Skip to content

ჩამოვიდა!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი ახალი, რომ იტყვიან, „ზიზია“ Macbook Pro!

წესით, ჯერ კიდევ 14 ივნისს უნდა მქონოდა. მაგრამ გარემოებათა გამო ეს ვერ მოხრეხდა. არაუშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! თანაც, ერთი მარტივი, მაგრამ საინტერესო ფანდით მოხერხდა ტექნიკის შეძენა
Amazon.com-ზე, მერე მისი თბილისში ჩამობრძანება და როგორც წესი და რიგია, განბაჟება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო ამბების გამო ტვირთის ჩამოსვლამ ერთი კვირით დაიგვიანა (ელემენტარულად ყველა რეისი შეჩერდა, გარდა განსაკუთრებულებისა), მაგრამ ამასაც გავუძელით ოლიმპიური სიმშვიდით და ეხლა ზუსტად ახალი კომპიუტერიდან ვწერ ამ სტრიქონებს. ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენი საბაჟო გასაყრელია დედა-ბუდიანად! მთელი დღე დავკარგე განბაჟებაზე! ვიღაცა ვიგინდარა ხელქვეითის გამო! კარგ, კანდაბას მაგისი თავი და ტანი!

მოკლედ, დღეიდან ბლოგი ისევ იწყებს ფუნქციონირებას. კვლავინდებურად ყოველდღიურად შემოგთავაზებთ სიახლეებს ვაშლოვანის ნაკრძალიდან. ამასთან ერთად ამ მცირე სტატიით საფუძველს ვუყრი ახალ მიმართულებას - ყოველდღიურად დავწერ, თუ როგორ, რაში და რანაირად ვიყენებ ახალ Macbook Pro-ს. შევეცდები დეტალურად ავღწერო სასარგებლო და აუცილებელი პროგრამები, ოს-ის საკუთარი თავისათვის მორგების ხრიკები და სხვა მრავალი.

როგორც ღირსი სტეფანე იტყვის: Stay Tuned! :)