Apple ცდილობს თავი აარიდოს გადასახადს iPod-ზე შვეიცარიაში

Apple ცდილობს შეეწინააღმდეგოს შვეიცარიის ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ყველა მედიამატარებელი, რომელიც კონტენტის გარეშე იყიდება, იბეგრება სოციალური მოსაკრებლით, იტყობინება ადგილობრივი გაზეთი Basler Zeitung.

მოსაკრებელი, მუსიკალური ნაწარმოებების ავტორების საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის SUISA (Swiss Society for the Rights of Authors of Musical Works) ინიციატივით, შემსრულებლებისა და ხმის ჩამწერი ლეიბლებისთვის პირატების მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით შემოიღეს. ამ მოსაკრებლით იბეგრება შვეიცარიაში გაყიდული ყველა მედიაფლეერი, მაგრამ Apple–ს მიაჩნია, რომ ეს წესი არ უნდა შეეხოს iPod–ს, რომლებიც მომხმარებელს პირდაპირ ირლანდიიდან მიეწოდება.

მოსაკრებელი დიდ გავლენას ახდენს iPod–ის გაყიდვაზე, რამეთუ მისი მოცულობა საკმაოდ დიდია და ერთი მოწყობილობისთვის 42 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 1 აპრილამდე განაკვეთი კიდევ უფრო დიდი იყო – 32 გიგაბაიტიანი iPod touch–ისთვის მომხმარებელი დამატებით 153 ფრანკს იხდიდა.

რამოდენიმე კვირაში Apple დაიწყებს iPhone–ის გაყიდვებს შვეიცარიაში და ჯერჯერობით გაურკვეველია დაიბეგრება თუ არა ტელეფონი ანალოგიური მოსაკრებლით.

წყარო: MacNN