Skip to content

Microsoft Office–ის მაკ-ვერსიის ტრიუმფი

Microsoft-ის ქვეგანყოფილებამ Mac Business Unit, რომელიც უშვებს პროგრამებს მაკისთვის, MWSF-2008–ზე იანვარში წარმოდგენილი Office 2008–ის გაყიდვებში მიღწეული არნახული წარმატების შესახებ განაცხადა. მაკისთვის Office–ის არსებობის 19 წლიან ისტორიაში გაყიდვების რეკორდი დამყარდა.

კერძოდ Office 2008 იყიდება 3–ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე Office 2004. თავისთვად Microsoft–ის ამ წარმატების მიღმა თვალნათლივ ჩანს Apple–ის წარმატებაც, რომლის კომპიუტერებიც 2008 წლის პირველ კვარტალში, ამ კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად იყიდებოდა.

ამ კვირაში გამოვიდა განახლებების პაკეტი Service Pack 1 (SP1), რომელმაც აღმოფხრა სტაბილურობასთან და უსაფრთხოებასთნ დაკავშირებული რიგი პრობლემები. Microsoft მომდევნო განახლებაში Visual Basic for Application (VBA) მხარდაჭერის დაბრუნებას გეგმავს.