Intelliscreen ძმა iToday-სა

Intelliscreen – წარმოადგენს ახალ დამატებას, რომელსაც დისპლეიზე გამოყავს “Slide To Unlock” რეჟიმში მყოფი სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მათ შორის კალენდარი, ელფოსტა, sms-შეტყობინებები, ახალი ამბები, ამინდი და სპორტული ამბები.

პროგრამის დამატებითი შესაძლებლობებია:

  • ინფორმაციის მდორე გადაადგილება, აღქმის გასაადვილებლად;
  • ელფოსტის ავტომატური შემოწმება დაბლოკილი დისპლეის რეჟიმში გადასვლისას. ანუ თქვენ არ დაგჭირდებათ Mail.app–ში განახლება, ან 15 წუთი ლოდინი;
  • პირდაპირი გადასვლა ამორჩეულ დამატებაზე Swipe–ის დახმარებით;
  • თქვენი რეგიონის ზუსტი ამინდი (თუკი ამგვარი რამ საერთოდ არსებობს :)) Underground.com საიტიდან;
  • Yahoo!–ის, CNN–ის, Fox News–ის და Reuterе–ის ახალი ამბების ლენტები;
  • ონლაინ სპორტული ახალი ამბები ESPN–ისგან: MLB, NFL, NBA, NHL, NCAA;
  • პროგრამის გაადვილებული მორგება საკუთრ მოთხოვნებზე. უბრალოთ აირჩიეთ ის, რაც მართლაც გჭირდებათ;
  • მხოლოდ ახალი sms-შეტყობინებების და ელექტრონული წერილების ჩვენება;

მართლია პროგრამა ჯერ ბეტა–ტესტირების სტადიაშია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დააყენოთ რეპოზიტორიუმის დამატებით: http://intelliborn.com/repo

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *