6 თამაში Gameloft-ისაგან

კომპანიამ Gameloft, რომელიც მობილური თამაშების გამოშვებითაა დაკავებული, გვამცნო 6 მორიგი თამაშის გამოშვების შესახებiPhone/iPod touch-ისათვის, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ში. ესენია: Brain Challenge, Bubble Bash, Chess & Backgammon Classics, Platinum Solitaire, Platinum Sudoku და Diamond Twister. ყოველ თამასში გამოიყენება iPhone-ის ძირითადი თავისებურება – მულტისენსორული მართვა და აქსელერომეტრი.

კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა თამაში დეტალურად დამუშავდა სპეციალურად iPhone-ისათვის.

თამაშების ფასია: Diamond Twister, Platinum Sudoku, Platinum Solitaire და Bubble Bash – $7,99, ხოლო Brain Challenge და Chess & Backgammon Classics – $9,99.