PA Semi დაამზადებს ჩიპებს iPod-ისა და iPhone-ისათვის

კომპანია PA Semi-ს თანამშრომლები, დაიწყებენ Apple-ის მოწყობილობებისათვის აპარატურული კომპონენტების წარმოებას, – ამის შესახებ მეტყველებს სტივ ჯობსის სიტყვები ინტერვიუდან, რომელიც მან The New York Times-ს მისცა.

Apple-ი ეკონტქატებოდა PA Semi-ს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს უკანასკნელი აპირებდა PowerPC არქიტექტურის პროცესორების წარმოებას, თუმცა Mac-ის Intel პლათფორმაზე გადასვლასთან ერთად ეს საუბრები შეწყდა. PA Semi-ს გააჩნია დიდი გამოცდილება მობილური პროცესორების წარმოებაში.

„ჩვენი პარტნიორობა Intel-თან შესანიშნავია და იმედს ვიტოვებთ, რომ ასეც გაგრძელდება“, — განაცხადა რამდენიმე კვირის წინ სტივ ჯობსმა, რითაც უარყო ჭორები Mac-ის კვლავ PowerPC პლათფორმაზე დაბრუნებისა.

წყარო: The New York Times