iPhone-ის მფლობელებს შეუძლიათ არ ინერვიულონ

მიუხედავად ყველა შიშებისა, რომლებიც გავრცელებული იყო პროგრამისტებს შორის, Apple-ის პოლიტიკასთან დაკაშირებით უცხო პროგრამების მიმართ, სიტუაცია სასიკეთოდ გადაწყდა. Apple-ი მიიღებს შემოსავლის 30%-ს გაყიდული პროგრამებიდან. შესაბამისად, თუ ავტორი გადაწყვეტს პროგრამა უფასოდ გაავრცელოს, სტივ ჯობსის კომპანია საერთოდ არაფერს არ მიიღებს.

აგრეთვე გადაწყდა, რომ პროგრამების გავრცელება მოხდება Apple App Store-ის საშუალებით, iTunes-ის მსგავსი სერვისი. ახალი სერვისი უზრუნველყოფს პროგრამების მოწესრიგებულ სიას, პროგრამების განახლებას და ვისრუსებისაგან დაცვას. Apple-ის განცხადებით, ყველა პროგრამა ზედმიწევნით შემოწმდება და საბოლოო მომხმარებლებს არ ექნებათ საზრუნავი.