Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის მიმოხილვა

მაშ ასე, უკვე კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეფლმა გახსნა რა WWDC-ი, წარმოგვიდგინა არა მარტო უფრო იაფი მაკები, ახალი iPhone 3GS, არამედ პრაქტიკულად დასრულებული Mac OS X 10.6, კოდური სახელწოდებით Snow Leoaprd (ქართულად ამ ცხოველს ირბისი ჰქვია. მართალია არ შეიძლება სავაჭრო ნიშნების თარგმნა, უბრალოდ მოფერებით ვეძახი :)). ერთი წლის წინ წარმოდენილი, იგი გაიზარდა, მოემატა მრავალი ახალი ფუქნცია, დავაჟკაცდა და საერთოდ თითქმის მზადაა.

გაფრთხილება

მიუხედავდ ახალი ოს-ის მზაობისა, მაინც არ გირჩევთ ჯერ-ჯერობით მის დაყენებას. დაელოდეთ საბოლოო ვერსიას სექტემბერში.

დაყენება

როგორც იყო დაპირებული ეფლის მიერ, დაყენება სწრაფად ხდება, გაცილებით სწრაფად ვიდრე ლეოსი. ინსტალაციისას კვლავაც შესაძლებელია არასავალდებული კომპონენტების დაყენების გათიშვა (პრინტერის დრაივერები, ენის პაკეტები და ა.შ.). ასევე შესაძლებელია Rosetta-ს გათიშვაც. ეს კომპონენტი უზურნველყოფს PowerPC პროგრამების გაშვებას ინტელ მაკზე.

დაყენების შემდგომ ეშვება ცნობილი ოსტატი, გალაქტიკაში მფრინავი მრავალენოვანი მისალმებებით (ქართულად ჯერ არ არის ;)).

წარმადობა

სისტემა მართლაც საკმაოდ სწრაფია ლეოაპრდთან შედარებით. და ამას ნუ დავაბრალებთ სუფთად დაყენებულ სისტემას (რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის სწრაფია, რა ვერსიაც არ უნდა იყოს). სისტემა სწრაფად იტვირთება და საერთოდ ყველაფერს სწრაფად აკეთებს. გაცილებით სწრაფად ამუშავდნენ.

ცვლილებები ინტერფეისში

როგორც ცნობილია, ვერსიაში, რომელიც დეველოპერებს დაურიგეს, არ შევიდა Expose-ს ახალი ვარიანტი, რომელმაც პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამის გარდა, ფაინდერიც გარეგნულად ისევე გამოიყურება, მიხედავად იმისა, რომ მთლიანად გადაწერილია Cocoa-ს გამოყენებით. არის მცირედი ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იხატება ინტერფეისის ელემენტები, თუმცა დიდი არაფერი.

ცვლილებები QuickTime-ში

ახალი QuickTime Player-ი  — უკვე აღარაა ისეთი მძლავრი ხელსაწყო, რომლის საშულებითაც შესაძლებელი იყო ვიდეოს ჩასწორება. ამიერიდან YouTube-ის დამატებაა ფაქტობრივად, რომელიც ვიდეოდან რაღაც მონაკევთის ამოჭრის შესაძებლობას მხოლოდ და მერე მის ატვირთვას ვიდეო-სერვერზე.

შესაძლოა ფინალურ ვერსიაში რამეს გამოასწორებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ფრიად არასასიამოვნო ფაქტია.

რამე-რუმეები

Activity Viewer-ი აჩვენებს საინტერესო ინფორმაციას:

  • ჯერ ეს ერთი, როგორი თანრიგობით (32 თუ 64) მუშაობს ესათუის აპლიკაცია;
  • მეორეც, ის აჩვენებს აპლიკაციის არა საერთო დატვირთვას, არამედ მისი ცალეკული მოდულებისა;

თუ აპლიკაცია ჩამოიშალა, შესაძლებელი გახდება გავიგოთ ამის მიზეზი.

მნიშვნელოვნად გადამუშავდა სამარჯვი Image Capture, რომელსაც როგორც იქნა ნორმალური ინტერფეისი არგუნეს.

როგორც იქნა კვლავ დააბრუნეს ლეოპარდში გამქრალი ფუნქცია კლავიატურის ავტომატური გადართვისა!

ვაშა!

კიდევ სიახლე: ეკარნის სურათის გადაღებისას მიღებულ ფაილებს ნორმალური სახელები ერქმევათ, რომელშიც მითითებულია თარიღი და დრო.

ის, რაც არ ამუშავდა

რათქმაუნდა, ზოგოერთმა აპლიკაციამ შეწყვიტა მუშაობა. მაგალითად SuperDuper-ს აშკარად ესაჭირეობა გადაკეთება მწარმოებლის მიერ. ასევე ჩემი საყვარელი iStat menus, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია მაკთან მუშაობა :(

სხვა ჯერ-ჯერობით არ მინახავს. თუ რამეა, უცხოურ ბლოგებსაც ვადევნებ თვალს და დავწერ აუცილებლად მკვდარ აპლიკაციებზე.

ეპილოგი

მოკლედ, კარგი რამეა ეს ოხერი! არის მცირე პრობლემები, რომლებსაც რელიზის გამოსვლამდე 3 თვეში იმედია გაასწორებენ. ოს-ი გამოვიდა, კომპაქტური, სწრაფი და ხარისხიანი.