bmu.li

მართალია ეს სიახლე უშუალოდ ვაშლოვანის სამყაროს არ ეხება, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. მაშ ასე, ბმუ.ლი ანუ bmu.li — ახალი სერვისი ქართულ ვებ-სივრცეში. რისთვის არის ეს სერვისი?

წარმოიდგინეთ, რომ Amazon.com-ზე იპოვეთ საინტერესო ფოტო-კამერა, და გნებავთ მეგობარს გაუგზავნოთ მასზე ბმული SMS-ით. Amazon-ის მისამართები საკმაოდ გრძელია და დაახლოებით ასე გამოიყურება:

http://www.amazon.com/Canon-Digital-Camera-18-55mm-3-5-5-6/dp/B0012YA85A/ref=sr_1_1? ie=UTF8&s=photo&qid=1239587390&sr=1-1

ცხადია, ამხელა მისამართს SMS-ში არავინ აკრეფს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეამოკლოთ ის bmu.li-ს საშუალებით, რის შედეგადაც მიიღებთ მოკლე მისამართს, მაგალითად: bmu.li/ss4 რომლის SMS-ით გაგზავნაც არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

bmu.li მხოლოდ SMS-ისთვის არ არის სასარგებლო. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც გრძელი მისამართების გაცვლა მოუხერხებელია: ფორუმებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ოდნოკლასნიკი და სხვ.), ტვიტერში, ელფოსტაში, გაზეთებში, რადიოს და სატელევიზიო რეკლამებში და გამოშვებებში ან თუნდაც მეგობრისთვის ფურცლის ნაგლეჯზე მისამართის უცებ დასაწერად!


Comments

One response to “bmu.li”

  1. ნაზი Avatar
    ნაზი

    ტელეფონზე. აიქლაუდზის. მოხსნას. თუ. შეგიძლიათ. სად. მოგვიტანოს. ტელეფონის. ნომერი. თუ. შეგიძლიათ. დაგირეკაათ