MacDraft 5.6.4 მხარს უჭერს Leopard-სა და QuickLook-ს

კომპანიამ Microspot-მა გამოუშვა MacDraft-ის ახალი ვერსიები — 5.6.4 Pro და Personal edition. მწარმოებელი გვტავაზობს მარტივ საშუალებას პროექტირების, გრაფიკული დიზაინის და ილუსტრირების საკითხებში.

პროგრამის ახალი ვერსია Universal Binary ფორმატისაა, ამიტომ მისი წარმადობა Mac კომპიუტერებზე Intel-ის პროცესორებით მაქიმუმს აღწევს. სიახლეა აგრეთვე Mac OS X Leopard-ის და მისი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მაგალითად, QuickLook-ის ფუნქცია.

განახლება უფასოა დარეგისტრირებული მომხმარებელებისათვის. სრული ლიცენზიის ფასი MacDraft Pro-ზე — $349, MacDraft PE — $129. დემო-ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ აქედან.

წყარო: Microspot

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *