Skip to content

iPhone SDK-ში შეუძლებელია სრულფასოვანი IM-კლიენტის შექმნა

პირობებმა, რომელთა შესრულებას მოითხოვს Apple iPhone-ის პროგრამებისაგან, — ინტეპრეტირებადი კოდის არარსებობა, ჩადგმული და ფონური პროგრამები — შეიძება საფრთხეში ჩააგდოს მთელი რიგი პროგრამების გადმოტანა ამ მოწყობილობაზე.

„აიფონის პროგრამაშ ვერ შესრულდება ჩატვირთვადი წყარო, თუ მას არ ასრულებს Apple API, — ნათქვამია iPhone SDK-ს ხელშეკრულებაში. — პროგრამა ვერ დააყენებს ან ვერ შეასრულებს სხვა პროგრამას, ვერ გამოიძახებს უცხო პროგრამულ ინტერფეისებს სხვა ამდაგვარ ქვესისტემებს“.

Mozilla-ს პროგრამისტი რობ სეიერი (Rob Sayre) თავის ინტერნეტ-დღიურში მიუთითებს, რომ ეს შეზღუდვები ხელს უშლიან არა მარტო Firefox-ის iPhone-ვერსიის შექმნას, არამედ აგრეთვე Opera-სი, Excel-ისა და ზოგიერთი თამაშისაც კი, მაგალითად Quake, რომელიც სკრიპტულ ენას იყენებს. შეზღუდულია აგრეთვე Adobe Flash-ის ან Java-ს გამოყენება. კიდევ უფრო უარესადაა საქმე მყისიერი შეტყობინებების პროგრამებთან — IM, VoIP და ა.შ., რომელთა ფონურ რეჟიმში მუშაობის აკრძალვა საერთოდ კარგავს მათი გამოყენების აზრს.

წყარო: AppleInsider