Skip to content

Apple-მა გამოუშვა Snow Leopard-ის განხლება 10.6.3. კომპანიის განცხადებით განახლება შეიცავს შეცდომების გასწორებებს და საერთო სახის გაუმჯობესებებს, რაც მიმართულია სტაბილურობის და უსაფრთხოების ასამაღლებლად.

განახლების გადმოწერა შეგიძლიათ ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებული განახლების სისტემის მეშვეობით.

2

ქსელში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეო-რგილი, რომელზეც თითქოსდა ნაჩვენებია შემდეგი თაობის iPhone-ი.

iPhone 4G
iPhone 4G
iPhone 4G
iPhone 4G
iPhone 4G
iPhone 4G
iPhone 4G
iPhone 4G

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=sKrLnHQ8d3U[/youtube]

1

შესაძლოა ყველამ არ იცის, რომ დასახელება iPad კუპერტინოში არ მოუგონებიათ. ადრე ეს სავაჭრო ნიშანი ეკუთვნოდა კომპანია Fujitsu-ს და მისი ჯიბის კომპიუტერი ზუსტად ამ სახელით გამოდიოდა. ახლა Apple-მა ა.შ.შ.-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დეპარტამენტში გადასცა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 17 მარტიდან Fujitsu Frontech-ის ჩრდილოამერიკული განყოფილება ყველა უფლებას ამ დასახელებაზე გადასცემს Apple-ს.

Fujitsu-ს წარმატებები ამ მოწყობილობის რელიზაციაში არასდროს არ ყოფილა დიდი. ამასთან 2008 წლეს კომპანიამ დაკარგა უფლება ამ დასახელებაზე, ვინაიდან ვერ მოასწრო საჭირო საბუთების შეტანა. როდესაც გამოერკვნენ, უკვე გვიან იყო.

Fujitsu iPad
Fujitsu iPad

iPad-ის გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უკვე ძლიერდება ჭორები iTunes-ის ახალი ვერსიის გამოსვლასთან დაკავშირებით: საიტზე MacRumors ორშაბათს გამოჩნდა ინფორმაცია iTunes 9.1-ის ახალი ფუნქციების შესახებ.

ანონიმური, მაგრამ როგორც ყოველთვის საიმედო წყარო ამტკიცებს, რომ განყოფილება „Audiobooks“ 9.1 ვერსიაში რადიკალურად გაფართოვდება და დაერქმევა სახელი „Books“. ასევე მოსალოდნელია სიახლეები Genius Mixes-ში — მომხმარებლები მიიღებენ წვდომას დამატებით პარამეტრებთან.

და ბოლოს — ბოლო დრომდე მხოლოდ iPad Sfuffle-ზე ხელმისწვდომი მუსიკის ACC 128 Kbps-ში გარდაქმნის ფუნქცია ყველა სხვა მოწყობილობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

1

როგორც ცნობილია, Office 2011 for Mac-ი გაყიდვაში არა 2011 წელს გამოვა, არამედ ოდნავ უფრო ადრე — 2010 წლის ბოლოს. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ვიხილოთ ახალი ინტერფეისი. ეს Boy Genius Report-ის დამსახურებაა, რომლებსაც ხელთ ჩაუვარდათ რამოდენიმე სურათი. აქ სრული გალერეაა:

http://www.boygeniusreport.com... album-1/gallery-23/

ამ სურთების მთავარი მომენტი გახლავთ ინტერფეისის სახეცვლილება ახალ ოფისში — მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ Microsoft-ის პროგრამისტებმა შეძლეს სრულყოფილი ლენტური დიზაინის შექმნა მაკ-ვერსიისათვის.

Office 2011 Screenshots
Office 2011 Screenshots

1

ერთკვირიანი პაუზის შემდგომ Apple-მა ვებ-საიტზე დადო მიმოხილვის ტურები iPad-თან დაკავშირებით — თერთმეტი მოკლე ვიდეო, ყოველი მათგანი გვიამობობს პლანშეტის კონკრეტული აპლიკაციის შესახებ:

http://www.apple.com/ipad/guided-tours/

iPad Guided Tours
iPad Guided Tours

სასიამოვნო ყურებას გისურვებთ.

2

კომპანია Apple-ი აღიარებს თავის უძლურობას უზრუნველყოს iPad-ის მიწოდება 3 აპრილს, გაყიდვების დაწყების დღეს. ყველა შემდგომი რეზერვი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 12 აპრილს. რათქმაუნდა შეზღუდვები ეხება მხოლოდ Wi-Fi მოდელებს, რომლებიც პირველ რიგში გამოდის. 3G მოდელი რომელიც აპრილის ბოლოს გამოვა გაყიდვაში უკვე აღარ იქნება დეფიციტური.

მიზეზი დაყოვნებისა შეიძლება ორი იყოს. ნაკლებ სავარაუდო არის ის, რომ საფოსტო სამსახური ვერ ასწრებს ყველსათან საქონელის მიტანას. უფრო რეალური კი ისაა, რომ ეფლმა მთლიანად გაყიდა ყველა მოწყობილობა და საწყობებში ნულოვანი ნაშთია. ამის სასარგებლოდ ისიც სახელდება, რომ მაღაზიაში მისვლა და წინასწარ შეკვეთილი მოწყობილობის შეძენა შეუძლებელი გახდა. ყველაფერი გადატანილია 12 რიცხვისათვის. დაახლოებითი დაანგარიშებით პირველი ორი კვირის განმავლობაში რეალიზებულია 380 ათასი პლანშეტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსებიც კი ვარაუდობენ რომ აპრილის მესამე დეკადაში გაყიდული იქნება  iPad-ის მილიონი ეგზემპლარი.

10

არც ისე დიდი ხნის წინ ყველამ ჩათვალა რომ Apple-ი და Google-ი საბოლოოდ გაებუტნენ ერთმანეთს. მრავალმა ჩათვალა, რომ მრავალწლიანი მეგობრობა დასრულდა. მაგრამ არა!

გუშინ ჯობსი და შმიდტი შეამჩნიეს პალო-ალტოს ერთ-ერთ კაფეში. ისინი ისხდნენ და საქმეებზე საუბრობდნენ.

Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt

თვითმხილველმა, რომელმაც ეს ფოტოები გადაიღო და ისინი გადააგზავნა Gizmodo-ს რედაქციაში, შეამჩნია, რომ კაფე ეკუთვნის გუგლის ყოფილ შეფ-მზარეულს ჩარლი აიერსს. გვერდით გავლისას მან მოისმინა რამოდენიმე ფრაზა, რომელიც სტივმა თქვა. კერძოდ ჯობსი გატაცებით ამბობდა: "ისინი ამას მაინც ნახავენ ადრე თუ მალე და რა მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გაიგებენ ამას". როგორც ჩანს, საუბარი მიდიოდა ვებ-შიგთავსზე. მეორე ფრაზა სტივმა თქვა, როდესაც დაინახა, რომ გარშემო დაგროვება დაიწყო ხალხმა: "მოდი ეს გავარჩიოთ სადმე სხვაგან". ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება გახლდათ. შმიდტი ძალიან წყნარად იჯდა და ისმენდა ჯობსის საუბარს.

მაგრამ მოდით შევხედოთ ფოტოებს და ცოტა ხნით გავხდეთ შერლოკ ჰოლმსი. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს. მაგალითად, რას იტყვით შმიდტის პოზაზე პირველ ფოტოზე? მეორე ფოტოეზე ის უფრო გაბედულად ზის. და რა აქვს სტივს მუხლებზე? ძალიან ბევრი ჭიკა ხომ არ დევს მაგიდაზე? და რაც მთავარია, რა დევს მაგიდაზე შავი? iPad-ს თითქოს არ ჰგავს, ხოლო თუ ის ისაა, რატომ დევს შმიდტის მხარეს?

ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პირები ერთმანეთს შეხვდნენ ასეთ უბრალო ადგილას, გულისხმობს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ნეტრალური ტერიტორია აირჩიეს. იქნება მათ სულაც მხოლოდ ყავის დალევა უნდოდათ, მაგრამ როგორც ყველა საქმიან ადამიანს, საუბარი მაინც გადაუვიდათ საქმეებზე? მაგრამ როდის აქეთია, რომ მილიარდელები ფინჯანი ყავის დასალევად დადიოდნენ კაფეში? ერთადერთი რეალური მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არცრთს არ სურდა მეორის ოფისში შესვლა, აი ეს შეიLძება ჩაითვალოს მოლაპარაკებების დაწყებად. მაგრამ იქნება ეს სულაც პიარია და მათ სურდათ რომ სწორედაც შეემჩნიათ ისინი ერთად?

ბონუსი: სტივის მერსედესი, როგორც ყოველთვის ნომრების გარეშე:

Steve Jobs' Car
Steve Jobs' Car

პროცესი დაიძრა — მისცა რა ეფლმა გასულ კვირას დეველოპერებს საშუალება iPad-ის აპლიკაციების დამატებაზე, უკვე პირველი კვირის გასვლის შემდგომ პირველი მოსავალიც გვაქვს: შემოწმება გავლილი პროგრამები. საიტის Padgadget-ის გუნდმა მოახერხა და მოძებნა ისინი iTunes Preview-ში:

iPad Applications
iPad Applications

მათი გამორჩევა აიფონის პროგრამებისაგან ძალიან ადვილია — მათ ბოლოში აქვთ ბოლოსართი HD-ი, ან XL-ი.

ეფლმა დროულად გაასწორა კატალოგი და ახლა ამ პროგრამებს ვეღარ დაინახავთ. 3 აპრილამდე. :)