პრემიუმ-განყოფილება Apple Store-ში?

ბლოგ Wired-ის მონაცემებით, App Store-ის ახალი განყოფილება პრემიუმ კლასის პროგრამებისათვის შეიძლება გაიხსნას უკვე შემდეგ კვირას. როგორც გვატყობინებენ, განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ყველაზე ძვირად ღირებული და ხარისხიანი პროგრამები iPhone-ისათვის.

წყარო აღნიშნავს, რომ 20-დოლარიანი ნიშნული იქნება მინიმალური პროგრამის ღირებულებისათვის. ეს განყოფილება კარგი სტიმული იქნება ავტორებისათვის, რომლებიც იძულებულნი გახდებიან შექმნან საუკეთესო პროგრამები ამ განყოფილებისათვის.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განყოფილებაში იქნებოდა მხოლოდ თამაშები, მაგრამ როგორც Wired-ი გვატყობინებს, კატეგორიების სია სრული იქნება.