Java iPhone-ისათვის

Sun Microsystems-ი ცნობილია მრავალი კარგი პროდუქტით, მაგრამ ყველაზე მეტად Java-ტექნოლოგიით. Java-ს ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პროგრამისტი ერთხელ წერს კოდს, რომელიც შემდგომში უნდა შესრულდეს ნებისმიერ კომპიუტერზე ან მოწყობილობაზე, სადაც აყენია ვირტუალური მანქანა (Java Virtual Machine, JVM).

სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არაა. სხვადასხვა პლატფორმაზე წყარო საჭიროებს დამუშავებას, ხოლო ყველაზე დიდ პრიობლემას წარმოადგენს კონტროლების საკუთარი ბიბლიოთეკა. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა Mac-ზე.

ამჯერად Sun-ს სურს, რომ ეს ხალისობა iPhone-ზეც გავრცელდეს. ეფლის მხრიდან SDK-ს ანონსის შემდეგ, Sun-მა დაიტყო ფაფხური iPhone-ისათვის Java VM-ის დაწერაზე. მცირედი ფიქრის შემდეგ, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შესაძლებელია გაკეთდეს Java ME (ეს არის Java VM-ის ვერსია, რომელიც ყენდება მობილურებში და კომუნიკატორებში) და სურთ მისი რეალიზაცია. ალბათ ეს გაახარებს Java პროგრამისტებს.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , . Bookmark the permalink.