id Software-ის დამფუძნებელმა, ჯონ კარმაკმა დადებითად შეაფასა iPhone SDK

id Software-ის დამფუძნებელმა, ჯონ კარმაკმა (John Carmack) გაგვიზიარა თავისი აზრები iPhone SDK-სთან და ახალ ინტერნეტ-მაღაზია App Store-სთან დაკაშირებით, რომლის მეშვეობითაც მალე გავრცელებას დაიწყებს iPod touch-ის და iPhone-ის პროგრამული უზურნველყოფა.

დაუვიწყარი Doom-ის და Quake-ის ლეგენდარული ავტორის აზრით, iPhone SDK კარგი რამე უნდა იყოს — კარმაკმა აღნიშნა კოდის ემულატორში გაშვების შესაძლებლობა და მისი გამართვის შესაძლებლობა, აგრეთვე გაყიდული პროგრამის ღირებულების 70%-ის ავტორისთვის გადარიცხვის შესახებ.

„პროგრამული უზურნველყოფის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით გავრცელება — გაცილებით მნიშვნელოვანი ასპექტია, ვიდრე ბევრს ჰგონია. დიდი პროგრამების გავრცელების შესაძლებლობა და პროდუქტის ეფექტური მარკეტინგი, შემოასავლის გონივრულად გადანაწილებასთან ერთად ამ ბაზარს ფრიად მიმზიდველს ხდის. ასეთი სახის ურთიერთქმედება მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის შესაძლოა მალე ძირიტადი გახდეს. საინტერესოა, რამდენი დრო დასჭირდებათ ბაზრის სხვა მოთამაშეებს, რათა გაიმეორონ ეს მოდელი. თუმცა, თუ ვიმსჯელებ საკუთარი გამოცდილებით, ვფიქრობ, რომ ეს მალე არ მოხდება“, — ამბობს კარმაკი.

წყარო: MacRumors