ხმები, თითქოს i5/i7 პროცესორებიან ნოუთბუკებს არ უშვებდნენ ამ უკანასკნელთა დიდი დეფიციტის გამო. მაგრამ აი დადგა 2010 წლის აპრილი, ინტელმა როგორც იქნა შეძლო ეფლისათვის საკმარისი რაოდენობის პროცესორების მიწოდება და 13 აპრილს Apple-მა გვაუწყა ახალი Macbook Pro-ს არსებობის შესახებ, რომლებიც i5/i7 პროცესორებზეა დაფუძნებული.

კორპუსი

როგორც პირველი თაობის Unibody, აქაც ყველაფერი ისევეა — კორპუსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ალუმინის ერთიანი ნაჭრისაგან გამოჩარხული, ის არაჩვეულებრივად გამოიყურება! ჩემს ძველ ნოუთბუკთან შედარებით ახალი კორპუსი გაცილებით უკეთესია. რად ღირს თუნდაც ის, რომ ნოუთბუკის თავსახურს აღარ აქვს ჩამკეტი მექანიზმი. საკმარისია ოდნავ წამოწიოთ თავსახური და ის გაიხსნება. მარტივი და იოლი გადაწყვეტაა.

კლავიატურა

აქაც არაჩვეულებრივი უკეთესობაა აშკარად. ძველისაგან განსხვავებით, ახალ კლავიატურაში თითოეული კლავიში ცალ-ცალკე არის განთავსებული. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად მნჲშვნელოვანია: დიდი ხელიების გამო ხშირად მეჭირება რამოდენიმე კლავიშზე ერთდროულად (და ეს მარტო მაკს არ ეხება — ნებისმიერ კლავიატურაზე). ახალ ნოუთბუკში ასეთი რამ არ მომსვლია, რაც უთუოდ მახარებს.

ტაქტილური შეგრძნებით კლავიატურა გაცილებით უფრო რბილი გახდა, იკლო კლავიშზე დაჭერისას ხმამ.

ეკრანი

ამ ახალი მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის გახლავთ, რომ პრიალა ეკრანის მაგივრად შეგიძლიათ შეუკვეთოთ გლუვი ეკრანი. ჩემს მოდელს პრიალა ჰქონდა, სიმართლე გითხრათ აქამდე არც კი მიმუშავია ასეთი ტიპის ეკრანთან, რაც ერთგვარად საინტერესოც კი იყო. ეკრანს წუნი არ დაედება, არაჩვეულებრივად ხასხასა და მკვეთრი ფერებია. ძალიან სასიამოვნო სამუშაო აღმოჩნდა. ასე რომ როცა დადგება დრო ახალი მოდელის შეძენისა, მომიწევს დილემის წინაშე დადგომა — გლუვი თუ პრიალა ეკრანი.

და სერთოდ ახალი MBP-ს ეკრანის ხარისხის შესახებ — პრინციპში უკეთესიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, განსაკუთრებით iPad-თან შედარებით. ამ უკანასკნელში ჩაყენებულია IPS-მატრიცა, რომელიც უზრუნველყოფს საუცხოო გამოსახულებას. ხოლო MBP-ში მატრიცა ოდნავ უფრო მარტივია, TN-ი. მიუხედავად ამისა, ის ჩემს მოდელზე გაცილებით უკეთესია, ფაქტობრივად ცა და დედამიწა.

სხვათაშორის, თუ შეუკვეთავთ გლუვ ეკრანიან მოდელს, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ეკრანის გარშემო ჩარჩო არა შავი ფერის, არამედ ალუმინისა აქვს. პრინციპში შავ ჩარჩოიანი პრიალა ეკრანი უფრო ლამაზად გამოიყურება.

ბატარეა

ჩემს ძველ MBP-ში ერთ-ერთი რაც მაკლდა დცა მაკლია, არის ავტონომიური მუშაობის დიდი დრო. აკუმულატორი არ არის ძალიან მძლავრი. დაახლოებით 2,5 საათი მიძლებს, ხოლო თუ Bluetooth-სა და Wi-Fi-საც გავთიშავ — უფრო მეტიც. შესაბამისად, როდეასაც Apple-მა გამოაცხადა, რომ ახალი მოდელის აკუმულატორი 9 საათი იმუშავებდა, ძალიან გამიხარდა და ცოტა დავეჭვდი კიდევაც. ვიფიქრე, სარეკლამო ფანდი ხომ არ არის-მეთქი. მართალია 9 საათი არ მიმიღია ტესტირების შედეგად, მაგრამ კომპიუტერმა პატიოსნად იმუშავა 6 საათი ავტონომიურ რეჟიმში, ყველა არსებული უსადენო ქსელების გამორთვის გარეშე. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ ფრიად.

Windows

მე სამსახურებრივი მიზნებისათვის მეორე სისტემად სახლის კომპიუტრეზე Windows-ი მიყენია. და კიდევ ხანდახან რომ ვითამაშო რაიმე ძველი თამაში (ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი თამაშები ავტორების მიერ უკვე პორტირებულია მაკზე. შესაბამისად მალე დადგება დრო, როდესაც სათამაშოდ ვინდოუსი აღარ დამჭირდება). ტესტირებისათვის ახალ კომპიუტერშიც „ჩავტენე“ Windows 7. უნდა გითხრათ, რომ შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სიისტემა დადგა უპორბლემოდ და სუბიექტური შეგრძნებით ძალიან კარგი წარმადობა აჩვენა. ამას თუ დავუმატებთ მაკის მაღალგარჩევად ეკრანს (რომელიც ასე მაკლია სამსახურის ნოუთბუკზე), მივიღებთ ძალიან კარგი PC-პლათფორმას. მოკლედ, თუ თქვენ არ ხართ მაკის მოყვარული, მაგრამ გსურთ მაღალსიჩქარიანი სისტემა და თანაც ხარისხიანად აწყობილი, გირჩევთ ამ ნოუთბუკის შეძენას. ნამდვილად არ ინანებთ.

წარმადობა

წარმადობა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალი ნოუთბუკის შეძენისას. სიხშირის მიხედვით ძველი და ახალი მოდელები დიდად არ განსხვავდებიან (2.4 გჰც ძველში, 2.66 გჰც — ახალში). რეალური და ვირტუალური ბირთვების რაოდენობა, კეშ-მეხსიერების მოცულობა, სისტემური სალტეს სიხშირე — ყველა ამ ფაქტორის მაჩვენებელი გაზრდილია ახალ მოდელში, რაც რეალურად ძალიან სწრაფს ხდის ამ ახალ ნოუთბუკს.

გაცხელება

როგორც კი გამოვიდა აღნიშნული მოდელი, ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საკმაოდ მძლავრად ცხელდებოდა. მოგახსენებთ, რომ სამდღიანი ექსპლუატაციის შედეგად საკმაოდ რთულ პირობებში (თბილისში ძალიან ცხელოდა, ოთაში სადაც ვატარებდი ტესტირებას, კონდენციონერის გარეშეა), არ დაფიქსირებულა იმაზე უფრო მეტი ტემპერატურა კომპიუტერში, ვიდრე ეს არის ჩემს ძველ მოდელში. ასე რომ შეგიძლიათ ამაზე არ ინერვიულოთ.

სიამოვნო სიახლე, რომელიც არის ამ მოდელში და არ არის მის წინა unibody-მოდელში — ეს გახლავთ ვიდეობარათებს შორის ავტომატური გადართვის რეჟიმი. ახალ ნოუთბუკში ორი ვიდეო ბარათია — Intel HD Graphics (ინეტგრირებული, რომელიც მსუბუქი ამოცანების შესარულებლად საკმარისია და რომელიც ოპერატიულ მეხსიერებას მოიხმარს) და Nvidia GeForce GT330M — მძლავრი ვიდეოპროცესორი, რომელიც რთულ გრაფიკულ ამოცანებს (თამაშებიდ ვტვირთავდი მე) უპრობლემოდ ასრულებს და გააჩნია საკუთარი, ავტონომიური მეხსიერება 512 მბაიტის სახით.

დასკვნა

ახალი Macbook Pro 15'' ძალიან კარგი, დაბალანსებული და სწრაფი კომპიუტერია. სიამოვნებით შევიძენდი თუნდაც ახლა ჩემი ძველი ნოუთბუკისს ანაცვლოდ, მაგრამ iPhone 4-ის შეძენის გამო ამ ეტაპზე თავი უნდა შევიკავო. თუმცა ოდესმე აუცილებლად შევიძენ და თქვენც ამას გირჩევთ!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

Apple-ის საიტზე დაიდო გუშინდელი პრეს-კონფერენციის ვიდეო.

Press Conference Video
Press Conference Video

8

პარასკევი, Apple-ის შტაბ-ბინა, საკონფერენციო დარბაზი 4 Infinite Loop-ზე. ძველი ტრადიციის დარღვევით, კომპანიის თანამშრომლებმა თავი შეიკავეს ჟურნალისტებზე თხოვნისაგან ნოუთბუკების გამორთვასთან დაკავშირებით — როგორც ჩანს Apple-ში საბოლოოდ შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ტექსტურ ტრანსლაციას ვერ ჩააღრჩობ. ამასობაში მოწვეული ჟურნალისტები ერთობოდნენ შეკითხვით — თუ რისი სუნი იდგა დარბაზში. საბოლოოდ პრესა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ბატი-ბუტის სუნი იდგა.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

არა ნაკლებ ცხარედ განიხილებოდა თექვსმეტი ივლისის ინტრიგა — კონკრეტულად რაზე ილაპარაკებს Apple-ი პრესასთან? ტელეფონების გამოთხოვნა გაყიდვიდან? უფასო "ბამპერები"? საჯარო ბოდიში? ახალი პროდუქტი, როგორც ყურადღების გადატანის იდეალური საშუალება?

ამასობაში დარბაზში ჟაზი უკრავდა...

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

ყველაფერი დაიწყო YouTube-იდან აღებული პაროდიული კლიპით
iPhone Antenna Song. ვიდეოს შემდეგ სცენაზე სტივ ჯობსი ავიდა: "ჩვენ არ ვართ იდეალურები. ტელეფონები — მითუმეტეს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ საუკეთესო გვინდა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამის მიღწევას, მაგრამ ნება მიბოძეთ ჯერ წარმოგიდგინოთ ცოტაოდენი სტატისტიკური მონაცემები".

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

მაშ ასე, iPhone 4-ი — Apple-ის ყველაზე წარმატებული კომერციული პროექტია, სამ კვირაში რეალიზაციამ სამ მილიონ ეგეზმპლარს გადააჭარბა, მრავალრიცხოვანი რეიტინგების პირველი პიზიციების უცვლელი მფლობელი... და ამის მიუხედავად მრავალრიცხოვანი პრეტენზიები სიგნალის დაკარგვასთან დაკავშრებით. მაგრამ ჩვენ არ ჩავმალეთ თავები ქვიშაში და 22 დღის განმავლობაში ვმუშაობდით პრობლების გადასაწყვეტად. რა გაირკვა კვლევების შედეგად?

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

Antennagate (Watergate-ის გადამღერებაა) — მობილურ ტელეფონთან შეხებისას სიგნალის დონის ვარდნა — არ წარმოადგენს iPhone-ის პრეროგატივას და სხვა კომპანიების მოწყობილობებშიც გვხვდება: Nokia, Motorola და სხვა მრავალი. Apple-ის ინჟინრებმა კვლევების შედეგად მოახდინეს აღნიშნული პრობლემის ლოკალიზაცია ტელეფონებში BlackBerry Bold 9700, HTC Droid Eris და Samsung Omnia II — საკმარისია უხერხულად დაიჭიროთ ტელეფონი ხელში და სიგნალის დონე რადიკალურად ეცემა. შევუშვათ ხელი და სიგნალი მატულობს. რეზიუმე: თანამედროვე სმართფონები არაა იდეალური და ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი აქილევსის ქუსლი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ Apple-ის პროდუქტზე.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კომპანიის მიერ ნაპოვნი გადაწყვეტილება — სიგნალის დონის შკალაზე დანაყოფების გაანგარიშების სრულიად ახალი ალგორთმი — უკვე დამატებულია მიკროკოდის ახალ, 4.0.1 ვერსიაში. მართალია განახლების შემდეგაც სიგნალი მაინც დაიკლებს, მაგრამ ამას არაფერი ეშველება —  Apple-ი უძლურია ფიზიკის კანონების წინაშე. სხვათაშორის, მობილური ტელეფონების სატესტო შენობის მშენებლობაში კომაპნიამ 100 მილიონი დოლარი ჩადო და ამ ეტაპზე გააჩნია 17 აბსოლუტური რადიო-სიჩუმის კამერა, იხილეთ ფოტო:

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

ხოლო რას გვიჩვენებს AppleCare-ის სტატისტიკა? რამდენი პრეტენზიაა დაფიქსირებული ამ სერვისში? სტატისტიკა შთამბჭდავია — 0.55%! ინფორმაციის სრულყოფის მიზნით მოდით გავისხენოთ AT&T-ის მიერ გათვალისწინებული წუნდებული პროდუქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. iPhone 3GS-ის დროს ასეთი დაბრუნების ხვედრითი წილი იყო 6%. იგივე მაჩვენებელი iPhone 4-ისათვის გახლავთ 1.7%!

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი AT&T-ის სტატისტიკიდან — კავშირის წყვეტების რაოდენობა ყოველ ას ზარზე. აქაც iPhone 4-ი მოწოდების სიმაღლეზეა: 1 გაწყვეტაზე ნაკლები ყოველ ას ზარზე!

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კვლავ რეცეპტები: iPhone 3GS-ის გაყიდვების დროს მომხარებელთა ოთხმოცი პროცენტი აგრეთვე ყიდულობდა დამცავ შალითას. ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა ოთჯერ იკლო: მწამრობელებმა ვერ მოახერხეს მოთხოვნის მიწოდებით უზრუნველყოფა.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

შევაჯამოთ ზემოთქმული: "ანტენის პრობლემა" iPhone 4-ში მართლა არსებობს და თუმცა ეს შეეხო მოხმარებელთა უმცირეს ნაწილს, Apple-ს მხოლოდ კარგი სურს თავისი კლიენტებისათვის, ამიტომ მოვიდა დრო ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. ჯერ ერთი, ეს არის უკვე ნახსენები iOS 4.0.1. მეორეც, დამცავი შალითები, რომლებსაც უფასოდ მიიღებენ მომხმარებლები. ერთადერთი პირობა — ტელეფონი 30 სექტემბრამდე უნდა იყის შეძენილი. და რათქმაუნდა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ ტეელფონი, ფულს 100%-ით აგინაზღაურებენ.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კიდევ რა? კომპანია საქმის კურსშია სიახლოვის სენსორის შეცდომების შესახებ და მუშაობს მის გასასწორებლად. iPhone 4-ის თეთრი ვერსიის გაყიდვები დაიწყება ივლისის ბოლოს. და დაემატება 17 ახალი ქვეყანა (საქართველო რაღათქმაუნდა არ არის ამ სიაში, დიდი მადლობა მაგთის, ჯეოსელს და ბილაინს :mad:).

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

"და ბოლოს... ორიოდე სიტყვა, თუ როგორ მივიღეთ ყველა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებლები, თითოეული მათგანი, მათი გულისათვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ და 22 დღის განმავლობაში ვიკვლევდით პრობლემას. და როგორც ჩანს, ვიპოვნეთ მიზეზი. სამყაროში არაა სრულყოფლება და არ არსებობს სამყაროში პრობლემა, რომელსაც ჰქვია Antennagate. უბრალოდ არის iPhone 4-ის მცირე ხარვეზები და ჩვენი ამოცანაა მივიყვანოთ ანტენის დიზაინი ას პროცენტიან იდეალამდე".

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

ამით სტივ ჯობსის გამოსვლა დასრულდა და დაიწყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. სტივთან ერთად კითხვებს პასუხობდნენ ტიმ კუკი და ბობ მანსფილდი.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— სტივ, როგორ ხართ? თავს როგორ გრძნობთ? — მე კარგად ვარ. ხოლო კვირის დასაწყისში უკეთ ვყავი, როდესაც ჰავაის კუნძულებზე ვისვენებდი.

— რამეს კიდევ თუ აკეთებთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად? მაგალითად თუ აპირებთ აპარატურული ნაწილის შეცვლას? — იცით, 3GS-საც ზუსტად ასეთი პრობლემა ჰქონდა. და ჩვენ გვაქვს მომხმარებელთა შეტყობინებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ iPhone 4 უკეთ მუშაობს, ვიდრე 3GS. ამიტომ მე არ ვიცი, რამდენად უკეთესი იქნება ანტენის სხვანაირი კონსტრუქცია. წარმოდგენა არა მაქვს, როგორი იქნება ის შემდეგში.

— მე ახლა ვცდილობ ისე დავიჭირო ხელში ჩემი BlackBerry, რომ სიგნალმა იკლოს. ხომ ვერ მიჩვენებთ როგორ გავაკეთო? — ეს გამომჟღავნდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში.

— თვქენ აჩვენეთ ხალხი, რომლებიც თითქმის მთლიანად ფარავდნენ ხელით ტელეფონს, მაგრამ iPhone 4-ზე პრობლემები თავს იჩენს ხელის მცირედი შეხებითაც. შეგიძლიათ აგვიხსნათ სხვაობა? — როდესაც ხელით ეხებით ტელეფონს, თქვენ აღმოჩნდებით ტელეფონსა და სიგნალს შორის. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიგნალის სიმძლავრის შემცირება. ხოლო თუ თქვენ ხელს შემოხვევთ ტელეფონს მთლიანად, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიგნალის დონეს. ჩვენ არ ვქმნით ტელეფონებს, რომელბსაც ანტენა ზემოდან აქვთ.

— თქვენ მოგიყვნენ ანტენის კონსტრუქციის შესახებ მანამდე, სანამ ტელეფონი გაყიდვაში გამოვიდოდა? — Bloomberg-ის სტატიას გულისხმობთ? სრული სისულელეა, ჩვენ უკვე მოვთხოვეთ მათ დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩვენს iPhone-ს პრობლემები აქვს, ნამდვილად დამატებით ხალხს გამოვყოფდით პრობლემის მოსაგვარებლად.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— არ გაქვთ სურვილი ინვესტორებს ბოდიში მოუხადოთ? — იცით, ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ ტელეფონი მათ მოსწონთ და მასზე მუსაობა ერთ რამედ ღირს. და ჩვენ დიდ ენერგიას ვხარჯავთ ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება ინვესტორებს... იცით, თქვენ ფულს იმავე კომპანიაში დებთ, რომელშიც ჩვენ. ასე რომ თუ აქციის ფასმა 5 დოლარით დაიკლო... არა მგონია, რომ ვალდებული ვარ ბოდიში მოვიხადო.

— თუ იქნება კომპანესაცია AT&T-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე? — ვფიქრობ, რომ კი.

— რა შეგეძლოთ გეთქვათ iPhone 4-ის პრეზენტაციაზე, ისე რომ ხალხის იმედები არ გაგეცრუებინათ? — სინამდვილეში არც არაფერი. ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა "თუ ასე დაიჭერთ ტელეფონს, სიგნალი გაქრება..." ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ და ჩვენ მათ ძალიან სწრაფად ვასწორებთ. აი ამიტომაც ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი და ერთგული მომხმარებლები გვყავს.

— ისე ხომ არ მოხდება, რომ 30 სექტემბრიდან საჭირო გახდება შალითაში ფულის გადახდა? — არა. იქნება მანამდე უკეთესი იდეა მოგვივიდეს...

— იქნება თუ არა კომპენსირებული შალითის საფასური? — iPhone 4-ისათვის ძლიან ცოტა შალითაა გამოშვებული. ამიტომ არა.

— საინტერესოა, ახლა ცოტაა შალითები, ხოლო რაცაა — ძნელი საშოვნელია. მაგრამ თუ მყიდველი მოგიტანთ სალარო ჩეკ, რატომ არ აანაზღაურებთ? — ეს ხომ მარტივია. თუ ჩვენ ახლა ვაჩვენებთ შემდგომ როდუქტს, ახლანდელს არავინ იყიდის.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

—თქვენ თუ სარგებლობთ შალითებით? — არ ვსარგებლობ. სიგნალის დაფარვის ხარისხს არ ვუჩივი, ხოლო როდესაც "სასიკვდილო შებყრობას" ვაკეთებ, სიგნალი არ იკარგება.

— წინდაწინ რომ გცოდნოდათ ყველაფერი, სხვანაირად მოიქცეოდით? — რათქმაუნდა, Consume Reports-ის დასკვნების წაკითხვა არასასიამოვნო იყო. მაგრამ ჩვენ ყოველმხრივი სტატისტიკა შევკრიბეთ. შევისწავლეთ. და პრობლემის გადაწყვეტა ისე დავიწყეთ, როგორც ინჟინრებმა. ალბათ ეს ერტადერთი სწორი ვარიანტია გადაწყვეტილებისა...არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ შევცდით — ჩვე უბრალოდ არ ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ, არ ვიცოდით, რომ iPhone-ი უნებლიედ წითელ ნაჭერად გადავაქციეთ... ხოლო პრესამ ბზისაგან სპილო შვა. თუმცა იდეალური კომპრომისის მიღება მხოლოდ დროთა განმავლობაშია შესაძლებელი.

— ხომ არ იგეგმება iPhone 4-ის მიდინარე თაობაში რაიმე კონსტრუქციული ცვლილების შეტანა? — ქსელში შეგიძლიათ ნახოთ Nokia-ს ტელეფონები, რომლებსაც აქვთ წარწერა "აქ ხელი არ ახლოთ!" — ამის ნახვა YouTube-ზე შეგიძლიათ. დღეს ჩვენ გაჩვენეთ სამი ტელეფონი, კარგი ტელეფონები... და არცერთ მათგანში ეს პრობლემა არ არის მოგვარებული. გვინდა რომ Apple-მა შეძლოს ამის მოგვარება პირველმა? დიახ. შეგვიძლია ახლავე iPhone 4-ის გაუმჯობესება? ვნახოთ.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— და ტოტალური გამოთხოვა თუ განიხილება? — ამ პრობლემაზე ჩვენ გვეკითხებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ ამ საკითხს. ჩვენ მივედით ამ ხალხთან ტესტირებისათვის განკუთვნილი აპარატურით და ვიწერდით ლოგებს... პროტოკოლისათვის ჯერ ვურეკავდით მათ. და არცერთი კარი არ შეგვიმტვრევია.

[Engadget-მა ჰკითხა პრობლემის პროგრამული გასწორებს შესახებ, როგორც ამაზე წერდა New York Times]. — ბიჭებო, თქვენ ძალიან ბევრს უერთიერთობთ ერთმანეთთან. (ამის მერე სკოტ ფორსტალმა განაცხადა, რომ NYT-ის პუბლიკაცია დეზინფორმაციაა).

— როგორ აისახება iPhone 4-ის პრობლემები გაყიდვებზე? — საფინანსო შედეგები ცნობილი გახდება შემდეგ კვირას.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— ორი დღის წინათ თქვენ გამოუშვით iPhone-ის მიკროკოდის განახლება, რომელმაც გაზარდა სიგნალის ხარისხი. ახლა კი თქვენ იძახით, რომ პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია. როგორ ეწყობა ეს ორი რამ ერთმანეთს? — ნება მიბოძეთ ზოგიერთი რამ ვთქვა Apple-ის შესახებ. ჩვენ არ ვაპირებდით არცერთ სეთ ბიზნესში შეძრომას, სადაც ვერ შევძლებდით ძირითადი ტქნოლოგიის კონტროლს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნოლოგიის მფლობელი უბრალოდ შეგვჭამს. რვა წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დგება დრო ძირითადი კომპონენტის წანაცვლებისა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. ეს კიდევ ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის, რისი დასტურიცაა iPod-ი. სხვებსაც გამოსდით კარგი კოდი, მაგალითად Palm-ს. მაგრამ ჩვენ ჩვენი პროგრამული უზურნველყოფა გამოვიყენეთ სმარტფონების ნიშაში. ჩვენ შევძელით აიფონისათვის სერიოზული განახლებების შექმნა, გამოშვება და გავრცელება. დღეს ჩვენგან იღებენ მაგალითს, მაგრამ ჩვენ პირველები ვიყავით. თქვენს კითხვაზე პასუხად გეტყვით — ძველი ფორმულა გამოიყენებოდა თავიდანვე. და ახალი განახლება ასწორებს ამ ფორმულას. არ ვიცი, შევძელი თუ არა თქვენი კითხვის მეორე ნაწილის გაგება.

— ორი წლის წინ თქვენ უკვე გაასწორეთ ეს შეცდომა... — ალბათ ეს ურთერთ დამოკიდებული საკითხები არ არის. გეთანხმებით, ჩვენ იქ გავასწორეთ... მაგრამ ერთმანეთთან კავშირში ნამდვილად არაა.

— თქვენ აქტიური მიმოწერა გაქვთ მომხმარებლებთან ელფოსტით. როგორ იმოქმედა ამან თქვენს გადაწყვეტილებაზე? — მე ვპასუხობდი ელფოსტას, ვინაიდან ისინი მომდინარეობდა ჩვენი კლიენტებისაგან. ახლა კი ხალხმა ამ მიმოწერის ინტერნეტში დადება დაიწყეს... და ზოგ-ზოგიერთი ამით სარგებლობს. ასე რომ არ არის საჭირო ყველაფრის დაჯერება, რასაც ქსელში ნახავთ!

— შესაძლებელი იქნება უფასო შალითის შეძენა აშშ-ს გარეთ? — დიახ.

— 30 სექტემბრის შემდეგ? — ვნახოთ.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

1

Apple-ის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ხდება ისე, რომ Special Event-ი ეძღვნება არა რაიმე პროდუქტის წამროდგენას, არამედ iPhone 4-ის პრობლემების განხილვას.

Apple iPhone 4 Press-Conference
Apple iPhone 4 Press-Conference

თუ რას მოვისმენთ დღევანდელ ღონისძიებაზე, ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია: პრობლემის რეალური მიზეზების განმარტებას, სტივის თვალსაჩინო პრეზენტაციას, თუ როგორ უნდა დავიჭიროთ ტელეფონი ხელში, უკვე გამოშვებული აპარატების უკან დაბრუნებას — ამოირჩიეთ რომელიც გნებავთ. როგორც ალტერნატივა, შეგვიძლია განვიხილოთ კომპანია Verizon-თან ხელშეკრულების გაფორმება.

მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის თვალყურის დევნება პირდაპირ ეთერში. დღეს თბილისის დროით 21 საათიდან შეგეძლებათ ამ ყველაფრის წაკითხვა პირდაპირ ეთერში შემდეგ საიტებზე:

http://www.engadget.com/2010/07/16/live-from-apples-iphone-4-press-conference/
http://arstechnica.com/apple/news/2010/07/liveblog-iphone-4-press-conference.ars
http://www.macworld.com/article/152732/2010/07/iphone4.html

გუშინ Apple-მა მოსაწვევები დაუგზავნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ამ პარასკევს ჩატარდება კალიფორნიაში. მოწვევაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ კონფერენცია მიეძღვნება iPhone 4-ს.

ველოდებით პარასკევს და სიახლეებს.

UPDATED! გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პრეს-კონფერენცია შესაძლოა მიეძღვნას კომპანია Verizon-თან საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმებას.