Piper Jaffray: WWDC-ზე ახალი MacBook-ის წარდგენის ალბათობა – 60%-ია

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსების პროგნოზით Apple–ის შემქმნელთა კონფერენციაზე, Worldwide Developer Сonference 2008, რომელიც სან–ფრანცისკოში 9–დან 13 ივნისამდე გაიმართება, სტივ ჯობსის მოხსენების ერთ–ერთი საკვანძო საკითხი iPhone–ის ახალი მოდელის წარდგენა იქნება. ტელეფონის ახალი მოდელის გარდა, კომპანიის ხელმძღვანელი წარადგენს დამატებების ონლაინ მაღაზიას App Store–ს და OS X iPhone საოპერაციო სისტემის ახალ ვარსიას, რომელიც Apple–ის მიერ ოფიციალურად გამოუქვეყნებელ ახალ ფუნქციებს შეიცავს (მათ შორის – კონტაქტების სრულტექსტიანი ძებნა, Safari–ში YouTube–ის მხარდაჭერა და სხვ.).

მიუხედავად ამისა, iPhone და მისი ოპერაციული სისტემა არ იქნება ჯობსის მოხსენების ერთადერთი (და შესაძლოა არც ძირითადი) თემა, ვარაუდობენ Piper Jaffray–ის ანალიტიკოსები. მათი პროგნოზით, Apple–ის ხელმძღვანელი საკმარის ყურადღებას დაუთმობს საოპერაციო სისტემა Mac OS X Leopard–ს და შესაძლოა წარადგენს MacBook და/ან MacBook Pro ნოუთბუქების განახლებულ მოდელებს. Piper Jaffray–ში ამის ალბათობას 60%–ით აფასებენ, ხოლო თუკი ეს არ მოხდება WWDC–ზე, მაშინ ზაფხულის ბოლომდე ამგვარი ანონსის ალბათობა 80%–ს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს Apple ეწევა Mac–ის „ექსტენსიურ“ მოდერნიზაციას — ახალი პროცესორები და ოპერატიული მეხსიერების ზრდა – ყოველგვარი „ზეიმის“ გარეშე. არადა MacBook და MacBook Pro ნოუთბუქების სამოდელო ხაზს, უკვე რამდენიმე წელია არანაირი დიზაინერული სიახლე არ შეხებია (ასე მაგალითად, MacBook Pro 2003 წლის PowerBook G4 ასლს წარმოადგენს, MacBook–იც თითქმის არ განსხვავდება პირველი „თეთრი“ iBook G3–ისგან), ამიტომაც ნოუთბუქების რედიზაინის მოლოდინი სავსებით გამართლებულია.

წყარო: MacNN