ორი Firmware თქვენს iPhone-ში

DevTeam-ის ჰაკერებმა კვლამ გამოავლინეს თავისი შესაძლებლობები (ან შეიძლება სტივმა გადაწყვიტა ასე ;)). შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ გატეხეს Firmaware 2.0. ახლა ისინი იძახიან, რომ მოახერხეს ტელეფონში ორი Firmaware-ის ჩატვირთვის მეანიზმის შემუშავება. მათი განცხადებით, ისინი ამით უკვსე სარგებლობენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ეხლა უკვე მოიძებნა ამ პროცედურის განხორციელების იდეალური შესაძებლობები, რომელთა უდიდესი ნაწილი ინახება გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“. მთელი არსი ამ ქმედებისა მდგომარეობს ტელეფონში ახალი განაყოფის შექმნაში და მასზე სხვა ვერსიის Firmware-ის დაყენებაში.

უდავოა, რომ ერთდროულად ორი განახლების გამოყენება პროგრამისტებს ფრიად სჭირდებათ ტესტირებისათვის.