Apple გამოსაშვებად პლანშეტურ Mac-ს ამზადებს?

ცნობილი მიმომხილველის ჯეისონ ო’გრეიდის (Jason O’Grady) ინფორმაციით, წლის ბოლომდე წარადგენენ Mac–ის პლანშეტურ კომპიუტერს, რომლის შესახებაც ჭორები კარგა ხანია ტრიალებს ქსელში.

მიმომხილველის სიტყვებით, Apple მომავალ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში, წარმოადგენს პლანშეტურ კომპიუტერს 12 ან 13 დიუმიანი დისპლეით. მოწყობილობა Mac OS X–ზე იმუშავებს, აღჭურვილი იქნება Intel Core პროცესორით, ღრიჭოდან ჩატვირთვის Superdrive დისკწამყვანით და GPS ჩიპით, რომელიც (ისევ ო’გეიდის ინფორმაციით) iPhone–ის მომავალ მოდელში გამოყენებულის ანალოგიური იქნება. მიმომხილველი დარწმუნებულია ინფორმაციის სარწმუნოობაში, რამეთუ იმავე პირველწყაროს მიერ მანამდე მოწოდებული მონაცემები დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ო’გრეიდის ინფორმაცია იკვეთება AppleInsider–ის მონაცემებთან, რომლიდანაც ჩანს, რომ ქუფერთინოს ქამფუსებში ნაკლები დიაგონალის ეკრანიან პლანშეტს ამზადებენ გამოსაშვებად, რომელიც iPhone/iPod touch–ში გამოყენებული OS X–ის მობილურ ვერსიაზე იმუშავებს. პლანშეტში ოპტიკური დისკწამყვანის გამოყენება გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. თუკი Apple–მა შესაძლებლად ჩთვალა MacBook Air–ში მასზე უარის თქმა, პლანშეტში, რომელიც წესით უფრო კომპაქტური უნდა იყოს, მისი გამოყენება ცოტა არალოგიკურია.

პლანშეტური Mac–ის გამოშვებაზე ჭორები სიტემატიურად ჩნდება. ამას ხელს უწყობს საპატენტო განაცხადები, რომლებიც ადასტურებს, რომ Apple–ის ინჟინერები მართლაც მუშაობენ ამგვარ მოწყობილობაზე. მაგრამ იხილავს კი იგი დღის ისნათლეს? 2004 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ თვის დროზე კომპანიამ ლეგენდარული Newton–ის მემკვიდრე შექმნა, მაგრამ სავაჭრო ქსელში არ გაუშვია.

წყარო: The Apple Core