„რუხი“ iPhone-ების ბაზარი მთელს მსოფლიოში არსებობს

მობილური ტელეფონების რეკლამაში სპეციალიზირებული კომპანია AdMob–ის გამოკვლევით დადგინდა, რომ მსოფლიოში არსებობს „რუხი“ iPhone–ების საკმაოდ დიდი ბაზარი.

კომპანია აგროვებს სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რომელი მობილური მოწყობილობების რეკლამირება ხდება სხვადასხვა ქვეყნებში. მისი მონაცემებით, სმარტფონებზე ტელეფონების რეკლამის მხოლოდ 25% მოდის, მაგრამ iPhone მსოფლიოში ყველაზე რეკლამირებული ტელეფონების ოცეულში შედის. მაშინ როდესაც iPhone–ის რეკლამის შესახებ საძიებო მოთხოვნების უმეტესობა აშშ–ზე და გერმანიაზე მოდის, სადაც Apple–ის ტელეფონები ოფიციალურად იყიდება, ამ ქვეყნებს რეიტინგში სხვებიც მოყვებიან, რომლებშიც ტელეფონი „არალეგალური“ სახით გვხვდება – ესენია კანადა, მექსიკა, ბრაზილია და ნიდერლანდები.

Apple მნიშვნელოვნად შეამცირებს iPhone–ის „რუხ“ ბაზარს, მას შემდეგ რაც ეს ტელეფონი კიდევ სამ ათეულ ქვეყანაში გამოჩნდება გაყიდვაში, რის შესახებაც უკვე განაცხადეს Vodafone–მა, Orange–მა და სხვა ოპერატორებმა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამასწინდელი ანონსები არ შეხებია „რუხი“ iPhone–ის ორ უდიდეს ბაზარს – ჩინეთს და რუსეთს.

წყარო: AdMob

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.