T-Mobile-მა 100 000 iPhone გაყიდა

გუშინ კომპანია Telecom–ის თავკაცმა რენ ობერმანმა განაცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ T-Mobile–ის დახლიდან მეასიათასე iPhone გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ გაყიდვები გერმანიაში 2007 წლის ნოემბერში დაიწყო.

T-Mobile–ის მმართველობის წევრმა ჰამიდ აჰავანმა კომენტარი გააკეთ იმ ფაქტზე, რომ საწყის აჟიოტაჟთან შედარებით ტელეფონის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა და ხაზი გაუსვა კორპორატიულ კლიენტებში მოწყობილობის პოპულარობას. მანვე დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ 8 გიგაბაიტიან მოდელზე განხორციელებულმა 99 ევროიანმა ფასდაკლებამ, მკვეთრად გაზარდა გაყიდვების ტემპი.

მიმდინარე აქცია 30 ივნისამდე გაგრძელდება, მაგრამ ანალიტიკოსების მტკიცებით, ახალ 3G iPhone–ს უფრო ადრე გამოუშვებენ.