Skip to content

PayPal-ი დაბლოკავს Safari-იდან წვდომას?

Apple Safari ვებ-ბრაუზერის მომხმარებლებმა შეიძლება მომავალში დაკარგონ PayPal-ის სისტემაში ტრანზაქციების გატარების შესაძლებლობა.

PayPal-ის საინფორმაციო უსაფრთხოების დირექტორის მაიკლ ბარეტის (Michael Barrett) განცხადებით, ამ ეტაპზე ფიშინგის საშიშროება იმდენად დიდია, რომ კომპანიას უბრალოდ უფლება არა აქვს გამოიყენოს საშიში ბრაიზერები. „ჩვენი აზრით, PayPal-ის ასეთი ბრაუზერით გამოყენების უფლების მიცემა იგივეა, რომ ავტომობილი უსაფრთხოების ღვედების გარეშე გაიყიდოს“, — წერს ბარეტი. ადრე კომპანიამ უკვე შეიტანა Safari იმ პროგრამების სიაში, რომლებსაც არ გააჩნიათ ფიშინგის საწინააღმდეგო შესაფერისი დაცვა.

ბარეტის სიტყვებით, ამჟამად კომპანია ამუშავებს საშიშ ბრაუზერებთან მუშაობის წესებს, რის შემდეგაც PayPal-თან წვდომა დაბლოკილი იქნება.

წყარო: MacWorld UK