Skip to content

iPhone Software 2.0-ის კონტაქტებში ძებნა დაემატება

Web-საიტი Blargkaboom-ი გვამცნობს, საინტერესო ფაქტს. კერძოდ iPhone SDK-ს ამასწინდელ პრეზენტაციაზე ტელეფონის მისამართების წიგნაკში დაფიქსირდა ახალი საინტერესო ელემენტი. სურათზე ნათლად ჩანს, რომ iPhone Software 2.0-ის მიმდინარე ვერსიაში სიას დაემატა ლუპა, რაც ალბათ ძებნის ფუნქციას უნდა აღნიშნავდეს.

ამჟამად ტექსტური ძებნის განხორციელება შეუძლებელია iPhone-ში — კონტქატის ასარჩევად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ანბანის საჭირო ასოზე ეკრანის მარჯვენა მხარეს.

iPhone Software 2.0-ის გამოსვლა დაგეგმილია ივნისში.

წყარო: Blargkaboom