პრეზენტაციის შემდეგ

გუშინ, WWDC-ის კონფერენციაზე Apple-მა მოახერხა თითქმის შეუძლებელი, გაახარა ყველა — მაკის მომხმარებლებიც, აჩვენა რა ახალი ოპერაციული სისტემა, აიფონის ფანებიც — კიდევ ერთხელ მოგვიყვა ახალი შესაძლებლობების შესახებ. აპოგეად იქცა აიფონის ახალი მოდელის წარმოდგენა — iPhone 3G S, რითაც ბოლომდე გაგვთიშა ყველა!

მხოლოდ ისინი დავრჩით გულნაკლულები, ვინც ბოლო მომენატმდე ველოდებოდით სტივ ჯობსის გამოჩნეას სცენაზე – როგორც ცნობილია, ის მკურნალობს ივნისის ბოლომდე და სავარაუდოდ გამოჩნდება რომელიმე Special Event-ზე, რაიმე კიდევ უფრო ახალი და მაგარი პროდუქტის პრეზენტაციით.

შევეცდები ზოგოერთი აზრი მოგახსენოთ გუშნდელი ანონსების შესახებ – დეტალურად ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ვინაიდან ეფლის საიტზე ყველაფერი ისედაც შესაანიშნავადაა დაწერილი და დახატული.

მივყვეთ თანმიმდევრობით.

განახლებული პორტატული კომპიუტერები

როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეფლმა გამოუშვა ახალი მოდელი გამჯობესებული აკუმულატორით. ამიერიდან კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გამიჩნდა რომ მალე შევიძნო ახალი მოდელი, თუმცა 2010 წლის ბოლომდე ამას ვერ გავაკეთებ ოჯახის ბიუჯეტის გაჩნაგების გარეშე :)

ახალ მოდელებს დაემატა ქარდ-რიდერი, რომელიც პირადად მე არაფერში მარგია, მაგრამ ბევრი მომხმარებელი მოითხოვდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ პროფესიული კამერების უმეტესობა იყენებს ბარათებს CF ფორმატში, ასე რომ ეს ნაბიჯი პირველ რიგში რიგით მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებიც იყენებენ იაფფასიან „სასაპნეებს“ და ნახევრად პროფესიულ კამერებს.

კიდევ ერთი სერიოზული ცვლილება ეხება სამოდელო ხაზსს. ამიერიდან MacBook-ი არის მხოლოდ ერთი მოდელი, პლასტმასის თეთრი ფერის, ხოლო ყველა ალუმინის კორპუსიანი გახდა პრო ვერსიის 13”-დან 17”-ის ჩათვლით. ამის გარდა ფასების დაწევამ თითქმის ყველა მოდელზე ფანტასტიური საჩუქარი იყო თითოეული ჩვენგანისათვის (ხანდახან კრიზისიც სასარგებლოა ;)). ისე, საინეტრესოა, ეს საპასუხო ნაბიჯი ეყო მაიკროსოფტის სარეკლამო რგოლებზე, სადაც ის ეფლს კბენდა მაღალი ფასების გამო?

ირბისი

ირბისთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო დაიწყება მას შემდეგ, რაც მომხმარებლები მის გამოყენებას დაიწყებენ. მარტო Finder-ის Cocoa-ზე გადაწერა რად ღირს!

Exchange-ის მხარდაჭერა, 64-ბიტიანი გაანგარიშებები, OpenCL, ახალი QuickTime-მი – ყველაფერი ეს სამომავლო ზრდის საფუძელს წარმოადგენს. ხოლო წყაროს დამატებითი გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია კიდევ უფრო სწრაფსა და მოხმერხებულს გახდის ირბისის გამოყენებას. თუმცა, გუშინ არაფერი თქმულა უსაფრთხოების მატებაზე, იმედს ვიტოვებთ რომ ამაში მაგარი ქინება ეფლი.

როგორც იქნა Apple-მა გამოაცხადა, თუ როდის გამოვა ირბისი და რა ეღირება. სექტემბერში ვიხილავთ მას. ფასი როგორც ყოველთვის იქნება 129 დოლარი. ხოლო ლეოპარდის ოფიციალური მფლობელებისათვის განახლება… 29 დოლარი. ძალიან ბევრ ასლს გაყიდის სტივიკო, ასე მგონია მე. ერთ-ერთს მე რომ ვიყიდი, ეს უეჭველია!

iPhone OS 3.0

აიფონის ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია მარტის პრეზენტაციის გადამღერება იყო – ეს ყველაფერი ვიცოდით და ცოტა მთქნარებაც აგვიტყდა. სიახლეები, რომლებიც მარტში არ უთქვამთ: ტელეფონში მონაცემების დისტანციური წაშლა აპარატის დაკარგვის შემთხვევაში, დაკარგულ ტელეფონზე გზავნილის გაგზავნა.

მაყურებლებს ძალიან მოეწონათ გუშინ ახალი ფუქნცია – ტელეფონის რუკაზე აღმოჩენის შესაძლებლობა – MobileMe-ს ხელმომწერები შეძლებენ რუქაზე იხილონ დაკარგული ტელეფონი.

გუშნდელი დღის მთავარი სიახლე – ახალი მიკროკოდი 17 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი უფასოდ ტელეფონის მფლობელებისათვის, ხოლო მცირე ფასად iPod Touch-ისათვის.

iPhone 3G S

და რათქმუნდა ჩაროზად ეფლმა დაგვიტოვა ახალი ტელეფონოს წარმოდგენა, რასაც სიმართლე გითხრათ არავინ ელოდა. როგორც დასახელებიდან ჩანს, ახალი ტელეფონი იქნება სუპერსწრაფი (S ნიშნავს Speed-ს). აპარატში მოიმატა წარმადობამ (ახალი პროცესორი, დამატებითი ოპერატიული მეხსიერება), თუმცა გარედან დიზაინი არ შეცვლილა. ასევე დაემატა ახალი კამერა, 3 მეგაპიქსელიანი, ავტოფოკუსით, ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

ამის გარდა დაამატეს ციფრული კომპასი, Nike+ მხარდაჭერა, ხმოვანი მართვა, ფრიად გააუმჯობესეს აკუმულატორი – მაიერიდან ტელეფონი საშუალებას გაძლევთ ინტერნეტში იხეტიალოთ 9 საათის განმავლობაში, ან 10 საათი უყუროთ ვიდეოს, 12 საათი ილაქლაქოთ ტელეფონით. ფასი, როგორც ყოველთვის აშშ-ში უცვლელია – 199 დოლარი 16 გიგაბაიტიანი ვერსია და 299 32 გიგაბაიტიანი.

სხვათაშორის, ახლანდელი iPhone 3G არსად არ გამქარალა. მისმა ფასმა დაიკლო და გახდა 99 დოლარი.

მოკლედ, ფრიად დატვირთული პრეზენტაცია იყო, უმრავი სიახლე მივიღეთ. კარგა ხანია ასეთი პრეზენტაცია არ მინახავს ეფლისაგან. პატარა იმედგაცრუება დამრჩა სტივის გამო, ველოდი მის გამოჩენას თუნდაც 5 წუთით :(

მაგრამ წინ ივნისის ბოლოა ;), როდესაც სტივი ფირმაში დაბრუნდება. აი მერე ვნახოთ! ;)