Skip to content

ჩემი აზრი სტივ ჯობსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თქვენთვის ალბათ უკვე გასაგებია. ინვესტორებისათვის მის ჯანმრთელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ამ ინფორმაციის დამალვა ან/და მანიპულირება შეიძლება აღქმული იყოს როგორც კომპანიის აქციათა კურსზე ზემოქმედება. ღიად რჩება საკითხი, ჰქონდა თუ არა ადგილი ინფორმაციის დამალვას და მანიპულრიებას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კომპანია Apple-ის ისტორიას, სრულიად დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ასე შეიძლება მომხადარიყო.

თუმცა არსებობს განსხვავებული თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს გთავაზობთ. მტყუანს და მართალს დრო გვიჩვენებს. მანამდე ჩვენ სტივს ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება.

როდესაც ამასწინათ სტივ ჯობსმა განაცხადა შევბულებაში გასვლის შესახებ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ზოგიერთმა კრიტიკოსმა იმწუთასვე ყვირილი მორთო, რომ სტივ ჯობსი და Apple-ი რაღაცას მალავენ მისი ჯანმრთელობის შესახებ. ზოგიერთმა ისიც კი ივარაუდა, რომ Apple-ის დირექტორთა საბჭო შეგნებულად მალავდა ამის შესახებ ინფორმაციას, რათა არ მომხადარიყო უარყოფითი ზეგავლენა აქციათა კურსზე. თუმცა უმჯობესია დავინახოთ მეტი, ვიდრე ვაი-ჟურნალისტთა ნაჯღაბნი და რეალურად გავაანალიზოთ იურიდიული ვალდებულებები (თუ რათქმაუნდა ასეთი არსებობს), რომლის მიხედვითაც ჯობსი და Apple-ი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონს ასეთი ინფორმაცია.

კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ არ შეიცავს მკაფიო წესებს, რომლებიც შეიძლება ითხოვდნენ კომპანიის ხელმძღვანელებისაგან ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. მაგრამ ხელმძღვანელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვნილი იყოს, თუკი ასეთი ინფორმაცია საინტერესოა რაციონალური ინვესტორისათვის და თუკი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს ამ ხელმძღვანელის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში.

ჯობსის ჯანმრთელობის მდგომარეობა რათქმაუნდა ფრიად მნიშვნელოვანია Apple-ის აქციონერებისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტივის ყოველი დაცემინების შემთხვევაში Apple-მა პრეს-რელიზი უნდა გამოაქვეყნოს. ამჟამად სიტუაცია გაცილებით უფრთო რთულადაა და სტივ ჯობსის მდგომარეობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოქმედებს მის მიერ კომპანიის მართვაზე.

ზოგიერთი ჟურნალისიტი აცხადებს, რომ სტივმა და დირექტორთა საბჭომ იცოდა ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, მაგრამ შეგნებულად მალავდა კვირეების განმავლობაში. ზოგიერთი იმასაც კი ვარაუდობს, რომ ამას შესაძლოა აქციონერებისაგან სასამართლო სარჩელები მოჰყვეს.

ჯერ ერთი, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა სახის ინფორმაცია ჰქონდა დირექტორთა საბჭოს, ამიტომ არგუმენტი, რომ საბჭომ აქციონერები შეცდომაში შეიყვანა, უსაფუძვლოა. მეორეც, მართალია სტივ ჯობსმა მოკლე ხანში საკმაო წონა დაკარგა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჯობსმა იცოდა, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. უფრო სწორედ, სტივის მკურნალმა ექიმებმა ვერ შეძლეს დაედგინათ წინოს კლების მიზეზი. რა შეეძლო ეტქვა ჯობს ამ შემთხვევაში დირექტორთა საბჭოსათვის გარდა იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა?

როდესაც ჯობსმა პირველად განაცხადა საზოგადოების წინაშე ჰორმონალური დისბალანსის შესახებ, მან დასძინა, რომ წონის კლება „ამოუცნობი იყო მისთვის და ექიმებისთვისაც“. სტივი ამტკიცებს, რომ შემდგომი ტესტირების შედეგად ექიმები „ფიქრობენ, რომ იპოვნეს მიზეზი“. თუ ექიმებმა, რომლებიც მკურნალობენ მას, ვერ შეძლეს სტივის მდგომარეობის დიაგნოსტირება, რა ინფორმაცია შეეძლო მას მიეცა საბჭოსათვის?

შეიძლება მავანმა იკითხოს „იქნებ ექიმებმა ჰორმონალური დისბალანსი მას დაუდგინეს 9 კვირის წინ? იქნებ დირექტორთა საბჭო იყო საქმის კურსში? განა მათ არ უნდა გაეცათ აღნიშნული ინფორმაცია?“

არა, არ იყვნენ ვალდებულნი.

ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი პირობები არსებითად მოქმედებენ ხელმძღვანელზე შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ჯობსი თავის პირველ წერილში ამბობს, რომ „კვების ამ პრობლემის მკურნალობა საკამოდ ადვილია“. თუ დავუჯერებთ სტივის სიტყვებს, არც ის და არც დირექტორთა საბჭო არ იყვნენ ვალდებულნი ეცნობებინათ საზოგადოებისათვის რაიმე, რამეთუ ისინი თვლიდნენ, რომ სტივის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადვილად გამოსწორებადია და ვერ იმოქმედებს კომპანიის ხელმძღვანელად ფუნქციონირებაზე.

პირველი წერილიდან ერთი კვირის შემდეგ, ჯობსმა დაწერა, რომ ის აპირებს შვებულებაში გასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვინაიდან გაირკვა, რომ მისი „მდგომარეობა უფრო რთული აღმოჩნდა“, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი დრო დასჭირდათ ექიმებს წონის კლების მიზეზის დასადგენად, სრულიად დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მოძრავი სამიზნე“ იყო.

მიუხედავად ამისა, თუმცა ჯობსის მდგომარეობა ასე მკვეთრად გაუარესდა, ხალხი ადანაშაულებს ჯობს და Apple-ს რაღაც მასიურ მიზანმიმართულ კამპანიაში საზოგადოების დეზინფორმაციისათვის. თუ ჯობსმა არ მოიტყუა, მაშინ როგორ შეიძლება მისი და დირექტორთა საბჭოს დადანაშაულება რაიმეში? დაუჯერებელია, როგორ ესხმიან თავს Apple-ს და სტივს, იმის გამო, რომ მათ არ განაცხადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაშინ, როდესაც ჯობსის მკურნალ ექიმებსაც კი გაუჭირდათ დიაგნოზის დადგენა ბოლო წუთამდე.

დასასრულს ვიტყვი, რომ სტივს ძალიან უყვარს Apple-ი და ამავდროულად მან გადაწყვიტა გააკეთოს მცირე შესვენება მკურნალობისათვის. ამიტომაც უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა დაისვენოს და ნორმალურად იმკუნალოს.

ჩვენმა ბლოგმა მუშაობა სულ რამდენიმე დღეა რაც განაახლა ზამთრის ამ ცივ და სუსხიან დღეებში, მაგრამ განგებამ ისე ინება, რომ „ვაშლების“ სამყაროში საკმაოდ ცხელი დღეები დგას. ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ცნობილია ინფორმაცია სტივ ჯობსის ჯანმრთელობის შესახებ. ბევრ თქვენგანს ალბათ უკვე მობეზრებულიც ექნება ლამის ფრონტის ხაზიდან მოსულ ცნობებად ქცეული ელვა-გზავნილები სტივის ჯანმრთელობის შესახებ. მაგრამ მოხდა ისე, რომ სტივის პიროვნება და Apple-ი ერთმანეთისაგან განუყოფელია. ხოლო გუშინდელმა სიახლემ საერთოდ ყირაზე დააყენა მთელი მაკ-საზოგადოება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დილით, როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა, 7 საათის ფარგლებში. ჩემი სამუშაო დღე ფოსტის შემოწმებით და RSS-არხების დათვალიერებით იწყება. ვათვალიერებდი სიახლეებს და თან ვფიქრობდი თუ რა შემომეთავაზებინა თქვენთვის საინტერესო. უცებ წავაწყდი, რომ ყველა არხის მთავარი სიახლე მარტო ერთი იყო: „ჯობსი წავიდა“. პირველი ელდის შემდეგ თითქოს ცოტათი დავმშვიდდი, წერილში სტივი წერდა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით იღებს ბიულეტენს და ივნისის ბოლოს კომპანიაში დაბრუნებას აპირებს. ამ პერიოდში მის მოვალეობას საოპერაციო დირექტორი ტიმ კუკი შეასრულებს.

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ორ კვირაზე ცოტა ხნით ადრე Apple-მა გამოაქვეყნა ჯობსის წერილი, რომელშიც მან ახსნა თავისი არყოფნა Macworld-ზე ჯანმრთელობის პრობლემების, კერძოდ ჰორმონალური დისბალანსის გამო. ამასთან სტივმა დასძინა, რომ ის განაგრძობს კომპანიის უშუალო მართვას.

დღევანდელი წერილი უფრო მძიმეა. ის წერს: „პრობლემები უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ვვარაუდობდი“. ფრიად დამაფიქრებელი სიტყვებია.

ვინც არ ხართ ჩახედული საქმის კურსში, ალბათ იკითხავთ „რატომ“? თავი და თავი სტივის ჯანმრთელობის მდგომარეობაშია დამარხული. 2004 წელს მას აღმოუჩინეს კუჭქვეშა ჯირყვლის სიმსივნე და გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია (როგორც მაშინ განაცხადეს, დაავადება საწყისს სტადიაში იყო და დროზე მიუსწრეს). მას შემდეგ ის ძლიერ გახდა, ფაქტიურად ჩონჩხად იქცა ერთ დროს საკმაოდ ზორბა აღნაგობის ადამიანი. არსებობს მოსაზრება (რომელიც არაფრით არ დასტურდება), რომ ოპერაციის შემდგომ სტივს პრობლემები შეექმნა საკვების გადამუშავების საკითხში. თუმცა 2004 წელსვე, ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ის აქტიურად ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში, ხოლო კიდევ ერთი თვის შემდეგ სრულიად აღდგინა ადრინდელი სამუშაო მდგომარეობა.

ამის გარდა კიდევ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. მაკ-საზოგადოების უმრავლესობა თვის და მეც ვუერთდები ამ აზრს, რომ Apple-ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ სტივია. მისი ხედვით, მისი შემართებით "შეძლოს შეუძლებელი" და დეტალებისადმი ყურადღებით. რათქმაუნდა, მან შეძლო და შეკრიბა თავის გარშემო ისეთი გუნდი, რომელიც სწორედაც რომ მისი დონისაა. ტიმ კუკი - არაჩვეულებრივი გენერალური მმართველია. მისი დამსახურებაა, რომ 1998 წლიდან კომპანია საოპერაციო მოღვაწეობას ეფექტურად ახორციელებს. ჯონ აივი, ლეგენდარული და გენიალური დიზაინერია, მისი შექმნილია ბოლო ათწლეულის განმავლობაში Apple-ს მიერ გამოშვებული პროდუქტების უდიდესი ნაწილის იერსახე. ფილ შილერი, მარკეტინგის ძლიერი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი შოუს მოწყობა სცენაზე ახალი პროდუქტის წარმოდგენისას. ვერც ერთი მათგანი ვერ ქაჩავს ჯობსის ფანატიზმამდე, ერთადაც კი მათი შესაძლებლობები ვერ მიდის სტივის დონემდე დაინახონ ახალი პროდუქტი. ამიტომაც საჭიროა სტივი, რომელიც მართავს მათ. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია რა გამოუვათ მათ ჯობსის გარეშე.

სხვათაშორის, ვოლ სტრიტმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და Apple-ის აქციების ფასი 7%-ით გაუფასურდა.

თუ ყველაფერი კარგად იქნება, სტივი მართლაც დაბრუნდება ივნისში „მსუქანი“ და „კმაყოფილი“. თუ ცოტას წავიფანტაზიორებთ, შეიძლება წაროვიდგინოთ, რომ მისი დაბრუნება დაემთხვევა WWDC-ს, რომელიც ზაფხულში იმართება, ამასთან ის წარმოგვიდგენს რაიმე ახალ მეგა მოწყობილობას და მოახდენს ფურორს თავისი „ღაჟღაჟა იერით“.

კარგი იქნება თუ ეს ფანტაზია ახდა, თუმცა ვეჭვობ, რომ მომავალი 6 თვე Apple-ისათვის საკმაოდ მძიმე იქნება.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ Newsweek-ის ჟურნალისტის, დენ ლაიონსის სტატია, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს სტივის საქციელს ჯანრმთელობის მდგომარეობაზე დუმილის გამო. მართალია ჯობსმა სულ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ორიოდე სიტყვით გვამცნობს, რომ ის პრინციპში წესრიგშია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მაგრამ ესეც კი არ არის მთავარი — დენის კრიტიკა ძირითადად ეხება სტივის მხრიდან „ძალაუფლების გადაცემის“ მკაფიო სტრატეგიის არქონას. ლაიონსი სტივ ჯობს ადარებს მაიკროსოფტის ლიდერს, ბილ გეიტს და მაგალითად მოყავს ამ უკანასკნელის მხრიდან ძალაუფლების გადაცემის სტრატეგია. უნდა ითქვას, რომ შედარება აშკარად არა სტივის სასარგებლოა.

მაშ ასე, აი რას წერს დენ ლაიონსი: შეტყობინებები ჯობსის ჯანმრთელობის შესახებ მაგონებს ძველ, წვერებიან ანეგდოტს გენერალისიმუს ფრანცისკო ფრანკოს შესახებ "Saturday Night Live"-ში 70-იან წლებში. მაშინ შევი ჩეიზი (Chevy Chase) ამცნობდა მაყურებლებს, რომ "გენერალისიმუსი ფრანცისკო ფრანკო კვალავაც ცოცხალია" — ერთგვარი ხუმრობა შავი იუმორის სერიიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, როდესაც ახალი ამბების სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანკო კვლავაც ცოცხალი იყო. ასევე ვიცით ჯობსის შესახებ. ჩვენ ეს ვიცით, ვინიდან მოკლე და საკმაოდ უკმაყოფილო წერილი გამოქვეყნდა Apple-ის საიტზე სტივის ხელმოწერით. ამ წერილში ჯობსი აღიარებს, რომ მან დაკარგა საკმაო წონა ბოლო წლის განმავლობაში და ამბობს, რომ ექიმებმა როგორც იქნა მიაგნეს ამის მიზეზს — ჰორმონალური დისბალანსი ყოფილა თურმე ამის მიზეზი. ეხლა ის მკურნალობს და წესით მალე უნდა დაიწყოს წონაში მომატება, ვარაუდოდ გაზაფხულისათვის ის გამოჯანმრთელდება. ჯობსი წერილს ამთავრებს სიტყვებით: "ამით მე იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე მინდოდა მეთქვა და სულ ესაა, რის თქმასაც ვაპირებ".

არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჯობს შეიძლება კუჭქვეშა ჯირყვლის კიბოს რეციდივი ჰქონოდა, რის გამოც 4 წლის წინ მას ოპერაცია გაუკეთდა. ამ წერილში სიმსივნეზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ სტივს არა აქვს კიბოს რეციდივი. ყოველ შემთხვევაში ასე აღიქვეს ვოლ სტრიტზე, სადაც Apple-ის აქციებმა მოიმატეს 4 დოლარით. შეშფოთება ჯობსის ჯანმრთელობის გამო მაკ-საზოგადოებაში გასული წლის ივნისში დაიწყო, როდესაც გამხდარი და ავადმყოფური გარეგნობის მქონე სტივი გამოჩნდა კონფერენციაზე. მალე აგორდა სხვადასხვა ჭორი, თითქოს გაზაფხულზე მას განმეორებით გაუკეთდა ოპერაცია. ივლისში სტივმა "არაოფიციალური" ინტერვიუ მისცა New York Times-ის ჟურნალისტს, რომელიც პირდაპირ ჟურნალისიტის გალანძღვით დაიწყო, უწოდა რა მას "ლორწოთი სავსე სათლი" და სასხვათაშორისოთ დაამატა, რომ არ ყოფილა სერიოზულად ავად. ამ თემამ კვლავ წამოყო თავი რამდენიმე კვირის წინ, როდესაც Apple-მა გვამცნო, რომ სტივ ჯობსი არ გამოვიდოდა სიტყვით ყოველწლიურ კონფერენციაზე Macworld.

უფრო სერიოზული კთხვა, რომელზეც Apple-ს არ შეუძლია აზრიანი პასუხის გაცემა - ეს არის კითხვა Apple-ში ხელისუფლების გადაცემის შესახებ. ჯობსმა სთქვა, რომ ის რჩება მართვის სადავეებდთან ამ ეტაპზე. ვინ იქნება მემკვიდრე? არავინ იცის. შეადარეთ ეს იმას, თუ როგორ მოაწყო Microsoft-მა ძალაუფლების გადაცემის კამპანია ბილ გეიტსისგან სტივ ბალმერზე. გეიტსი, როგორც ყველას კარგად გვახსოვს, ისევე იყო დაკავშირებული Microsoft-თან, როგორც ჯობსი Apple-თან. მიუხედავად ამისა, ბილმა მაინც შეძლო კომაპნიიდან წასვლა და ამით ქვეყნის დასასრული არ გამოუწვევია. Microsoft-მა მიაღწია ამას, დაიწყო რა ხელისუფლების გადაცემის პროცესი რამდენიმე წლით ადრე. ამისათვის ბალმერი დაინიშნა ხელმძღვანელად, მას მიენიჭა გადაწყვეტილების მიღების უფლება მაშინაც კი, როდესაც გეიტსი კვლავაც რჩებოდა კომპანიის ხელმძღვანელად. იმ დროისათვის, როდესაც ბილი ოფიციალურად წავიდა, 2008 წლის ივნისში, მისი წასვლა სრულიად უმტკივნეულო იყო. ჯობსი, გეიტსისაგან განსხვავებით, როგორც სჩანს არ აპირებს Apple-ის დატოვებას. სტივის სამყაროში ყველაფერი უნდა ბრუნავდეს მის გარშემო. არა Apple-ის გარშემო. არა აქციონერების გარშემო. თავიდან ის სდუმს მისი ჯანრმთელობის მდგომარეობის გარშემო გამოთქმული შეშფოთების გამო, შემდეგ თავს ესხმის ჟურნალისტებს, ბოლოს - აქვეყნებს უკმაყოფილო წერილს, სადაც ახსნის მდგომარეობას და რომ „მე ამ 11 წლის განმავლობაში მთლიანად დავიხარჯე Apple-ისათვის“. როდესაც ის წავა, მას დაიმახსოვრებენ როგორც დიად გენიოსს და ფხუკიან და ეგოსტურ „ნარცისს“, საკუთარი თავის არაჩვეულებრივი თვითშეგრძნებით და სამწუხაროდ სამყაროს ვიწრო ხედვით. როგორც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, მაგრამ ბილ გეიტსი, მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ისტორიაში დარჩება როგორც კლასიკური ლიდერი.

დიახ, გეიტსი უშვებდა (და მისი კომპანია ეხლაც უშვებს) არცთუ ხარსხიან პროგრამებს, მაგრამ მას კარგი ყნოსვა გააჩნდა იამზე, რომ ამ ცხოვრებაში მარტო კომპიუტერები არაა მთავარი და რომ სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს. და რომ ცხოვრების ბოლო წლები და ნაშოვნი მილიარდები მან დახარჯა ღარიბ-ღატაკთა დახმარებაზე და არა რეპორტიორებთან და Apple-ის ფანატებთან კატა-თაგვობანას თამაშში.

4 თვე და 9 დღე... 129 დღე... 3 096 საათი... 185 760 წუთი... 11 145 600 წამი...

დროის ათვლა ნებისმიერი სახით შეიძლება, ვის როგორ ურჩევნია. ჩვენი ბლოგი ზუსტად ამდენი ხანი იყო გაჩერებული, თუ გნებავთ, გაყინულიც კი.

ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ომი, სამსახურში კატასტროფულად ბევრი საქმე, ჯანმრთელობის გაუარესება...

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, 2008 წლის 4 სექტემბერს (ბლოგის დახურვის დღე), მე მივხვდი რომ მეტი ერთი ბწკარის დამწერიც კი არ ვიყავი. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, დგება მომენტი, როდესაც საყვარელი საქმე შეიძლება წამებად იქცეს. გამოსავალის ორი გზა არსებობს, ან უნდა გაეცალო, ან ნებისყოფის კატასტროფული დაძაბვის ხარჯზე კვლავ და კვლავ აკეთო ერთიდაიგივე, შედეგად საყვარელი საქმე სამუდამოდ შეგზიზღდება. მე პირველი ვარიანტი ვარჩიე და ვფიქრობ არ შევცდი.

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩვენი ბლოგი ანახლებს მუშაობას. ადრე, სტაჟიან მკითხველებს ემახსოვრებათ, ყოველ დღე 5 ახალი ჩანაწერი კეთდებოდა. ამიერიდან ცოტა სხვანაირად იქნება. ყოველდღე (შესძლოა რამდენიმე დღეში ერთხელ), დაიდება ან საავტორო სტატია, ან ცნობილი უცხოელი ავტორის სტატიის თარგმანი, რაღათქმაუნდა მაკის სამყაროს გარშემო. თუმცა არაა გამორიცხული, რომ სხვა პლათფორმებსაც გადავწვდეთ. მაგალთად ახალი წლიდან მოყოლებული სამსახურში აქტიურად ვტესტავ Windows 7-ს, Microsoft-ის ახალ პროდუქტს, რომელიც ყბადაღებული Vista-საგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურება, ნაკლებ რესურსებსაც ჭამს და მიუხედავად ბეტა ტესტირების სტადიაში ყოფნისა, ნაკლებადაც "იქრეშება". ;)

მაშ ასე, დავიწყეთ! :)

Still Alive ;)