Sony აწარმოებს მოლაპარაკებებს Blu-ray დისკების გამოყენების შესახებ Apple-ის პროდუქტებში

Sony Electronics US-ის პრეზიდენტმა სტენ გლაზგომ (Stan Glasgow) ამცნო Financial Times-ს იმის შესახებ, რომ მისი კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს Apple-თან Blu-ray ოპტიკური დისკწამყვანების მის პროდუქტებში გამოყენებსათან დაკავშირებით.

Apple-ს, რომელიც Blu-ray Disc Association კონსორციუმის აქტიური წევრია, ჯერ კიდევ არ გამოუშვია არცერთი პროდუქტი ამ ფორმატის მხარდაჭერით, რომელიც სავარაუდოდ დე-ფაქტო სტანდარტი გახდება უახლოეს მომავალში. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ Toshiba, რომელიც კონკურენტი ფორმატის, HD DVD-ს ძირითადი გამომცემელი იყო, განაცხადა საკუთარი ფორმატის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ.

ამჯერად, როდესაც ფორმატების ომი დასრულებულია, Blu-ray-ს მხარდაჭერა სტივ ჯობსის კომპანიის მხრიდან მხოლოდ დროის მომენტად რჩება.

წყარო: Financial Times

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.