Age of Empires III: The Asian Dynasties გაყიდვაში უკვე ივლისიდან

კომპანიამ MacSoft განაცხადა Age of Empires III: The Asian Dynasties მაკ ვერსიის გამოსვლის შესახებ.

Age of Empires III: The Asian Dynasties გაჩნდა ახალი ერთმომხმარებლიანი კამპანიები, თამაშის დამატებითი რეჟიმები, ცივილიზაციები და ტექნოლოგიები. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი აზიური ცივილიზაცია — ჩინური, ინდური ან იაპონური, თვითეულ მათგანს თავისი კულტურა და არმია ყავს. სცენარები დაფუძნებულია როგორც ისტორიულ ფაქტებზე, აგრეთვე გამოგონილზე.

თამაშმა მიიღო გაუმჯობესებული გრაფიკა; იგი შექმნილია Universal Binary ფორმატში.

სიახლის ფაისა — $30.

წყარო: MacSoft