1 აპრილი — Apple-ის დაბადების დღეა

როგორც მოგეხსენებათ, 1976 წლის 1 აპრილს საფუძველი ჩაეყარა ამ დიდებულ კომპანიას. ყველამ კარგად იცით, თუ როგორ მოყვარული ვარ აღნიშნული კომპანიის პროდუქტებისა. ამიტომ გადაწყდა, შევკრებილიყავით მაკისტები რომელიმე კარგ და გემრიელ ლუდხანაში და აღგვენიშნა ეს თარიღი.

სიტყვა და საქმე ერთი იყო!

საქეიფოდ შეირჩა „ვერა სტეიკ ჰაუზი“, სადაც 1 აპრილს შევიკრიბეთ 14 მაკისტი. ღონისძიების ამსახველ ფოტოებს სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *