Skip to content

ალბათ არ უწერია სტივ ვოზნიაკს, წარსულში Apple-ის გენერალურ ინჟინერს და თანადამფუძნებელს, მოცეკვავედ გახდომა. მისთვის მონაწილეობა ტელეშოუში „ცეკვები ვარსკვლავებთან“, სადაც ის გმირულად ცეკვავდა ფეხმოტეხილი, დასარულს მიუახლოვდა.

როდესაც ცნობილი გახდა ხმის მიცემის შედეგები, რომლის მიხედვითაც ის გამოეთიშა კონკურსს, ვოზმა განაცხადა: „მე კარგი მცდელობა მქონდა“. პრინციპში, ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჩასუქებული მილიარდელი მოიგებდა ამ კონკურსს, ალბათ არც ვოზნიაკს ჰქონდა ილუზიების ამის შესახებ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვოზი შეჯიბრის დაწყებამდე საშინლად იყო შეშინებული, მან 11-იდან 4 კვირა გასძლო და ეს არცთუისე ცუდი შედეგია.

„ყველაფერი ფრიად უცნაურად დაიწყო“ — განაცხადა ვოზმა დამშვიდობებისას. — „მე უბრალოდ ამაში მივიღე მონაწილეობა“.

1

მართალია ეს სიახლე უშუალოდ ვაშლოვანის სამყაროს არ ეხება, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. მაშ ასე, ბმუ.ლი ანუ bmu.li — ახალი სერვისი ქართულ ვებ-სივრცეში. რისთვის არის ეს სერვისი?

წარმოიდგინეთ, რომ Amazon.com-ზე იპოვეთ საინტერესო ფოტო-კამერა, და გნებავთ მეგობარს გაუგზავნოთ მასზე ბმული SMS-ით. Amazon-ის მისამართები საკმაოდ გრძელია და დაახლოებით ასე გამოიყურება:

http://www.amazon.com/Canon-Digital-Camera-18-55mm-3-5-5-6/dp/B0012YA85A/ref=sr_1_1? ie=UTF8&s=photo&qid=1239587390&sr=1-1

ცხადია, ამხელა მისამართს SMS-ში არავინ აკრეფს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეამოკლოთ ის bmu.li-ს საშუალებით, რის შედეგადაც მიიღებთ მოკლე მისამართს, მაგალითად: bmu.li/ss4 რომლის SMS-ით გაგზავნაც არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

bmu.li მხოლოდ SMS-ისთვის არ არის სასარგებლო. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც გრძელი მისამართების გაცვლა მოუხერხებელია: ფორუმებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ოდნოკლასნიკი და სხვ.), ტვიტერში, ელფოსტაში, გაზეთებში, რადიოს და სატელევიზიო რეკლამებში და გამოშვებებში ან თუნდაც მეგობრისთვის ფურცლის ნაგლეჯზე მისამართის უცებ დასაწერად!

ბოლო დროს ინტერნეტში მომრავლდა ინფორმაცია და ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ახალი iPhone-ი. ის, რომ ახალი მოდელი გამოვა, ორი აზრი არაა. სავარაუდოდ ივნისის WWDC-ზე უნდა გამოვიდეს.

ასევე ივნისში უნდა დაბრუნდეს ბიულეტენიდან სტივ ჯობსი, რომელიც იანვარში დროებით ჩამოშორდა აქტიურ საქმიანობას მკურნალობის გამო. სავარაუდოა (თუ გავითვალისწინებთ სტივის ხასიათს და მის სიყვარულს ეფექტური სვლებისადმი), რომ ის სიამოვნებით გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ტრიუმფალური დაბრუნებისათვის.

ახლა გადავიდეთ iPhone-ის ახალი მოდელის სავარაუდო კონფიგურაციაზე.

ჯერ ერთი, მას ექნება ახალი კამერა. რაც პრინციპში არაა გასაოცარი, ვინაიდან ორივე თაობის აიფონს საკმაოდ მარტივი და მოძველებული ტიპის კამერა აქვთ 2 მეგაპიქსელიანი, ავტოფოკუსის და სხვა გემრიელობების გარეშე. სავარაუდოდ ახალი კამერა 3,2 მპ-იანი იქნება. ამის გარდა არსებობს დადასტურებული ინფორმაციაც, რომ ეფლმა შეუკვეთა აგრეთვე 5 მპ-იანი კამერებიც. თუ რა მოწყობილობაში იქნება ისინი გამოყნენებული ჯერ არ ვიცით (iPhone Pro?).

მეორეც, ხელმარჯვე ოსტატებმა ახალ, iPhone OS 3.0 მიკორკოდში უკვე მოძებნეს მინიშნებები იმის შესახებ, რომ ახალ მოდელში დაემატება ვიდეოს რედაქტორი. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დამატებული იქნება აგრეთვე ვიდეოს გადაღების ფუნქცია (დიდება სტივს! :D). სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ახალ iPhone-ში იქნება აგრეთვე ფრონტალური კამერაც, რომლის სახელიც ყველა მაკისტმა იცის - iSight. ანუ ეს ნიშნავს, რომ იქნება ვიდეო ზარების მხარდაჭერაც (პოლიქრონიონ, სტივ! :D).

კიდევ ერთი საინტერესო, პოტენციური შესაძლებლობა - უსადენო კავშირის ახალი, WiFi 802.11n სტანდარტის მხარდაჭერა. მიმდინარე მოდელებში აიფონში მხარდაჭერილია მხოლოდ b და g ვერსიები. რათქმაუნდა, ახალ სტანდარტს ესაჭიროება მეტი სიმძლავრე, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ Broadcom -ის ახალი ჩიპი სპეციალურად მცირე სიმძლავრისა იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ავირჩიოთ თუ რა სიხშირეზე ვუმუშაოთ. მომხმარბელს შეეძლება აირჩიოს - ან აკუმულატორის მუშაობის ხანგძლივობა ან ახალი სტანდარტი.

გამომზეურდა აგრეთვე ერთი საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Broadcom-ის ჩიპში ჩადებულია რადიოსიგნალის მიღება/გადაცემის შესაძლებლობა FM დიაპაზონში. აი ეს უკვე საინტერესოა თუნდაც იმით, რომ შესაძლოა აიფონში გჩნდეს რადიო მიმღები!

მოკლედ, წინ ცხელი და ძალზედ საინტერესო ივნისი გველის - სტივს აქვს რა გვჩვენოს და დაიკვეხნოს. და ამ ყველაფერთან ერთად თუ ისე მოხდა, რომ სტივი დაგვიბრუნდება, მაკისტების სიხარულს საზღვარი არ ექნება.

მარტის დროინდელი განახლებები აპრილშიც გაგრძელდა. დღეს ეფლის ინტერნეტ-მაღაზიაში გამოვიდა ახალი Xserve. ახალი Xserve სერვერები, როგორც მოსალოდნელი იყო, მუშაობს პროცესორზე Intel Nehalem Xeon (ისევე, როგორც Mac Pro-ს ბოლო მოდელი), რაც Apple-ის განცხადებით მომხმარებელს აძლევს ორჯერ მეტ წარმადობას გასული წლის მოდელებთან შედარებით. რაც მართალი, მართალია: ახალი Xserve — ეს მართლაც ძლიერი მანქანებია.

ქვემოთ მოყვანილია საბაზო მოდელის, რომელიც 2999 დოლარი ღირს, მონაცემები:

  • ერთი ოთხბირთვიანი პროცესორი Xeon 5500с 2.26 Ghz 8 მბაიტიანი მესამე დონის კეშით;
  • 3გბაიტი ოპერატიული მეხსიერება 1066 MHz DDR3 ECC;
  • ერთი მყარი დისკი 160GB 7200 rpm SATA Apple Drive Module ორი პირტი Gigabit Ethernet;
  • ორი გაფართოების სლოტი PCI Express 2.0 x16; NVIDIA GeForce GT 120 256 MB Mini DisplayPort;
  • ორი პორტი FireWire® 800 და სამი USB 2.0.

ამის გარდა, რათქმაუნდა, ყველა საჭირო ლიცენზია Mac OS X Server 10.5 Leopard-ის შეუზღუდავ მოხმარებაზე. საბაზო კონფიგურაციის შეცვლა შესაძლებელია, პროცესორის სიმძლავრის გაზრდით 2.66 ან 2.93 Ghz-მდე. ასევე ხელმისაწვდომია კიდევ ერთი მოდელი 8 ბირთვით და სიხშირით 2.26 GHz, მისი ფასი შეადგენს $3599. დამატებითი შესაძლებლობების კატეგორიას განეკუთვნება ჩატვირთვადი SSD-დისკი 128 GB, RAID ბარათები, აგრეთვე 2 ან 4 არხიანი Fibre Channel ბარათები.

Xserve-ის ეს თაობის სერვერები Apple-ის ინფორმაციით ყველაზე „მწვანეა“ ეკოლოგიური თვალსაზრისით.

გამოვიდა iTunes-ის მორიგი ვერსია, 8.1.1.

  • დამატებულია HD-ფილმების ქირაობა (მხოლოდ აშშ);
  • გასწორებულია შეცდომები;
  • გასწორებულია IPod Shuffle Voiceover-ის შეცდომა;
  • გასწორებულია ზოგიერთი შეცდომა, რომლებიც დაკავშირებულია iPhone-ის და IPod Touch-ის სინქრონიზაციასთან.

ამ შაბათ-კვირის წინ ქსელში გამოჩნდა ახალი ინფორმაცია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ iPhone-ში გამოყენებული იქნება ჩიპი Broadcom BCM4329, რომელიც უზრუნველყოფს ტელეფონის მუშაობას 802.11n სტანდარტის ქსელებში და აგრეთვე შეამცირებას კვების ხარჯვას. ეს შესანიშნავია, მაგრამ ამის გარდა ეს ჩიპი უზრუნველყოფს FM-სიგნალის მიღებას და ტრანსლაციას.

აქედან კიდევ გამომდინარეობს ორი სასიხარულო ინფორმაცია. პირველი - FM-ტრანსმიტერები საჭირო აღარ იქნება. და მეორე - Apple-ი კიდევ უფრო ახლობელი გახდება Nokia-ს მოყვარულთათვის, რომლებსაც თავისი ტელფონი იმიტომ მოსწონთ, რომ მასში არის რადიო. თუ ინფორმაცია ჩიპის შესახებ სიმართლეა, საჭირო გახდება მარტო პროგრამული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

რას მივიღებთ შედეგად? როგორი გამოვა ახალი iPhone-ი? ინფორმაციის ნამცეცების შეერთებით გამოდის, რომ რაღაც ძალიან მხეცურ ტელეფონს მივიღებთ!!!

8-დან 12 ივნისამდე საგამოფენო ცენტრში Moscone Center სან-ფრანცისკოში შედგება ეფლის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია. ღონისძების ჩატარების ვადები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც Apple-მა გამოაქვეყნა სიახლე საიტზე Developers Connection. უნდა აღინიშნოს, რომ თარიღი კირკიტა ბლოგერებმა ადრევე გამოიცნეს. ამ კონფერენციაზე დეველოპერები და პროფესიონალები ტრადიციულად იღებენ ყველაზე ცინცხალ და სრულ ტექნიკურ სიახლეებს და შეუძლიათ გაიგონ მეტი iPhone OS-ის და Mac OS X-ის შესახებ.

ამ წელს საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ყოველთვის სავსეა, უფრო მეტად იქნება გადაჭედილი — ეს დაკავშირებულია iPhone 3.0-ის მიკროკოდის და Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის გამოსვლასთან დაკავშირებით.

ასე რომ, იჩქარეთ დროულად დაიკავოთ ადგილები მონიტორებთან, ფრიად საინტერესო სანახაობა გველის. ხოლო თუ აპირებთ მინაწილეობის მიღებას, მითუმეტეს უნდა იჩქაროთ, სანამ ჯერ კიდევ მოქმედებს ფასდაკლებები ბილეთებზე და ფასი შეადგენს 1295 აშშ დოლარს. 24 აპრილის მერე ფასი კვლავ 300 დოლარით მეტი იქნება.

P.S. გვექნება ბედნიერება სტივის ხილვისა კვლავ? ვნახოთ...

გუშინდელი დღე აღინიშნა iPhone OS 3.0-ის მეორე ბეტას გამოსვლით. ამ ვერსიაში დეველოპერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა push-შეტყობინებები და პროგრამის შიგნით დამატებითი შიგთავსის შეძენის შესაძლებლობა, ასე რომ როგორც იქნა ასე ნანატრი შესაძლებლობები უკვე შეუძიათ დაამატონ პროგრამებს. Engadget-ის ცნობით, პირველი ბეტა საშინლად არასტაბილური გამოვიდა, ხოლო მეორე ბეტა უკვე საკმაოდ სტაბილურია.

iPhone OS beta 2-ს გამოსვლასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი კარგი და ცუდი სიახლე. კარგი ისაა, რომ მეორე ბეტაში უკვე არის MMS-ის მხარდაჭერა და ტელეფონის მოდემად გამოყენების შესაძებლობა. ცუდი კიდევ ისაა, რომ Apple-ი სთხოვს დეველოპერებს ჯერ არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. TUAW-ის აზრით, ეს იგივეა, რომ „გქონდეს Ferrari ბორბლების გარეშე“.

რათქმაუნდა, სისტემის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ დეველოპერების საიტზე, ხოლო უბრალო მომხმარებლები მიკროკოდის ამ ვერსიაზე ივნისში გადავლენ.