სტივი განაგრძობს მიმოწერას ეფლის კლიენტებთან (ერთი ჩვენი წერილი არა აქვს რატომღაც წაკითხული :( ) — ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა შეკითხვა Safari-ში HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის შესახებ:
— როდისთვის აპირებს Apple-ი HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას Safari-ში, გეოლოკაციის API-ს ჩათვლით?
ჯობსის პასუხი როგორც ყოველთვის ლაკონური იყო:
— მალე.
ამ ეტაპზე Safari-ში HTML5-იდან მხარდაუჭერელ შესაძლებლობებს შორისაა Geolocation API, Drag and Drop, Form Features, Inline SVG და ა.შ. ამ დროს Google Chrome-ს ამის მხარდაჭერრა უკვე აქვს. ზუსტად ამიტომაც სტივის ლაკონური პასუხი არა ბანალური თავის არიდებაა პასუხისაგან, არამედ იმის მაჩვენებელი, რომ კომპანია მართლა მუშაობს ამ საკითხის გამოსწორებაზე.