PhoneView 2.0 — iPhone-ის შიგთავსის ბრაუზერის ახალი ვერსია

კომპანია Ecamm Network–მა PhoneView 2.0–ის გამოშვების თობაზე განაცხადა, რომელიც მანამდე MegaPhone–ის სახელით ცნობილი პროგრამის ახალ ვერსიას წარმოადგენს.

პროგრამა გათვლილია iPhone–ის და iPod touch–ის მომხმარებლებზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია ამ მოწყობილობების მეხსიერებაში შენახული შიგთავსის, მათ შორის მუსიკის, ვიდეოს, ფოტოების, ჩანაწერების, კონტაქტების, SMS შეტყობინებების, ზარების ისტორიის და სხვ. ნახვა. კომპიუტერში ჩანაწერების გაკეთებისას შესაძლებელია მათი გარდაქმნა PDF, Word DOC ან ტექსტურ ფაილებად.

პროგრამის ახალი ვერსია, შიგთავსში ძებნის განხორციელების და შეცვლილი ჩანაწერების ტელეფონში „ლენტაზე“, ანუ ყოველ ცვლილებაზე გადატვირთვის აუცილებლობის გარეშე, ჩაწერის საშუალებას იძლევა. პროგრამა კონტაქტების სიაში პირდაპირ შეღწევას და SMS შეტყობინებების და ზარების ისტორიის არქივების ავტომატურ შექმნას უზრუნველყოფს.

PhoneView 2.0–ის ღირებულებაა — $19,95. მის დასაყენებლად საჭიროა Mac OS X 10.4.11, iTunes 7.3 და ზევით.

დემო ვერსიის ჩაწერა შეგიძლიათ აქედან.

წყარო: Ecamm Network

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.