ეკრანული სურათი SpringBoard-ის მეშვეობით

როგორც აღმოჩნდა, SpringBoard-ს შეუძლია ეკრანული სურათების გადაღება iPhone-ში ( განახლება 1.1.3 ან უფრო ახალი) უცხო პროგრამების გარეშე. ამისათვის საჭიროა ინსტალატორში RiP Dev-ის განყოფილებაში დავაყენოთ Apple Screenshot Enabler-ი.

ამის შემდეგ სურათის გადასაღებად უნდა დავაჭიროთ ეკრანის ქვეშ მოთავსებულ ღილაკზე და გადავრთოთ ზარის გამოსართავი ღილაკი. მორჩა! ეკრანული სურათი თქვენს ალბომში მოხვდება.