Skip to content

მეგობრებო, ბლოგი დროებით წყვეტს მუშაობას. 15 აგვისტომდე. :(

სამსახურში ვარ ძალიან დაკავებული, რის გამოც ბლოგს სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ.

სულ მალე ისევ განვაგრძობთ მუშაობას! ;)

საკმაო ადამიანი იყენებს WordPress ბლოგის სამართავად, თუმცა ადრე ეს ძნელი სამართავი იყო iPhone-იდან.

ახლა ეს უკვე ადვილია. WordPress for iPhone იმუშავებს იმ საიტებისათვის, რომლებიც აწყობილია ან WordPress.net-ზე ან გამოიყენებენ WordPress v2.5.1 ძრავს.

კომპანიამ Gameloft, რომელიც მობილური თამაშების გამოშვებითაა დაკავებული, გვამცნო 6 მორიგი თამაშის გამოშვების შესახებiPhone/iPod touch-ისათვის, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ში. ესენია: Brain Challenge, Bubble Bash, Chess & Backgammon Classics, Platinum Solitaire, Platinum Sudoku და Diamond Twister. ყოველ თამასში გამოიყენება iPhone-ის ძირითადი თავისებურება – მულტისენსორული მართვა და აქსელერომეტრი.

კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა თამაში დეტალურად დამუშავდა სპეციალურად iPhone-ისათვის.

თამაშების ფასია: Diamond Twister, Platinum Sudoku, Platinum Solitaire და Bubble Bash - $7,99, ხოლო Brain Challenge და Chess & Backgammon Classics – $9,99.

WinPwn-ის ავტორებმა ცოტა ხნის წინ თავიანთ  საიტზე დატოვეს ფრიად სახალისო შეტყობინება:

„ვფიქრობ, მოვიდა დრო განვაახლოთ WinPwn 2.0 ვერსიამდე iPhone2-ის და iPhone1-ის განბლოკვისათის.

მაგრამ მე არ შემიძლია მივუერთდე AT&T-ს უკვე არსებული ორ წლიანი ხელშეკრულების გამო. და როგორც კი დავაგროვებ საკმარისს თანხას ახალი ტელეფონის შესაძენად, WinPwn 2.0 მზად იქნება. გმადლობთ დახმარებისათვის!“

საერთო ძალისხმევით უკვე შეგროვდა $400 $599 საჭიროდან.

AT&T-ის ბევრმა მაღაზიამ iPhone 3G უკვე 11 ივლისის საღამოსთვის სრულიად გაყიდა. ვებ-საიტის MacNN ინფორმაციით, ოპერატორის სალონებში დაიწყო განაცხადების მიღება: მყიდველს სთავაზობენ გადაიხადოს iPhone 3G,-ს ღირებულება და მცირე ხნის შემდეგ (3—5 დღე) ის მიიღებს ტელეფონს.

წყარო: MacNN

განახლდა Neverball. ავტორმა დაამატა თამასში ის, რასაც ბევრი მოითხოვდა - თამაშის პარამეტრების მორგება.

ახლა უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ თამაშის რეჟიმი: ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

რეპო: BigBoss’s App and Things, (Games, 8.2 მბაიტი)

Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივენ ვოზნიაკმა, უკვე მოასწრო ახალი ტელეფონის მოსინჯვა და თავისი აზრი გამოთქვა მის შესახებ.

„ცოტათი მოიმატა ვებ-გვერდების ჩატვირთვის სიჩქარემ. მომეწონა ჩადგმული GPS. მაგრამ ჩემი მრავალი ნაცნობი ჯერ არ აპირებს ახალ მოდელზე გადასვლას. ახალი ყოველთვის არ არის ძველზე უკეთესი. ახალი მოდელი ძველსას ძირითადად სჯობია Microsoft Exchange-სერვერებთან მუშაობის შესაძლებლობით.”

თვითონ ვოზნიაკი იმედს იტოვებს, რომ iPhone-ის ახალი მოდელი დაეხმარება Apple-ს მობილური ტელეფონების ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში.