Skip to content

Apple-მა iPod-ის აქსესუარების მწარმოებელს სასამართლოში უჩივლა

Apple–მა სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Atico International–ის მიმართ პრეტენზიით დელავერის საოლქო სასამართლოს მიმართა. კუპერტინო Atico–ს Apple–ის კუთვნილი რამდენიმე პატენტის, მათ შორის, პლეერის დისტანციური მართვის და სხვადასხვა მოდელის ფლეერების ადაპტერიანი უნივერსლური შეპირაპირების სადგურის, დარღვევაში ადანაშაულებს, ამას გარდა, Apple–ის სიტყვებით, Atico უკანონოდ იყენებს სავაჭრო ნიშანს «iPod» და ფლეერის გამოსახულებას. და ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – Atico არ არის Made for iPod პროგრამის მონაწილე, Apple კი კრძალავს ამის გარეშე iPod–ის დოკ–ჩასართზე მისაერთებელი აქსესუარების გამოშვებას.

Atico–ს პროდუქცია სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით იყიდება. მაგალითდ, Walgreens–ის მაღზიებში Atico–ს წარმოების აკუსტიკური სისტემები და შეპირაპირების სადგურები Living Solutions სავაჭრო ნიშნით იყიდება.

წყარო: MacNN