ვმუშაობთ ეფექტურად: მალსახმობები Dock-ისათვის

ნამდვილად ეფექტური და მოსახერხებელი მუშაობისათვის ნებისმიერ პროგრამაში, მითუმეტეს ოს-ში სამართავი კლავიშების კომბინაციების (shorcuts) ცოდნა სავალდებულო პირობაა.

ამ სტატიით ჩვენ ვიწყებთ მალსახმობების დეტალურ აღწერას Mac OS-ისასთვის.

დავიწყოთ Dock-ით, რომელიც მაკის სამყაროში ყველაზე „ცხელ“ წერტილად ითვლება:

  1. option + command + D – Dock-ის დამალვა/გამოჩენა.
  2. ვაჭერთ shift-ს და გადავათრევთ დოკის განმყოფ ზოლს ბოლომდე მარცხნივ/მარჯვნივ/ქვემოთ. ეს შეცვლის Dock-ის მდებარეობას ეკრანზე.
  3. ვაჭერთ option-ს და გადავათრევთ გამყოფს. დოკი ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლის თავის ზომას.
  4. Command + დაწკაპუნება დოკში მოთავსებული პროგრამის ხატულაზე. ფაინდერში გაიხსნება საქაღალდე ამ პროგრამის დასტით.

შემდეგ:

  1. Option + დაწკაპუნება დოკში მოთავსებული პროგრამის ხატულაზე. ამ პროგრამის ყველა ფანჯარა გადმოინაცვლებს წინა პლანზე, ხოლო სხვა პროგრამებისა დაიმალება.
  2. თუ გადაათრევთ რომელიმე ფაილს დოკში მოთავსებული პროგრამის ხატულაზე, ხოლო ეს პროგრამა უარს აცხადებს გახსნას იგი, მაშინ დააჭირეთ option + command, ამის შემდეგ ის უარს აღარ იტყვის.
  3. თუ სგურთ რომელიმე ფაილის საქაღალდეში ჩაგდება, რომლის მეტსახელი განთავსებულია დოკის ქვედა ნაწილში, ის დაიწყებს თქვენგან გაგქევას, გონია რა, რომ აპირებთ ამ ფაილის დოკში დამატებას, ამ შემთხვევაში დააჭირეთ command. ყველა ხატულა გაქვავებული იდგება საკუთარ ადგილას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *