Apple-ის წილმა აშშ-ს საცალო ბაზარზე 14% შეადგინა

კომპანია Jupiter Research–ის ანალიტიკოსს, ჯო უილქოქსს, eWeek–ის საიტზე, საკუთარ ბლოგზე AppleWatch, მოჰყავს ახალი პროდუქტის განვითარების NPD მონაცემები, რომელთა მიხედვითაც Apple–ის წილმა პერსონალური კომპიუტერების აშშ–ს საცალო ბაზარზე პირველი სამი თვის განმავლობაში 14% შეადგინა. კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება ამავე ბაზრის ერთ–ერთი სეგმენტის – 1000$–ზე ძვირი კომპიუტერების მონაცემები, აქ Apple 66%–იან წილს ფლობს.

ანალიტიკოსს კომპანიის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს – „iMac–ის გაყიდვები იზრდება, ხოლო Windows–იანი სამაგიდე კომპიუტერებისა არა. რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედოთ მაინც ჩანს, რომ Apple უსწრებს Windows–ს“.

უილქოქსის აზრით PC–ის ჩამორჩენის მიზეზები Vista–ს ცივად დახვედრაში არ უნდა ვეძიოთ, რამეთუ მომხმარებელს უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად აღელვებს Windows–ის რომელი ვერსია აყენია კომპიუტერზე.

წყარო: AppleWatch

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.