Skip to content

კოპირება/ჩასმის ფუნქცია Safari-ში

ახლა უკვე ყოველგვარი უცხო პროგრამების გამოყენების გარეშე, მხოლოდ JavaScript -ის გამოყენებით შეგიძლიათ მართოთ კოპირება/ჩასმის ფუნქცია Safari-ში. iCopy — ეს არის ფუქნცია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ დააკოპიროთ ინფორმაცია iPhone-ის ბრაუზერში და შემდეგ ჩასვათ ან იგივე საფარიში ან საფოსტო პროგრამაში.

iCopy-ის დასაყენებლად შეასრულეთ შემდეგი:

  • შედით iPhone-ით http://www.biocow.com/iCopy/ და მიჰყევით ინსტრუქციას;
  • ყველა ბიჯის შემდეგ გამოჩნდება ჩანართი Copy/Paste;
  • ამის შემდეგ ნებისმიერ საიტზე გამოიძახეთ ეს ჩანართი და შესაბამისი ჩანართის გამოძახებით აირჩიეთ კოპირების ვარიანტი.

Email text — ყველაზე მოსახერხებელია.