Skip to content

ორი დღის წინ შედგა  Apple-ის აქციონერთა ყოველწლიური შეკრება, რომელიც მონაწილეტა შეფასებით იყო "სრულიად ჩვეულებრივი".

დღის წესრიგში 3 საკითხი იყო - საცალო გაყიდვების ქსელის გაფართოება ჩინეთში, დაგროვილი ნაღდი აქტივების რეალური დანიშნულება და ეკოლოგიის საკითხები. მაშ ასე:

Apple Store ჩინეთში

მომავალში Apple-ი აპირებს გახსნას 25 ახალი მარაზია ჩინეთში. ზოგიერთი ინსაიდერი ამტკიცებს, რომ ეს მაღაზიები მწყობრში შევა უახლოეს 24 თვეში.

ორმოცი მილიარდი ნაღდი ფული

აქციონერთა კითხვაზე, თუ რისთვის არის განკუთვნილი ასეთი დიდი ოდენობის თანხა, სტივმა განაცხადა, რომ ასეთი თანხა მკვეთრად ამაღლებს "კომპანიის მართვის მოქნილობას საკუთარ ქმედებებში". მოქნილობაში აღმასრულებელი დირქტორი გულისხმობდა შესაძლებლობას შეიძინოს ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორებიცაა Lala ან Quattro.

ეკოლოგია

ჯობსის მიერ გახმოვანებული პრობლემა ეკოლოგებთან უტყვი წინააღმდეგობისა - მტკიცედ მიიწევს უნარჩენო წარმოებისაკენ და ტოკსიკური მასალების გამოყენების შემცირებისაკენ, მაგრამ "მწვანეებისათვის" ესეც ცოტაა.

ბონუსი: სტივის ჯანმრთელობა

აქ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ და მხოლოდ დამსწრეთა შეგრძნებებს: მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ Apple-ის მეთაური საუბრობდა და გამოიყურებოდა შესანიშნავად!

მარტივი ხრიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ თქვენი ბრაუზერის Safari ჩამოტვირთების მმართველის შესაძლებლობები. კერძოდ, თუ გჭირდებათ ერთდროულად რამდინემა ფაილის გადმოტვირთვა, საკმარისია ერთდროულად მონიშნოთ რამდენიმე ბმული ერთდროულად. შედეგად დაიწყება თითოეული მათგანის გადმოტვირთვა:

Multiple Downloads in Safari
Multiple Downloads in Safari

თუ თქვენს პანელზე Dock ჩართულია მაშტაბირების ეფექტი მაუსის მიმთითებლის გადატარებისას, შესაძლებელია მისი დროებით გათიშვა, ღილაკების ერთდოული დაჭერით ( control+shift).

Default Zoom
Default Zoom
Blocked Zoom
Blocked Zoom

VideoMonkey

მწარმოებელი: VideoMonkey

მიმდინარე ვერსია: 0.6

ფასი: უფასო

ვიდეო-კონვერტორის VisualHub არსებობის შეწყვეტის შემდეგ, მაკზე ნადვილი დეფიციტი იგრძნობა კარგი და ამავდროულად უფასო კონვერტორებისა. საბედნიეროდ გაჩნდა ახალი რედაქტორი, VideoMonkey. ინტუიტიური ინტერფეისი, სტაბილური მუშაობა და ფუნქციების არცთუისე ცუდი ნაკრები. საკმარისია ადრეული ვერსიისათვის.

ახლა VideoMonkey-ს შეუძლია ვიდეოს კონვერტაცია iPod-ის, iPod Toch-ის, iPhone-ისა და Apple TV-ისათვის. კოდირების ხარისხის ზუსტი მორგება არ არსებობს. არიც მხოლოდ ერთი ცოცია, რომელიც პასუხისმგებელია ნაკადის ბიტრეიტზე, ამავდროულად ის კორელირდება ხმის ხარისხთან. ცოციას გადაადგილებით ნათელი ხდება გამომავალი ფაილის ზომა. მხარდაჭერილია ფაილებზე ჯგუფური მუშაობა.

HandBrake

მწარმოებელიHandBrake Project

მიმდიანრე ვერსია: 0.9.4

ფასი: უფასო

თუ VideoMonkey – ინტუიტიური პროგრამის მაგალითია, HandBrake — გადატვირთული ინტერფეისითა და გაუგებარი პარამეტრებით გამორჩევა.

გარდა ძირითადი პოპულარული ფორმატებისა, მას შეუძლია ვიდეოს კონვერტაცია DVD-წყაროდან (Video_TS საქაღალდეები, იმიფ-ფაილები), ამავდროულად ვიდეოსა და ხმის მორგების პარამეტრების ფართო არჩევანია. ფაილის მომზადებისას შესაძლებელია სუბტიტრების დამატება.

HandBrake - შესანიშნავი პროგრამაა გათვიცნობიერებული მომხმარებლებისათვის, მაგრამ მის მრავალრიცხოვან პარამეტრებში დაკარგვა ძნელი არ არის.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც უნდა ავღნიშნოთ ეს არის... QuickTime X. საკმარისია მასში გავხსნათ საჭირო ფაილი, შემდეგ დავაჭიროთ ღილაკზე Save As... გამოსულ დიალოგურ სარკმელში შეგიძლიათ აირჩიოთ საჭირო მოწყობილობა (iPod, iPhone, Apple TV).

ტიმ კუკმა, Apple-ის მმართველმა დირექორმა, ბანკის Goldman Sachs ინსვეტორების წინაშე გამოსვლისას განახადა:

The word “complete” is not in our dictionary. We’re all about innovation. Many times that means we’re all about obsoleting ourselves. Going to continue to make things better and going to continue to innovate. I’d say the ecosystem is really good, the platform is really good. Certainly all the foundation is in place. Will it get better? Clearly yes. But great now.

თარგმანი:

სიტყვა "დასრულებულია" ჩვენთვის არ არსებობს. ჩვენ ინოვაციებით ვცხოვრობთ. ხირად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენსავე პროდუქტებს მოძველებულსა ვხდით. და ვგეგმავთ პროდუქტების გაუმჯობესებას და ინოვაციების დანერგვას. მე ვიტყოდი, რომ ეკოსისტემა ახლა კარგ მდგომარეობაშია და რომ პლათფორმაც თავს კარგად გრძნობს. ყველა საბაზო კომპონენტი ადგილზეა. გახდება ეს კიდევ უფრო კარგი? რათქმაუნდა. მაგრამ ახლაც ყველაფერი კარგადაა.

და კიდევ ერთი:

We are the most focused company that I know of or have read of or have any knowledge of. We say no to good ideas every day. We say no to great ideas in order to keep the amount of things we focus on very small in number so that we can put enormous energy behind the ones we do choose. The table each of you are sitting at today, you could probably put every product on it that Apple makes, yet Apple’s revenue last year was $40 billion. I think any other company that could say that is an oil company.

თარგმანი:

ჩვენ ყველაზე ფოკუსირებული კომპანია ვართ მათ შორის, ვინს შესახებაც მე წამიკიტხავს ან გამოგონია. ჩვენ უარს ვამბობთ კარგ იდეებზე ყოველდღე, რათა ის საკითხები, რაზეც ვმუსაობთ, ბევრი არ იყოს და რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი უზარმაზარი ენერგიის მიმართვა იმ პორდუქტებზე, რომლსებსაც ჩვენ ვირჩევთ. ალბათ შესაძლებელი იქნება ჩვენს მიერ წარმოებული ყველა პროდუქტის ამ მაგიდაზე განთავსება, ამავდროულად ჩვენმა შარშანდელმა შემოსავალმა 40 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვგონებ, მხოლოდ ნავთობკომპანიებს შეუძლიათ იტრაბახონ ასეთი შედეგებით.

დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ სარეკლამო სააგენტო ChiatDay და სტივ ჯობსი თუ ძმები არა, ძალიან ახლო ნათესავები მაინც არიან - ეფლის დამფუძნებელი უკვე ოც წელიწადზე მეტია რაც სარგებლობს ამ კომპანიის მომსახურებით და არც აპირებს რაიმეს შეცვლას. თუმცა რატომ ასე დარწმუნებით? ყველაფერი მარტივია, ამ კომპანიით დაიწყო ყველაფერი. მეტიც, სააგენტო იყო პირველი, რომელმაც დაიჯერა და დაუჯერა თავის პარტნიორს.

ვოზ სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა მუშაობა Apple I-ზე, როდესაც ჯობსი მიხვდა, რომ მათ სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვინც მათ სარეკლამო კამპანიას წაიყვანს. არჩევანი გაკეთდა სააგენტოზე Regis McKenna-ზე.

80-აინი წლების დასაწყისში სააგენტომ ChiatDay ყურადღება მიაქცია სილიკონის ველს, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა და რომელშიც უკვე „ფუთფუთებდა“ Regis McKenna. მიხვდნენ რა, რომ ვერ მოუგებდნენ Regis McKenna-ს, უბრალოდ... იყიდეს თავიდან ბოლომდე და თან მიიღეს ყველა უკვე გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის Apple-თანაც.

ChiatDay-მ Regis McKenna იყიდა 1981 წლის 21 თებერვალს.

ნაცნობი სიტუაცია: თქვენ Boot Camp-ის საშუალებით აყენებთ Windows-ს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გასაგები ხდება, რომ ან ძალიან ცოტა ადგილი გამოყავით ვინდოზასათვის, ან პირიქით, ზედმეტად ბევრი. რა ვქნათ?

აქამდე ერთადერთი საშუალება იყო Boot Camp ტომის წაშლა და მისი ხელახალი შექმნა, მაგრამ უკვე ახალი ზომით. ამიერიდან ჩვენ გვაქვს კიდევე რთი საშუალება და მას CampTune-ი ქვია.

ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება მაკის და ვინის ტომების ხელახალი გადანაწილება მოანცემების დაკარგვის გარეშე.

სისტემური მოთხოვნები: Mac OS X 10.5 ან უფრო ახალი.

დეტალურად.

2

კვირის დასაწყისში "უხამს შიგთავსზე" საჩვენებელი ეგზეკუციის შემდეგ (როდესაც App Store-ის კატალოგიდან გაქრა დაახლოებით 5000 აპლიკაცია, სექსის თემასთან დაკავშირებული), Apple-მა უცაბედად გააოცა პროგრამისტები ახალი კორექტივებით თავისი ინტერნეტ-მაღაზიის რუბრიკატორში: 24 თებერვალს იქ აღმოჩენილი იქნა ადრე უცნობი კატეგორია „Explicit“ - „პორნოგრაფია“.

ახალი კატეგორიის არსებობა ერთხმად დაადასტურეს საიტებმა MacRumors, Cult of Mac და TUAW.

Apple-ის ლოგიკა გარკვეული ჩანდა - ცალკეულ კატეგორიაში მოთავსებული „დიდების“ შიგთავსის დაბლოკვა მშობელთა კონტროლის მეშვეობით ფრიად მარტივია - თუმცა შემდგომი დემარში ლოგიკას უკვე არ ექვემდებარება: იმავე დღეს რუბრიკა გაქრა, ხოლო Apple-ის ანონიმი თანამშრომლის კუპერტინოდან გამოჟონილი მცირედი კომენტარი შემდეგია: ახალი კატეგორიის შექმნა განიხილება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია შეიქმნება ის თუ არა.

12 თებერვალს გამოცხადებული მოვლენა როგორც იქნა რეალობად იქცა: გუშინ, 2010 წლის 25 თებერვალს სპეციალურ მთვლელზე დაფიქსირდა 10 მილიარდიანი ნიშნული - ზუსტად ამდენი მუსიკალური ჩანაწერი გაიყიდა 7 წლის განმავლობაში.

ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ტრიუმფალური პრეს-რელიზი მალე იქნება, ასე რომ ახალ დეტალებს აუცილებალად გაგაცნობთ.

დაახლოებით ორი კვირა გახდა საჭირო იმისათვის, რომ Apple-ს გამოეშვა ფოტოსურათების დამუშავების პაკეტის მესამე ვერსიისათვის. განახლება მართლაც დროულია და შესაძლებლობას გვაძლევს გავასწოროთ ყველა პრობლემა ამ პროგრამასთან დაკავშირებით.

გასწორებების ოფიციალურ ჩამონათვალში შეგვიძლია ვიხილოთ შემდეგი პუნქტები:

  • უფრო ადრეული ვერსიების ბიბლიოთეკების არაკორექტური განახლება;
  • iPhoto-ს ბიბლიოთეკის არაკორექტული იმპორტი;
  • პრობლემები ფოტოების ფოტოკამერიდან იმპორტისას;
  • ოპერატიული მეხსიერების მომატებული მოხმარება ფოტოების დამშავების პროცესში;
  • შეცდომები სახეების ამოცნობისას;
  • სურათების რედაქტირება გარე რედაქტორებში;
  • ფოტოების მაშტაბირება Viewer და Loupe რეჟიმებში;
  • ადგილების დამატება და რედაქტირება სარკემლიდან Manage My Places;
  • გადართვა RAW + JPEG წყვილებს შორის.

როგორც პირველმა მომხმარებლემბა გვამცნეს, რომლებმაც უკვე დააყენეს განახლება, ის აგრეთვე აღმოფხვრავს შედომებს 64-ბიტიან რეჟიში მუშაობისას.

გადმოტვირთეთ (29 მბაიტი).