ანალიტიკა: iPod-ის გაყიდვების პროგნოზები

კომპანია Piper Jaffray-ს ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდება, Apple-ი გაყიდის 9,7-დან 10,5 მლნ.-მდე iPod-ს, მაშინ როდესაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ 10,8 მლნ. მოწყობილობას.

Piper Jaffray-ს უფროსი ანალიტიკოსი ჯინ მანსტერი (Gene Munster) აღნიშნავს, რომ პროგნოზმა ოდნავ მოიმატა წინა თვის მონაცემებთან შედარებით, თუმცა მაინც ჩამორჩება გასული წლისას 4%-ით.

მანსტერი ვარაუდობს, რომ iPod shuffle-ის ფასის დაკლება დადებითად იმოქმედებს iPod-ის გაყიდვებზე.

წყარო: MacNN