2007 წელს Apple-მა iTunes-ით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

მიუხედავად Apple-ის მხრიდან მუდმივი განცხადებებისა იმის შესახებ, რომ iTunes Store მხოლოდ iPod-ების გაყიდვის ძრავია და არა შემოსავლის მიღების წყარო, ამ მარაზიას მაინც კარგი შემოსავალი მოაქვს. მარტო 2007 კალენდარული წლის განმავლობაში, Billboard.biz-ის გაანგარისებით, კომპანიას ამ სერვისმა $570 მილიონი მოუტანა.

Apple-ის ამასწინდელი განცხადების საფუძველზე, iTunes-ში 4-მილიარდიანი ჩანაწერის გაყიდვის სესახე, Billboard-ი 2007 წელს გაყიდვების მოცულობას ანგარიშობს 1,7 მლრდ. კომპოზიციით. თუმცა შემოსავალმა $1,7 მლრდ.-ზე მეტი შეადგინა, ვინაიდან ევროპაში iTunes-ში მუსიკა უფრო ძვირად იყიდება — 0,99 ევროდ. ამონაგების 70% Apple-მა გადაურიცხა ხმისჩამწერ სტუდიებს, დარჩენილი 30% (ანუ $570 მლნ.) თვითონ დაიტოვა.

ამასთან ამ ციფრებით რთულია მოგების ოდენობაზე მსჯელობა. ადრე კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი იხარჯება ამ სერვისის მომსახურებაზე.

წყარო: Billboard.biz

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.