Skip to content

The Beatles-ის მუსიკა iTunes-ში კვლავ არ იქნება

Apple-მა ჭორები უწოდა ამასწინდელ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც iTunes Store-ში უნდა დაწყებულიყო ლეგენდარული The Beatles-ის ნაწარმოებების რეალიზაცია.

შეგახსნებთ, გასული კვირის ბოლოს, სააგენტო UPI Daily Mail-ზე დაყრდნობით გვამცნობდა ამ სიახლეს. The Beatles-მა, Apple Corps-მა და კომპანიამ EMI უარყვეს ეს ინფორმაცია.

პოლ მაკარტნიმ Billboard-თან გასული წლის ინტერვიუში აღნიშნა, რომ The Beatles-ის ნაწარმოებების გაყიდვის მომზადება დასასრულს უახლოვდებოდა და სავარაუდოდ დაიწყებოდა 2008 წელს.

წყარო: Billboard