სტივ ჯობსი პასუხობს ჟურნალისტების კითხვებზე

iPhone SDK-ს წარმოდგენის ღონისძიების შემდეგ სტივ ჯობსმა პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს.

კითხვა: რას ნიშნავს iFund-ი პროგრამისტებისათვის?

პასუხი: ის დაეხმარება ახალგაზრდა პროგრამისტებს დაფინანსებაში. ეს სასარგებლოა iPhone-ის მთლიანი ეკოსისტემისათვის.

კ: გაჩნდება ბიზნეს-პროგრამები iPhone-ისათვის, უნდა ინერვიულოს თუ არა RIM -მა?

: ეს მათ ჰკითხეთ.

კ: შეიძლება ითქვას, რომ iPhone-ის პროგრამები უსაფრთხო იქნება?

: ჩვენ საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ შეგვეძლო დაგვეხურა iPhone-ი, როგორც პლათფორმა, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ პროგრამისტები უნდა დარეგსტრირდნენ ჩვენთან პროგრამების გავრცელებისათვის. თუ ისინი დაწერენ ცუდ პროგრამას, ჩვენ მათ შევაჩერებთ.

კ: თუ ვინმე მოინდომებს VoIP-ზარების პროგრამის დაწერას (Skype-ის მსგავსი)?

: ჩვენ გავაჩერებთ მის მუშაობას მხოლოდ ფიჭურ ქსელებში, Wi-Fi-თ ის იმუშავებს.

კ: Ryan-მა Engadget-იდან ჰკითხა განბლოკვის შესახებ. ის აკრძალული იქნება?

პ: (ჯობსმა პაუზა გააკეთა, მზერა ზევით აღმართა და სთქვა): „ჰოოოო“.

კ: რა ეღირება iPod touch-ის განახლება 2.0 ვერსიამდე?

: ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

კ: როგორ შეძებენ კომპანიები Blackberry-იდან iPhone-ზე გადასვლას?

: Exchange-ის მეშვეობით. და ჩვენ გამოვუშვებთ ზოგოერთ პროგრამას IT-მმართველებისათვის.

კ: იქნება iPhone WiMax-ის მხარდაჭერით?

: დღეს ჩვენ მხოლოდ პროგრამულ უზურნველყოფას განვიხილავთ.

კ: რატომ შეიცვალეთ გადაწყვეტილება SDK-ს მიმართ? რამდენი ხანი დასჭირდება პროგრამების შემოწმებას მანამ, სანამ ის გამოვა iTunes App Store-ში?

: ჩვენ სერიოზულად შევცვალეთ ჩვენი აზრი iPhone-ის პროგრამებზე. ვებ-პროგრამები კარგად მუშაობენ, მაგრამ პროგრამისტებს მეტი ესაჭიროებოდათ. ჩვენ ეს გვესმოდა. SDK-ს შექმნა — რთული სამუშაოა, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ის ისეთი, რომ შემდეგი 20 წლის განმავლობაში მისმა განახლებამ არ გამოიწვიოს პროგრამების მუშაობის არევა. ჩვენ ელეგანტური და მარტივი სისტემა გამოგვივიდა. პროგრამების დამატების სიჩქარეს რაც შეეხება — ძალიან მაღალი იქნება.