Orange გაყიდის iPhone-ს ათზე მეტ ქვეყანაში

ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში iPhone–ის გაყიდვების თობაზე Apple–თან ხელშეკრულების გაფორმების ანონსების სიას, დღეს კომპანია Orange დაემატა, რომელმაც ერთწინადადებიანი პრეს–რელიზი გამოუშვა: „Orange–მა დღეს განაცხადა Apple–თან ახალი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომლის თანახმად წელს დაიწყებს თავის კლიენტებზე iPhone–ის გაყიდვას ავსტრიაში, ბელგიაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, იორდანიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვეიცარიაში და იმ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც მოღვაწეობს Orange“.

კომპანიას არ დაუზუსტებია გაიყიდება თუ არა iPhone ყველა აფრიკულ ქვეყანაში სადაც იგი მოღვაწეობს. ამ ქვეყნების სიაში, ეგვიპტის გარდა შედიან: ბოტსვანა, კამერუნი, ცარ–ი, ეკვატორიული გვინეა, კოტ–დივუარი, მალი, მადაგასკარი, მავრიკი, რეუნიონი და სენეგალი. ამჟმად Orange საფრანგეთში iPhone–ის ექსკლუზიური პროვაიდერია.

წყარო: Orange

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *