WWDC 2008 ივნისის დასაწყისში შედგება

Apple-მა განაცხადა, რომ ამ წელს ტრადიციული ყოველწლიური კონფერენცია Apple Worldwide Developer’s Conference (WWDC) ჩატარდება 2008 წლის 8-13 ივნისს სან-ფრანცისკოში.

„მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეხლა უფრო მეტი გზაა, ვიდრე ერთი“, — ასეთი წარწერა შეგვიძლია ვიხილოთ კომპანიის მიერ დაგზავნილ მოსაწვევზე. აქვეა გამოსახული ორი ხიდი, რომელიც გამოხატავენ ორ პლათფორმას, — Mac OS X Leopard და iPhone/iPod touch OS X.

„მარავალი ნოვაცია, რომლითაც გამოირჩევა Mac OS X Leopard-ი და iPhone OS-ი, შესაძლებლობას აძლევს პროგრამისტს და IT-პროფესიონალს. ეწვიეთ მაღალინფორმატიულ სემინარებს, რომლებზეც Apple-ის ინჟინერები დეტალურად მოგითხრობენ ამ პლათფორმების შესახებ“, — წერია მოსაწვევში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მოვლენა — სტივ ჯობსის გამოსვლა — დაეთმობა iPhone-ის პროგრამულ უზურნველყოფას. შეგახენებთ, iPhone SDK 6 მარტს გამოვიდა.