Apple აგრძელებს Mac OS X 10.5.3-ის ტესტირებას

სულ რამდენიმე დღე გავიდა Leopard-ის წინასწარი ვერსიის გამოშვებიდან (Mac OS X 10.5.3 build 9D10) და აი Apple-მა გამოუშვა ახალი სატესტო ვერსია — 9D11.

თანხმლებ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ახალ ანაწყობში გამოჩნდა დამატებით 19 გასწორება, მათ შორის AirPort, Dashboard, Back To My Mac, Automator, iCal, Printing, Time Machine და სხვ.

როგორც წესი, ასეთი ხშირი გამოსვლები რელიზის გამოსვლის მომასწავებელია, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ Mac OS X 10.5.3 მალე გამოვიდეს.

წყარო: MacRumors