Skip to content

გასულ წელს Microsoft-მა წარმოგვიდგინა ინოვაციური პროექტის Courier-ის სურათები. უნიკალური პლანშეტი ორი დისპლეით ბევრ მომხმარებელს მოეწონა. რედმონდში როგორც იქნა შეძლეს რაღაცა ახლის შექმნა და ამ პროექტს ბევრი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

Microsoft Courier
Microsoft Courier

ამასწინათ ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი უარს ამბობს Courier-ზე. თურმე იმის გამო, რომ სურს მთელი ძალების კონცენტრირება სხვა პროდუქტებზე, კერძოდ კი Windows Phone-ზე. კომპანიაშ აცხადებენ, რომ ამ პროექტის ზოგიერთი პრინციპი და იდეა გამოყენებული იქნება სხვა პროექტებში.

ნუთუ პაწარბილი ისე დაჩაჩანაკდა, რომ რამდენიმე პროექტის მართვაც აღარ შეუძლია?

Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების დრო — 7-დან 11 ივნისის ჩათვლით სან-ფრანცისკოში.

WWDC 2010 June
WWDC 2010 June

კომპანიის განცხადებით, WWDC-ის დღეებში საგამოფენო კომპლექსში Moscone West იმუშავებს კომპანიის 1000-ზე მეტი ინჟინერი, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ დეველოპერებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება iPhone-ის ახალი ვერსიის წარმოდგენა.

Apple-ის ერთ-ერთი პატენტი ეხება multi-touch ჟესტებს. კომპანიამ დააპატენტა მთელი სერია. მათ შორისაა სრულიად სხვადასხვანაირი: ძებნისათვის, კოპირებისათვის, ჩამოცოცებისათვის და სხვა:

Magic Patent
Magic Patent

ვებ-საიტი Mashable საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-მა ახალი ტელეფონის გაყიდვები შეიძლება ივნისშივე დაიწყოს.

ბოლო წლებში Apple-ი აიფონების წარმოდგენას ყოველთვის ახდენდა WWDC-ზე, ოღონდ გაყიდვები რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა. ერთ-ერთი ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ წელს აიფონი ოდნავ ადრე გამოვა გაყიდვაში არის AT&T-ის თანამშრომლების შვებულებების შეზღუდვა ივნისის თვეში.

უკვე ახლავე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი WWDC არ ჰგავს წინებს. გარდა იმისა, რომ აქცენტი Mac OS X-იდან გადატანილია iPhone OS-ზე, შეგვიძლია ავღნიშნოთ კონფერენციის გვიანდელი ანონსი — ადრე ეს თებერვალ-მარტში ხდებოდა. გამორიცსული არაა, რომ ეფლი კონფერნეციის ჩატარებას უფრო გვიან გეგმავდა, მაგრამ ინფორმაციის არნახულმა გაჟონვამ აიძულა ეფლი გადმოეტანა WWDC-ის ჩატარების დრო.

აი, რატომ მიყვარს აიპადი მე: ასეთ თამაშებს საათობით ვერ მოწყდები!

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=YP6lIcScVh0[/youtube]

ბოლო მონაცემების მიხედვით გაყიდულია 1 მილიონი ცალი iPad-ი. ეს ციფრები დააფიქსირა სარეკლამო ქსელმა Chitika.

One Million iPad Sold
One Million iPad Sold

Apple-ის ოფიციალური მონაცემებით გაყიდვების პირველ დღეს გაიყიდა 300 000 ეგზემპლარი, პირველი ხუთი დღის განმავლობაში — 450 000 ცალი, ხოლო პირველი კვირის განმავლობაში — 500 000 ცალზე მეტი.

[vimeo]http://vimeo.com/11189252[/vimeo]

1

განვაგრძოთ iPad-ის შესწავლა. გთავაზობთ მიმოხილვის მესამე ნაწილს. დღეს მოდით ვისაუბროთ აპლიკაციებზე, რომლებთანაც ყველაზე მეტად გვექნება შეხება. როგორც ამასწინათ რომელიღაც უცხოურ ბლოგში წავიკითხე — აიპადი სუფთა დაფასავითაა, რომელიც აპლიკაციის გაშვებისას სულ სხვა რამედ იქცევა. და ყოველი პროგრამა აქცევს მას რაღაც ახლად.

აპლიკაციები პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად: სისტემური, რომლებიც აიპადს მოყვება და დამატებითი, რომელთა გადმოტვირთვაც და დაყენებაც შეგიძლიათ.

სისტემური აპლიკაციები

დასაწყისისათვის უნდა ავღნიშნო, რომ აიპადს იმაზე ნაკლები სისტემური აპლიკაცია მოყვება, ვიდრე ეს იყო აიფონის შემთხვევაში — პროდუქტის გამოშვების სიჩქარის გამო, თუ სხვა რამ მიზეზით ამ ეტაპზე სისტემაში არ მოხვდნენ შემდეგი აპლიკაციები:

  • ამინდი
  • აქციები
  • კალკულატორი
  • საათი.

საბედნიეროდ პირველი ორი პუნქტი ადვილად გადასაწყვეტია — App Store-ში მრავლადაა ამინდისა და აქციების საცქერი პროგრამები, ასე რომ პრობლემა მარტივად წყდება. კალკულატორებიც ბლომადაა, ესეც არაა პრობლემა.

საათს რაც შეეხება, მართალია აიპდს აქვს თავისი სისტემური საათი, რომელიც ზედა ზოლში ჩანს, მგარამ ცალკე პროგრამის სახით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ქალაქების დროის ნახვა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად არ გვაქვს მაღვიძარას ფუნქცია. პრობლემა სხვა რამეშია: სანამ აიპადს არ დაემატება მრავალამოცანიანი რეჟიმი, მაღვიძარაზე ფიქრიც არ ღირს. მაღვიძარა, რომელიც მარტო მაშინ მუშაობს, როცა ის გაშვებულია, მაღვიძარა არაა.

თავიდანვე არ მომეწონა ერთი რამ. აიპადის დოკზე მხოლოდ 4 ხატულაა განთავსებული, თუმცა კიდევ ორი ნებისმიერის ჩამატება არის შესაძლებელი. ამასთან სამუშაო დაფაზე ხატულები ერთმანეთისაგან საკამოდ შორიშორსაა განთავსებული. ეს მაფიქრებს იმას, რომ მიკროკოდის შემდეგ ვერსიაში შესაძლოა ეს სქემა შეიცვალოს. კარგი იქნებოდა, რომ ეფლმა შემოიღოს ე.წ. ვიჯეტების პრინციპი, საჭირო ინფორმაციასთან ადვილი წვდომისათვის. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ახალ მიკორკოდში რეალიზებული იქნება Folders-ების პრინციპი, როდესაც ერთგავროვანი აპლიკაციები ერთად იქნება თავმოყრისლი, რაც საშუალებას მოგვცემს 2160 აპლიკაცია ვიქონიოთ ერთ მოწყობილობაში (დედა, არ გინდა გაერკვე ამხელა ოდენობაში!?).

სხვა დანარჩენი სისტემური აპლიკაციები აიფონიდან გადმოვიდა აიპადში. მათი სრული ნუსხა და ეკრანის ანაბეჭდების ნახვა შეგიძლიათ
Apple-ის საიტზე. მოდით ცოტ-ცოტა თითოეულ მათგანზე ვისაუბროთ (უფრო ვრცლად არ გამოვა, ყოველ მათგანს მინიმუმ ერთი სტატია მაინც უნდა დაუთმო, რასაც მოგვინებით გავაკეთებ):

Maps — მიუხედავდ GPS-ის არარსებობისა, ძალიან კარგი გამოყენება აქვს. მართალია მე ვერ შევძელი Wi-Fi ქსელში ჩემი ადგილმდებარეობის მოძიება, მაგრამ სამაგიეროდ დიდ ეკრანზე ერთი სიამოვნებაა რუკის თვალიერება.

Video — ძალიან კარგად აჩვენებს ვიდეოს, არ უჭირს HD-ვიდეოს ჩვენება. თუმცა უნდა აუცილებლად გავითვალსიწინოთ, რომ Apple-ის პროდუქტები მუშაობენ მხოლოდ მშობლიორ ფორმატთან, ასე რომ Divx-ებით და მისთანებით დაკონვერტირებული ვიდეო უნდა გადააკონვერტიროთ, რომ შეძლოთ მისი გადატანა აიპადში.

Photos — ძალიან მომეწონა. ყველამ, ვისაც ვანახე აიპადი, დიდი ინტერესით „ითამაშა“ ფოტოებით.

Mail — აი რაც ყველაზე მეტად მომეწონა და აქტიურად ვიყენებდი, ეს პროგრამა იყო. როგორც კი მივიღე აიპადი, იმავწუთს დავამატე ჩემი MobileMe-ს და GMail-ის ანგარიშები. ასევე რათქმაუნდა ჩავრთე Notification-ები. წერილის მოსვლა არ გამოგრჩებათ რაღათქმაუნდა. თუმცა კვლავაც ქართული კლავიატურის არარსებობა მაფერხებდა. იძულებული ვხდებოდი გადავმჯარიყავი ჩემს Macbook Pro-სთან პასუხის ქართულად მისაწერად. მე უკვე დიდი ხანია აღარ ვიყენებ ლათუნურ შრიფტს ქართული ტექსტის ასაკრეფად, რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთ ჩემს რესპოდენტზე. ჰო, ბარემ სიტყვამ მოიტანა და აქვე დავწერ, გთხოვთ არ მომწეროთ ლათუნურად ქართული ტექსტი, თუ რათქმაუნდა სხვა გზა არ გაქვთ, მასეთებს როგორც წესი არ ვკითხულობ ხოლმე. ჯობსმა ბოლო პრეზენტაციაზე ახალი მიკროკოდის ერთ-ერთ ფუქნციად გვაჩვენა ერთიანი Inbox-ი. აიპადის ახლანდელ მიკროკოდში ეს ჯერ არ არის, შემოდგომაზე იქნება. მე მიყვარს, როცა შემიძლია ყველა წერილი ერთ საქაღალდეში ვნახო, ასე რომ ჩემთვის ეს საჭირო ფუნქციაა.

Safari — ეს რაღაც არაჩვეულებრივია! ისევ სტივს დავესესხები ფრაზას, რომელიც მან წარმოთქვა აიპადის პრეზენტაციისას: „iPad-ს გააჩნია რევოლუციური შესაძლებლობები და მათ შორისაა ვებ-საიტების დათვალიერება!“. ამაზე ბევრმა ირონიული ხუმრობების მთელი წყება გამოუშვა: ვებიოს ნახვა ახლა ხომ ყველაფერზეა შესაძლებელი. მაგრამ შეგძნებები 100%-ით გეცვლება, როდესაც ინტერნეტს ათვალიერებ აიპადით და ხვდები თუ რამდენად მოსახერხებელია. ამას ალბათ ვერ გადმოქცემთ, ეს უნდა ნახოთ. ძალიან სწრაფი ბრაუზერი, რომელიც მყისიერად ტვირთავს გვერდებს, მყისიერად გადაადგილდება გვერდის ფარგლებში. აიპდის შემდეგ დიდ კომპიუტერზე საიტების ნახვის სურვილი გიქრება. და Flash-ი? მკითხავს ამ ტექნოლოგიების მოყვარული მკითხველი. ჩემო ძვირფასო მეგობარო, დაივიწყე, დაივიწყე როგორც კოშმარული სიზმარი ეს საძაგლობა! ფლეშის გარეშე ინტერნეტი გაცილებით უკეთესია! ;) აიპადის ორდღიანი სარგებლობის განმავლობაში არცერთხელ (ხაზს ვუსვამ ამას!) არ დამჭვირვებია ამ სისაძაგლის გამოყენება. არადა დამერწმუნეთ ძალიან ბევრ საიტზე მოვასწარი შესვლა (ჩემი სანშნეების სია 1028 ერთეულს ითვლის :D).

დამატებითი აპლიკაციები

აღსანიშანავია, რომ აიპადის გაყიდვაში გამოსვლამდე დეველოპერებს არ ქონდათ საშუალება ჩაეტარებინათ საკუთარი აპლიკაციების ტესტირება ამ მოწყობილობაზე. ისინი SDK-ში ჩადგმულ სიმულატორს იყენებდნენ. აიფონის შემთხვევაში ჯერ ტელეფონი გამოვიდა და მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ გამოვიდა SDK. შესაბამისად აპლიკაციების პირველი ტალღა ვერ გამოვიდა უნაკლო, ზოგოერთ მათგანში შეიმჩნევა მცირე ზომის „ხოჭოები“, რომელთა გასწორებაც დეველოპერებმა უკვე დაიწყეს.

მავანი მკითხავს, რატომაა მნიშვნელოვანი კონკრეტულად აიპადისათვის აპლიკაციების დაწერა, აიფონსი 170 000-ზე მეტი აპლიაცია ხომ მიდის მასზე? კი ბატონო, მიდის, ეშვება, მაგრამ საცოდავად გამოიყირება. ე.წ. „ძველი“ აპლიკაციებიდან მე ვტესტავდი ორს, Skype-ს და Facebook-ს. ორივე ემუალაციის რეჟიმში მუშაობდა (ანუ როდესაც უნდა დააჭირო ეკრანზე სპეციალურ ღილაკს, რომ აპლიაციამ აიპადის მთლიანი ეკრანი დაიჭიროს). ამ მდგომარეობაში გამოსახულება არის საშინლად უხარისხო, მაგალითად პირწიგნაკში ტექსტის კითხვა საერთოდ შეუძლებელია, ასოები დაკბილული და გონჯი ჩანს. სკაიპიც ულამაზოა, ტექსტი ვერ იკითხება კარგად (მე ცოტა ცუდად ვხედავ და მითუმეტეს გამიჭირდა). ამიტომაც იძულებული გავხდი ორივე პროგრამა დამებრუნებინა საწყის ზომაზე, როგორც ისინი ჩანს აიფონში. რამაც რათქმაუნდა ტექსტი აღქმადი გახადა, მაგრა ამხელა ეკრანზე ეს პაწუა ეკრანები ძალიან სასაცილოდ ჩანდა. სამაგიეროდ სპეციალურად აიპადისათვის დაწერილ აპლიკაციებში მუშაობა ისეთი სიამოვნებაა, რომ ალბათ თითოეული თქვენგანი, ვინც შეიძენთ აიპადს, კარგა ხანი ვერ მოწყდებით ამ მოწყობილობას. დროთა განმავლობაში კი გაგივლით ეს საწყისი ეიფორია, მაგრამ თავიდან... ჰო თავიდან ჩათვალეთ, რომ სამყაროდან ამოვარდებით სრულიად!

ერთ-ერთი ძირითადი კითხვა, რასაც მისვამენ ნაცნობები — როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის ფაილების მიმოცვლა აიპადში. თუ გგონიათ, რომ შეძლებთ აიპადის მიერთებას კომპიუტერთან, როგორც ფლეშკისა, ძალიან ცდებით. Apple-ი ამის უფლებას არ გაძლევთ. ჯერ უნდა დააყენოთ სპეციალური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფაილებთან  იმუშაოთ. მაგალითად საოფისე ფაილებთან სამუშაოდ უნდა შეიძინოთ პროგრამები Pages, Numbers, Keynote. ამის მერე iTunes-ში გაჩნდება ფუნქცია File Sharing-ი. თქვენ იქ დაამატებთ საჭირო ფაილს და მოახდენთ აიპადის სინქრონიზაციას კომპიუტერთან. ფაილი გადავა აიპადში.

იმ ანეკდოტისა არ იყოს, მეგრელს რომ ჰკითხეს ყური სად გაქვსო და იმანაც იმის მაგივრად მარჯვენა ხელით მარჯვენა ყურზე მიეთითებინა, მარცხენაზე რომ მიუთითა მკლავუკუღმა, ეფლსაც ასე მოსდის. მართალია მე ძალიან, ძალიან მიყვარს ეს კომპანია და მისი პროდუქტები, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება ფაილების გაცვლის ასეთი ჩახუჭუჭებული ფუნქციის გამო. კარგი, დავუშვათ არ სურს ეფლს, რომ მომხმარებელს წვდომა ჰქონდეს მოწყობილობის მთლიან ფაილურ სისტემასთან. მეც ასეთი აზრისა ვარ პრინციპში (თუმცაღა სულმოუთქმელად ველი, როდის გაქცევენ ციხიდან (ე.წ. jailbreaking) აიპადს, რომ ქართული კლავიატურის კეთება დავიწყო), მაგრამ შეკაიდედამიშვილო, გააკეთე რა საქაღალდე Public, მაგალითად და მოგვეცი საშუალება ფლეშკის პრინციპით შიგნით ჩავყაროთ ფაილები და მერე კონკრეტული აპლიკაციით გავხნათ. არა, ეფლი ისევ ველოსიპედს იგონებს!

Pages-ი საკმაოდ კარგად ხსნის ტექსტურ დოკუმენტებს, Word-ისასაც კი, თუმცა დაფორმატების ელემენტები ეკარგება რაღაც ოდენობით. მე არ მქონდა დრო რომ გამერკვია, თუ რამდენად იცვლება ფორმატირება რთულ დოკუმენტებში. პრინციპში რაც მაკზე გადავედი, ახლად შექმნილი ყველა დოკუმენტი Pages-ის ფორმატში მაქვს და შესაბამისად თავსებადობის პრობლემაც ამ მხრივ მოხსნილი მაქვს.

ექსპორტიც ასევე საოცრად ხდება. როცა მორჩებით დოკუმენტზე მუშაობას, გაქვთ რამდენიმე გზა მისი კომპიუტერში გადატანისათვის: ან iWorks.com-ზე ატვირთვა (ეს Google Docs-ების ანალოგია, ოღონდ ეფლის მიერ შექმნილი), ან ესქპორტი რომელიმე ფორმატში (PDF, Word, Pages) და მხოლოდ ამის მერე ის შეინახება სპეციალურ საქაღალდეში, რომლიდანაც ისევ iTunes-ის საშუალებით გადმოიტანთ კომპიუტერში.

იმედს ვიტოვებ, რომ ეფლი ახალი მიკროკოდის გამოსვლისათვის რაიმე ახალ ვარიანტს მოიფიქრებს. ტყულიად კი არ გადადეს შემოდგომისათვის მისი რელიზი!

კითხვა iPad-ზე

მიმოვიხილოთ აიპადი და არ ვისაუბროთ მის ისეთ ფუქნციაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინეტრესებთ მომხმარებლებს, კონკრეტულად კი ელწიგნის ფუნქციაზე, ნამდვილად დანაშაული იქნებოდა. ძირითადი აპლიკაცია (იმედი მაქვს, რომ მალე სხვა, ალეტერნატიული წამკითხველებიც გამოჩნდება) ახლა არის iBooks. ის უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-დან. იმის გარდა რომ ეს წამკითხველი პროგრამაა, ის ასევე ინტერფეისია აიპდსა და ეფლის წიგნების გაყიდვის ახალ სერვისთან.

პროგრამას მოყვება ერთი უფასი წიგნი, „ვინი-პუჰი“, ძალიან ლამაზად აკინძულ-დაკაბადონებული საბავშვო წიგნი, რომლის კიტხავამაც ისე გამიტაცა, რომ ორიდე საათით გადამავიწყა აიპადის სხვა ფუნქციების ტესტირებაც.

ელწიგნები აიპადში იკითხება EPUB- ფორმატში. ასეთი წიგნები მრავლადაა ინტერნეტში „უფასოდ“. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ისევ და ისევ iTunes-ის საშუალებით სინქრონიზაციით „გადაღვაროთ“ აიპადში. ქართულ წიგნებთან პრობლემაა. უფრო სწორედ პრობლემაა მათი არარსებობა. აკამ თვითონ დააკონვერტირა EPUB-ფორმატში რამოდენიმე ქართული წიგნი და ტესტირების დროს მომეცა საშუალება წამეკითხა ილია, სულხან-საბა, გოგებაშვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული რესურსები, სადაც იდება ქართველი ავტორების ტექსტები და უცხოურიდან ნათარგმნებიც, ყურებს გამოიჩიჩქნიან დროულად და მოგვაწვდიან პროფესიულად დაკონვერტირებულ წიგნებს. ასევე მინდა მივმართო გამომცემლობებს, ყურადღება მიაქციეთ აიპადს! და შექმენით მისთვის სრულყოფილი შიგთავსი წიგნების სახით!

მთლიაობაში რომ ვისაუბროთ აიპადზე, როგორც ელწიგნზე ვიტყვი მხოლოდ ერთს, ძალიან, ძალიან მაგარი რამეა! რამდენიმე საათი შეუსვენებლივი კითხვის შემდეაც კი არ შემქნია თვალების დაღლის მომენტი (თუმცა თვალები საკმაოდ სუსტი მაქვს), უბრალოდ წიგნიდან შეგიძლიათ ჩაუწიოთ ეკარნის სიკაშკაშეს სასურველ დონემდე და ეგაა!

მიმოხილვის ამ ნაწილის დასარულს მინდა ავღნიშნო რამდენიმე მომენტი:

  • აიპადის აპარატურული ნაწილი ძალიან კარგადაა შერჩეული;
  • ეკრანის ნათითურებით დასვრის მომენტი ძალიან მიშლის ნერვებს;
  • არააიპადისათვის დაწერილი ძველი აპლიკაციები არ უნდა გაუშვა აიპადზე, საშინელებაა, სამაგიეროდ აიპადის აპლიკაციები გამოიყურება საუცხოოდ;

და ბოლოს, ჩემი მოკრძალებული აზრით ეს არის საუკეთესო მოწყობილობა, რაც კი მე ოდესმე მინახავს. რაღათქმაუნდა მას აქვს უარყოფითი მომენტებიც, მაგრამ საერთო ფონზე ისინი ფერკმთალდებიან.

საერთოდ ვიტყოდი ერთ რამეს. Apple-ს არ გამოუგონია ტაბლეტ-კომპიუტერი, მაგრამ ზუსტად რომ Apple-მა შექმნა ის ისეთი, როგორიც ის უნდა იყოს! წერტილი!! განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!!!

5

მაშ ასე, მიმოხილვის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოხვდა ჩემთან აიპადი, მის მახასიათებლებზე, გარეგან სახეზე და სხვაზე, რაც პრინციპში დიდად მნიშვნელოვანი არაა, ვინაიდან მომხმარებლები დროის დიდ ნაწილს გაატარებენ ოპარაციული სისტემისა და სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებაში. ამიტომაც მოდით დღეს ვისაუბროთ ამ თემებზე ანუ ოპერაციულ სისტემაზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ მოწყობილობის შეძენა შეგიძლიათ თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში, კომპანია iPhones.ge-ში

ოპერაციული სისტემა და შთაბეჭდილებები

თუ გაქვთ აიფონი, არანაირი სირთულე არ გექნებათ აიპადის შესწავლისას — ფაქტობრივად ეს ერთი და იგივე სისტემაა, უბრალოდ დიდი ეკრანით. სისტემის მიკროკოდის ვერსიაა 3.2 (iPhone-ში ჯერ-ჯერობით 3.1.3).

მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ — დიდი ეკრანის (9,7 გოჯი, აიფონის 3,5 გოჯთან შედარებით) დამსახურებაა ის, რომ ეს მოწყობილობა წარმოადგენს მუშა და მარავალფუნქციურ მოწყობილობას. ხოლო ინტერფეისის ახალი ელემენტები, როგორებიცაა pop-over (მენიუ, რომელშიც შეიძლება იყოს როგორც ბრძანებები, ასევე სხვადასხვა შიგთავსი) და split-screen (ეკრანის გაყოფის შესაძლებლობა, როდესაც მარცხნივ ელფოსტის წერილებია, ხოლო მარჯვნივ — ამ წერილების შიგთავსი) ხაზს უსვამ ფაქტს, რომ ახლა აიპადის გამოყენება შესაძლებელია გაცილებით უფრო სერიოზული საკითხების სამართავად.

აიპადის მუშაობის სიჩქარემ მართლაც გამაოცა. კი მქონდა წაკითხული ინტერნეტში ამიშ შესახებ, მაგრამ სანამ შენ თვითონ არ მოსინჯავ საქმეში, მანამდე ძნელია სხვისი შეგძრძნებების გათავისება. აი ახლა ალბათ თქვენც ჩემსავით დაეჭვებულები ხართ, ამას რომ კითხულობთ. დამიჯერეთ, როდესაც თვითონ გამოცდით ამ მოწყობილობას, დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში. პროგრამები ძალიან სწრაფად იხსნება, მონაცემების დამშავებაც ძალიან სწრაფად ხდება და საერთო შეგრძნება ფრიად პოზიტიურია. საბოლოოდ მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ამ სიჩქარისა და სენსორული მართვის სისტემის წყალობით მოწყობილობას აღიქვამ ბუნებრივად, ვინაიდან არ გეხარჯება დრო დალოდებაზე, ყველა ხელით შეხება ეკრანზე მყისიერად იწვევს ბრძანების შესრულებას და გიჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი ასეც უნდა ხდებოდეს.

კიდევ ერთი მომენტი — ტექსტის აკრეფა აიპადზე. წაკითხული მქონდა უცხოურ რევიუებში და ზოგიერთი აქაურიც მეუბნებოდა, რომ ვირტუალური კლავიატურა მოუხერხებელია ბრმა, ათთითიანი აკრეფისათვის. ვერ გეტყვით როგორ იკრიფება ათი თითით ტექსტი თუნდაც ჩვეულებრივ კომპიუტერზე, მე ვერ/არ ვფლობ ამ მეთოდს. და სიმართლე გითხრათ, ჩემი კომპიუტერებთან მუშაობის 21 წლიანი გამოცდილების გადასახედიდან, არც არასდროს დამჭვირვებია ეს მეთოდი. მე შემიძლია გითხრათ ჩემი შეგრძნებების შესახებ აიპადის კლავიატურასთან მუშაობისას. თავიდანვე გეტყვით, რომ შეგრძნებები არ იყო სრულფასოვანი, ვინაიდან არ მქონდა ხელთ ქართული კლავიატურა, ხოლო ლათინურ/კირილიცა კლავიატურებზე საკმაოდ სწრაფად ვკრიფე ტექტსი. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი: როდესაც მაგიდაზე მედო აიპადი და ისე ვკფრეფდი, საკმაოდ სწრაფად დამეწყო თვალების დაძაბულობა. არცაა გასაკვირი, ადამიანის თვალები არაა ასეთ რეჟიმში სამუშაოდ განკუთვნილი, ჩემია ზრით. სწორედ ამიტომ გამოუშვა ეფლმა აი ეს მოწყობილობა.

ამ დოკის საშუალებით მშვიდად და კოფორტულად იქნება შესაძლებელი ტექსტის დამუსშავება აიპადში. ოდესმე, როდესაც აიპადს შევიძენ, პირველი აქსესუარი, რასაც მივაყოლებ, ზუსტად ეს იქნება. რაც შეეხება ჩემს საყვარელ მდგომარეობას (ტახტზე წამოკოტრიალებული :)), ამ პოზაში ტექსტის კრეფა პირადად ჩემთვის ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოხდა. მუხლებზე მიბჯენილ აიპადზე (რომელსაც ნოუთბუკისგან განსხვავებით არ სჭირდება იმის კონტროლი, რომ ამ რეჟიმში არ დაეცოს სავენტილაციო ნახვრეტები) მშვიდად და კომფორტულად ავკრიფე რამდენიმე გვერდი ტექსტი ჯერ ინგლისურად, ხოლო შემდეგ რუსულად. აკრეფის სიჩარის გაზომვა არ მომიხდენია, ვინაიდან ჩემთვის ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

აიპადს აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, მიიერთოდ ბლუთიზის საშუალებით გარე, ჩვეულებრივი კლავიატურა, ოღონდ ეფლის წარმოების. მე მაქვს კლასიკური, პლასტმასის, სრულზომიანი ბლუთუზ-კლავიატურა, მაგრამ მისი მიერთება ვერ შევძელი. აიპადი პოულობდა მას ქსლეში, იდენტიფიცირებასაც კი ახდენდა, რომ ის კლავიატურა იყო, მაგრამ არ უერთდებოდა. ბოლოს დავასკვენი, რომ აიპადი „სცნობს“ მხოლოდ ახალ, ალუმინის კლავიატურებს და შევეშვი ამ ექსპერიმენტს.

ახლა მოდით ვისაუბროთ მარავალ ამოცანიან რეჟიმზე ანუ ე.წ. „Multitasking“-ზე. ამ მომენტში, აიპადის მიკროკოდში ამ ფუნქციის მხარდაჭერა არ არის რეალიზებული. ეფლი გვპირდება, რომ შემოდგომაზე გამოსულ განახლებაში დაემატება. მანამდე ჩვენ უკვე ვიხილეთ 8 აპრილის სპეციალური ღონისძიების ფარგლებში ეს ფუნქცია. სიმართლე უნდა ითქვას, ეფლმა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივად შეუძლია უკვე არსებული ტექნოლოგიების ახლებურად და რაც მთავარია საუკეთესო ჭრილში წარმოჩენა. განა სხვა მობილურ პლათფორმებზე არ არსებობდა მალთითასკინგი მანამდე? უბრალოდ ეფლის რეალიზაცია ჩემი აზრით საუკეთესოა. იგივენაირად იქნება გადაწყვეტილი ეს ფუნქცია აიპადში. მანამდე კი უნდა დავჯერდეთ ამ ფუქნციის არარსებობას. აქ კვლავაც უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ სისტემურ პროგრამებში ეს მრავალამოცანიანი რეჟიმი წარმოდგენილია, მაგალითად iPod-ი აიპადშიც მშვენივრად უკრავს მუსიკას ფონურ რეჟიმში, ელფოსტის პროგრამა იღებს წერილებს. აიფონშ მე არასდროს გამჩენია დისკომფორტი აპლიკაციებს შორის ერთდროული მუშაობის არქონის გამო. აი აიპადი უკვე სახვა რამეა. კი, აპლიკაციები ძალიან სწარაფად იხნება და იხურება, რაც გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვითომ გაქვს მალთთასკინგი, მაგრამ არსებობს „მაგრამ“. ჯერ ერთი, ყველა პროგრამაში არ არის რეალიზებული მდგომარეობის შენახვის ფუნქცია — აკრეფილი, მაგრამ გაუგზავნელი ტვიტი დაიკარგება, მაგალითად. არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტები. სკაიპში პარტნიორთან საუბრისას და რაღაცა დოკუმენტის განხილვისას ნამდვილად საჭიროა, რომ ეს დოკუმენტი თვალწინ გქონდეს. აიპადზე ეს ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდება. ასე რომ შემოდგომის განახლება ძალიან-ძალიან გააუმჯობესებს ამ მოწყობილობის შესაძლებლობებს.

დღეისათვის ამით შემოვიფარგლები. ვიცი, რომ საკმაოდ დამღლელია დიდი ტექსტების კითხვა ეკრანიდან. ხვალ შემოგთავაზებთ მიმოხილვის მესამე ნაწილს, სადაც ვისაუბრებთ სისტემურ აპლიკაციებზე. ასე რომ დარჩით ჩვენთან და არ გამოტოვოთ მესამე (და არა უკანასკნელი) ნაწილი!